გასულ უქმეებზე ირანის დედაქალაქ თეირანში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართა
გასულ უქმეებზე ირანის დედაქალაქ თეირანში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ კლასიკურ პარტიებში 1.5:0.5 სძლია ჩინელ შენ იანს და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ინდოელ ჰარიკა დრონავალისთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა შეჯიბრებიდან გამოთიშა სოფიკო გურამიშვილი: მათი კლასიკური და 25-წუთიანი პარტიები ყაიმით დასრულდა. 10-წუთიან რაპიდში აზიელმა იმარჯვა 1.5:0.5.

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბრძოდა საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული ნინო ხურციძე, მაგრამ მისი წინსვლა ბულგარელმა მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ შეაჩერა - ჩვენებურს ძირითად პარტიებში აჯობა 1.5:0.5.

დანარჩენი მერვედფინალური პაექრობები ასე დასრულდა: ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი)-ოლგა გირია (რუსეთი) 3.5:2.5, თან ჟონი (ჩინეთი)-რუთ რადმინი (ინდოეთი) 3.5:2.5, ლე ტაო ნგუენ პამი (ვიეტნამი)-ანა მუზიჩუკი (უკრაინა) 0:2, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი) 4:2, ნი შიციუნი (ჩინეთი)-ნატალია პოგონინა (რუსეთი) 1.5:0.5.

მეოთხედფინალში ითამაშებენ: ცზიუ ვენძიუნი-თან ჟონი, ნანა ძაგნიძე-ჰარიკა დრონავალი, ანა მუზიჩუკი-ანტოანეტა სტეფანოვა, ალექსანდრა კოსტენიუკი-ნი შიციუნი. დღეს მე-4 რაუნდის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა