გიორგი ყიზილაშვილი: "გამოკვეთილი ლიდერი კარგია, მაგრამ მუდმივი კონკურენცია კიდევ უფრო უკეთესია"
ძიუდოს აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელმაც ერთი სასიამოვნო ტენდენცია გამოკვეთა: გაიზარდა გეოგრაფია და ნაკრების წევრები წამოვიდნენ ისეთი რაიონებიდანაც, სადაც ან ბოლო წლებში დათმეს პოზიციები (მაგალითად, თელავი, ზესტაფონი), ან ახლა იწყებს აღორძინებას (თუნდაც - აჭარა).

ამ ჩემპიონატს წინ ზონალური შეჯიბრებები უძღოდა, თუმცა ფინალურ ტურნირში მაინც ბევრი მონაწილე მოგროვდა. 32 კაცი ხომ თითქმის ყველგან ჭიდაობდა, იყო წონები, სადაც 35 და 39 მონაწილეც კი გამოდიოდა.

საბედნიეროდ, რაოდენობა ხარისხშიც გადაიზარდა და მაყურებელმა, რომელიც აკადემიაში საკმაოდ ბევრი მივიდა - ტრიბუნები ლამის პირთამდე შეივსო - ორივე დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა იხილა.

ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ქართულ ძიუდოს რაოდენ ნიჭიერი რეზერვი ეზრდება. ნამდვილად ძნელია, ვინმე გამოარჩიო, იმდენი კარგი, ჟინიანი და დახვეწილი მოზარდი გამოჩნდა აკადემიაში და ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ყიზილაშვილსაც გაუჭირდა ვინმეს გამოყოფა. ეს იმდენადაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ნაკრებს თაობათა ცვლის პროცესი შეეხო, თუმცა აკადემიაში ნანახი გვაიმედებს, რომ ცვლაც ღირსეული მოვა.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტურნირის შეფასება გიორგი ყიზილაშვილს ვთხოვეთ:

"მართლა კარგი ტურნირი იყო. იმდენად კარგი, რომ ხშირად მეც ვერ ვიკავებდი ემოციას. ახლა ამ გუნდს პირველი უცხოური ტურნირი ტულაში ექნება - 1-2 აპრილს, სადაც ყველა მედალოსანს წავიყვანთ, თუმცა ჩემი შეხედულებით, მათ კიდევ დავუმატებთ რამდენიმე კაცს, რომლებიც ამჯერად უმედლოდ დარჩნენ. იქ კიდევ ერთხელ დავაკვირდებით მათ.

გამოკვეთილი ლიდერი არც ერთ წონას არ ჰყავს, თითქმის ყველა წონაში ყველა მედალოსანი დაახლოებით ერთნაირი სიძლიერისაა, თუმცა დარჩენილ დროში ფალავნები კიდევ მოუმატებენ. თუ მაინც ვილაპარაკებთ ფავორიტებსა და ახალ კადრებზე, დავასახელებდი ჩიხელიძეს 66 კილოგრამში; 73-ში ყველა ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ მიჭირს ვინმეს გამოყოფა.

გამოკვეთილი ლიდერი კარგია, მაგრამ მუდმივი კონკურენცია კიდევ უფრო უკეთესია. გამოკვეთილ ლიდერად, ალბათ, გოჩა ღვაჩლიანს თუ მივიჩნევთ, ვინც შარშანაც ჩემპიონი იყო და ახლაც გაიმარჯა.

ზოგადად, გაიზარდა გეოგრაფია და აგერ, აჭარიდანაც გახდა ჩემპიონი - გოგა ჩხაიძე 50 კილოგრამში. შარშან, წლის ბოლოს ბაკურიანში რომ ვიყავით შეკრებაზე, ნაკრების გარდა, კლუბებიც იყვნენ და ამ ასაკის დაახლოებით 400-მდე ბავშვი ვარჯიშობდა. წინა წლებში ამდენი არ იყო.

ტულაში წასვლამდე შეკრება არ გვექნება. იქიდან დაბრუნებულები ბაკურიანში გავივლით შეკრებას, მერე კი გერმანიაში გვინდა წასვლა, თუმცა ეს ჯერ არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი. ჩვენ, ტრადიციულად, ანტალიაში დავდიოდით ტურნირზე, მაგრამ იქ რუსები თუ არ ჩავიდნენ, ფაქტობრივად, საქართველოს ჩემპიონატი გამოგვდის. ამიტომ წლეულს უფრო ძლიერ ტურნირზე გვინდა გამოსვლა".

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. გოგა ჩხაიძე; 2. თორნიკე მარგველაშვილი; 3. ლევან სარდალაშვილი, თემურ აბრამიშვილი.

55 კგ. 1. ლუკა კაპანაძე; 2. ლაშა ვარძელაშვილი; 3. ნოდარ ქურხული, ბექა წიფიანი.

60 კგ. 1. არმაზ არჩუაძე; 2. გიორგი კაპანაძე; 3. საბა კაპანაძე, გაგა გიორგაშვილი.

66 კგ. 1. გიორგი ჩიხელიძე; 2. მიხეილ ნოზაძე; 3. მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი რევაზაშვილი.

73 კგ. 1. ლევან ფსუტური; 2. ლაშა ბექაური; 3. გოგა გოგაშვილი, ალექსი ხუბულური.

81 კგ. 1. გოჩა ღვაჩლიანი; 2. ნიკა ხარაზიშვილი; 3. ნიკა შერმაზანაშვილი, ილია სულამანიძე.

90 კგ. 1. მიხეილ ბექაური; 2. ბაჩო ვარდიაშვილი; 3. ლუკა რთველაძე, გიორგი კარიაული.

+90 კგ. 1. ალექსი სვიანაძე; 2. ლევან ჭელიძე; 3. გიორგი ბურჯალიანი, ილია საათაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები დიორში გადახალისებული გუნდით გამოვა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონები ბიჭებს უთანაბრდებიან [VIDEO]
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ვერცხლს წაგებები მოჰყვა
მწვრთნელები საქართველოს ახალგაზრდულ და ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებებსაც შეუცვალეს
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარათონი ჩილეში სრულდება
პოლონეთის ტურნირმა ჭაბუკები დაგვიხარისხა
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები: ბექაურების ტრიუმფი ტულაში
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: შორეულ ჩილეში, ნაცნობი მეტოქეები
საკლუბო ლიგა: "შევარდენი" მეოთხედ - ნაცნობი ფინალი ნაცნობი შედეგით
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი: 4 ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს!
ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: კაუნასში სომხიშვილი დაასახელეს
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
ავთანდილ ჭრიკიშვილის 81-იდან 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ანაცვლება ჯერ არ იგეგმება
7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი - ქართველი ძიუდოისტების წარმატება შვეიცარიაში
ქართველებზე მორგებული - ვლადიმერ ნუცუბიძე ძიუდოს ახალ წესებზე
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ტრიუმფი - კიდევ 3 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი [VIDEO]
ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: პირველი ოქრო!
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: კაპანაძის ვერცხლით დავიწყეთ
მიხეილ ბექაური ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
სულამანიძემ ფინალში იპონით იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
გიორგი ჩიხელიძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]