თეირანში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ნოკაუტსისტემით ტარდება, 16 თებერვალს მეორე ეტაპის ტაიბრეიკები გაიმართა
თეირანში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ნოკაუტსისტემით ტარდება, 16 თებერვალს მეორე ეტაპის ტაიბრეიკები გაიმართა.

როგორც ვწერდით, ნანა ძაგნიძემ ორივე კლასიკური პარტია მოუგო ოლგა ზიმინას (იტალია) და მესამე რაუნდში ჩინელ შენ იანთან გაარკვევს ურთიერთობას.

დანარჩენი ოთხი ქართველი დიდოსტატის ბედი გუშინდელ რაპიდებსა და ბლიცებს უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდხანს ნინო ხურციძისა და ნინო ბაციაშვილის შეხვედრა გაგრძელდა: მათი კლასიკური პარტიები ყაიმებით დასრულდა, 25 და 10-წუთიან პაექრობებში მეტოქეებმა ორ-ორი ხელი მოიგეს, 5-წუთიანმა ბლიცებმაც შედეგი ვერ გამოღო.

გამარჯვებული "არმაგედონს" (შავებს წუთით ნაკლები ეძლევათ და ყაიმის შემთხვევაში გამარჯვება მათია) უნდა გამოევლინა. შავებით მოთამაშე ხურციძემ მკაცრ გამოცდას გაუძლო და 53-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა. მესამე ეტაპზე იგი ბულგარელ მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას დაუპირისპირდება, რომელმაც სალომე მელია დაამარცხა 2.5:1.5.

წარმატებით ითამაშა სოფიკო გურამიშვილმაც - ბლიცებში აჯობა უკრაინელ დიდოსტატ ნატალია ბუკსას 1.5:0.5 (საერთო ანგარიში - 4.5:3.5) და მერვედფინალში დინარა სადუაკასოვას მძლეველ (2.5:1.5) ჰარიკა დრონავალის (ინდოეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ჩემპიონატის დანარჩენი მონაწილენი მესამე რაუნდში ასე დაწყვილდნენ: ოლგა გირია (რუსეთი)-ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი), ნატალია პოგონინა (რუსეთი)-ნი შიციუნი (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი (უკრაინა)-ნგუენ ტაო ლი (ვიეტნამი), რუთ პადმინი (ინდოეთი)-თან ჟუნი (ჩინეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
წარმატებები მარა ნუ ვქმნით რაგაც ილუზიებს.ოლიმპიური ნაკრების 2 წევრი პირველივე ტურიდან გამოეთიშა ,ორიც მეორედან,ეს წარუმატებლობაა და არ შემომედაოს არავინ.ეხლა ჩვენი იმედი ნანაა და ვუგულშემატკივროთ ნანას.
gizog
თქვენ იცით ქაბატონებო, გვასახელეთ და აღადგინეთ მომას და მაიას ტრადიცია მსოფლიო ჭადრაკში
giorgi
გავამხნევოტ ცვენი ქალები.წარმატებები. ისე სერიოზული საფიქრელია ოლიმპიური ნაკრები.
"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე