ქართველი მცველის შესაძლო ტრანსფერზე რუსული ვებგვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინ "ლელოსაც" დაუდასტურეს...
საბა კვირკველია, დიდი ალბათობით, მოსკოვის "ლოკომოტივში" ითამაშებს. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ცენტრალური მცველის შესაძლო ტრანსფერზე რუსული ვებგვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინ "ლელოსაც" დაუდასტურეს...

ცნობილია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივს" კვირკველიას შეძენა ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე სურდა. წინა ჩემპიონატში 25 წლის ქართველი სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ, მაგრამ ყაზანელთა ესპანელმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში ერთი წუთითაც არ ათამაშა.

თავად კვირკველია ამ საკითხზე ღიად ვერ ილაპარაკებს, მხოლოდ მიგვანიშნებს მიზეზებზე. არსებობს ვერსია, თითქოს მას საქართველოს ნაკრებში თამაშს არ პატიობენ, ხოლო ესპანელი მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელთა დავალებას ასრულებს.

ძნელი სათქმელია, რამდენად ახლოსაა ეს ვერსია რეალობასთან, ფაქტი კი ის არის, რომ ქართველ მცველს სერიოზული პრობლემა შეუქმნა "რუბინმა", რომელიც არც ისე დიდი ხნის წინათ ქართველებისთვის თბილი ბუდე იყო. სწორედ ქართველებისადმი კარგად განწყობილი იური სიომინი ადრეც იყო დაინტერესებული კვირკველიას აყვანით.

მოსკოველებმა ყაზანური კლუბის ხელმძღვანელებს თებერვალში კიდევ ერთხელ მიმართეს - "ლოკომოტივს" კვირკველიას საკითხის მოგვარება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ 24 თებერვლამდე სურს.

როგორც ამბობენ, ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და კვირკველია მალე "ლოკომოტივში" გადავა. ყაზანელები ამ გარიგებაში 5 მილიონ ევროს ითხოვდნენ, თუმცა, მოსკოველები ტრანსფერის გამოსყიდვას არ აპირებენ და მეორე მხარეს მხოლოდ იჯარაზე ელაპარაკებიან.

იმედია, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე მოედანს მალე დაუბრუნდება და ძველებურადაც ათამაშდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

odala
რუსეთის სხვა გუნდში ათამაშებენ, თუ მართლა ეგ არის უთამაშებლობის მიზეზი? შეეშვით რა ამ ყოვლად უაზრო კონსპირაციებს. პატარა ლოგიკა მაინც დააყოლეთ თუ მართლა მასეთ რამეს ამბობთ.
GERCHI
წარმატებები საბას!
jumber
დათოს, ერთი მაინტერესებს სად თამაშობენ ქართველები უკეთეს ჩემპიონატებში ვიდრე რუსეთში და სად არ "კლავენ" ჩვენ ფეხბურთელებს .ოღონდ არ დამიწყოთ ახლა პოლიტიკა.თითო ოროლა ქართველი თამაშობს უარეს გუნდებში დასავლეთ ევროპაში.
TAMAZIKO
gmertma uhvelos.daitanja es bihi ra.carmatebebi saba.
დათო
მერე რომ გაიძახით, ამათუიმ ფეხბურთელმა კარიერა რუსეთში გააგრძელაო, ვეღარ უნდა მიხვდეთ თქვენც და ისინიც, რომ რუსეთში კარიერას კი არ აგრძელებენ, არამედ კლავენ?!
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
პსჟ-ში არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბატრაკოვი "გალათასარაიში" გადაბარგდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ბატრაკოვს უკვე პსჟ-ს მაისური აქვს - რუსი კომენტატორი მის პერსპექტივას პესიმისტურად უყურებს
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს