ბრიტანულმა საჯინიბომ ახალი ბოლიდი პირველმა წარადგინა
ბრიტანული საჯინიბო "უილიამსი" პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 2017 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდი წარმოადგინა. მანქანის ინდექსია - FW40. ამგვარი სახელწოდება "უილიამსის" 40 წლისთავს ეძღვნება.

ახალი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2017 წლის ბოლიდებზე უფრო ფართო საბურავებია დაყენებული. გარდა ამისა, თავად მანქანებიც ფართოა. ახლა, უკანა ანტიფრთა უფრო ქვემოთ არის განთავსებული. ბოლო წლებში "უილიამსების" დამახასიათებელი ატრიბუტია - "ცხვირის" გამოწეული წვერი. პრაქტიკულად არ შეცვლილა ბოლიდის შეფერილობა.

ინტერნეტში გავრცელდა ბრიტანული საჯინიბო "მაკლარენის" ახალი ბოლიდის გამოსახულება. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "მაკლარენს" 2017 წელს ახალი შეფერილობა ექნება - ნარინჯისფერი. ადრე, ბოლიდის ეს ვარიანტი არა ერთხელ გავრცელდა სხვადასხვა ვებგვერდზე.

მიუხედავად ამისა, "მაკლარენში" ჯიუტად იმეორებენ, რომ ეს გამოსახულება სიმართლეს არ შეესაბამება და მოუწოდებენ გულშემატკივრებს - დაელოდონ ოფიციალურ პრეზენტაციას, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება.

როგორც აღმოჩნდა, ამ შეფერილობის ავტორები არიან დიზაინერები - კრის ბლენკლი და კარლოს პეჩინო, რომლებმაც სცადეს წარმოადგინათ - როგორი იქნება "მაკლარენი" 2017 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა