20 თებერვალს NBA All Stars-ის მატჩი გაიმართა
20 თებერვალს ნიუ ორლეანში NBA All Stars-ის მატჩი გაიმართა.

დასავლეთ კონფერენციის ვარსკვლავების გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენლები ანგარიშით 192:182 დაამარცხა.

გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ნიუ ორლეანში ჩატარებული მატჩი ყველაზე შედეგიანი გამოდგა მსგავსი ღონისძიებების ისტორიაში. საერთო ჯამში, All Stars-ის შეხვედრაში 374 ქულა ჩავარდა. მანამდე რეკორდული ციფრი 2016 წელს დაფიქსირდა - 369 ქულა, როცა დასავლეთმა აღმოსავლეთს 196:173 სძლია.

დასავლეთის გუნდის სასტარტოში გამოვიდნენ:

სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი), კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი), კავაი ლეონარდი (სან ანტონიო სპურსი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეან პელიკანსი)

სათადარიგოები: დემარკუს კაზინსი (საკრამენტო კინგსი), მარკ გასოლი (მემფის გრიზლი), დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი), გორდონ ჰეივორდი (იუტა ჯაზი), დეანდრე ჯორდანი (ლოს ანჯელეს კლიპერსი), კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი), რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა სიტი თანდერი)

მთ. მწვრთნელი: სტივ კერი (გოლდენ სტეიტი)

აღმოსავლეთის სასტარტოები:

კაირი ირვინგი (კლივლენდ კავალიერსი), ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო ბულზი), დემარ დეროზანი (ტორონტო რეპტორსი), იანის ანტეტოკოუნმპო (მილუოკი ბაქსი), ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდ კავალიერსი)

სათადარიგოები:

კარმელო ენტონი (ნიუ იორკ ნიქსი), პოლ ჯორჯი (ინდიანა პეისერსი), კაილ ლაური (ტორონტო რეპტორსი), პოლ მილსაპი (ატლანტა ჰოუქსი), აიზია ტომასი (ბოსტონ სელტიკი), კემბა უოლკერი (შარლოტ ჰორნეტსი), ჯონ უოლი (ვაშინგტონ უიზარდსი)

მთ. მწვრთნელი: ბრედ სტივენსი (ბოსტონ სელტიკი)

ყველაზე მეტი, 52 ქულა ქულა ენტონი დევისმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა მიამატა. ამ მაჩვენებლით დევისმა "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე უილტ ჩემბერლენის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 1962 წლის შეხვედრაში 42 ქულა ჩააგდო.

გარდა ამისა, დევისმა 39-ჯერ ტყორცნა ბურთი, რაც ასევე All Stars-ის მატჩის რეკორდად ითვლება.

41 ქულა მიითვალა რასელ უესტბრუკმა.

კაირი ირვინგმა 22 ქულა, 14 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა ანგარიშზე.

კევინ დურანტმა კი სამმაგი დუბლი გაიფორმა "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე - 21 ქულა, 10 პასი, 10 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ეს All Stars-ის ისტორიაში მეოთხე სამმაგი დუბლია. მანამდე სამმაგი დუბლი მიითვალეს: მაიკლ ჯორდანმა, დუეინ უეიდმა და ლებრონ ჯეიმსმა.

"მილუოკი ბაქსის" ბერძენმა ფორვარდმა 30 ქულა მიითვალა და მაყურებელს ბევრი ულამაზესი ჩატენვა შესთავაზა.

იხილეთ ვიდეო

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი წარმომადგენელი ერთი გუნდიდან "გოლდენ სტეიტს" ჰყავდა: სტეფ კარი, კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი.

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მონაწილეების გამოკითხვაში ზაზა ფაჩულიამ 1 500 000 ხმაზე მეტი მიიღო, თუმცა რჩეულებს შორის ვერ მოხვდა.

- abc: ზაზა ფაჩულიამ "ოლ სტარის" ხმები სუფთად მიიღო, სხვა ვარსკვლავებმა კი - არა

aburjga
კიდევ კარგი ნამდვილი კალათბურთი ევროპაში მაინც დარჩა!
ხვიჩა
ვეთანხმები ლაზარეს, ეს სპორტული პაექრობა არ იყო და არც არის, ასე რომ ზაზა მშვენივრად ითამაშებდა მაგ შოუში.
HH
ამ დილით რასაც ვუყურე, ზაზას ადგილი არ იყო ამ თამაშში, ტყუილად უნდა ერბინა აქეთ იქით, დაცვა საერთოდ არ არსებობდა, თან ვერც სამქულიანებს ისვრის და ფარშიც ძლივს ტენის, მით უმეტეს ეფექტურებს, რაზეც ამ თამაშში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა.
ლაზარე
ეს სპორტული პაექრობა არ იყო, ეს იყო შოუ, სადაც ყველა მოთამაშე ცდილობდა ეფექტურად ჩაეტენა ან ლამაზი სამქულიანი ესროლა, ფარის დაცვა კი მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა