ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბეჭდების მბრძანებლები - ამერიკული კალათბურთის მმართველი დინასტიები

ბეჭდების მბრძანებლები - ამერიკული კალათბურთის მმართველი დინასტიები

რედ აუერბახი და "სელტიკსი"
ამერიკულ სპორტში ისეთ კლუბებს, რომლებიც თავიანთ ლიგებში წლების განმავლობაში ბატონობენ, დინასტიებს უწოდებენ. სამი ასეთი დინასტია არსებობდა მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში. დღეს სწორედ მათ შესახებ გვექნება საუბარი.

დამცველების დინასტია

თავიდან, ლეგენდარულ რედ აუერბახს მისი კოლეგა მწვრთნელები უცნაურ ადამიანად მიიჩნევდნენ. მას ირონიულად მისტერ დაცვას უწოდებნენ.

მართლაც გულწრფელად სჯეროდა, რომ კალათბურთში მთავარი დაცვა იყო, და ეს იმ დროს, როცა მის გარშემო ყველა აღიარებდა, რომ სპორტის ამ სახეობაში წარმატებისთვის მთავარი იყო შემადგენლობაში გყოლოდა რაც შეიძლება მეტი ისეთი კალათბურთელი, რომელიც მატჩში 20 ქულას აკეთებდა. მაგრამ "ბოსტონის" მფლობელმა და დამფუძნებელმა უოლტერ ბრაუნმა და კლუბის პრეზიდენტმა მორის პოდოლოფმა აუერბახის შესაძლებლობები ირწმუნეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც მათ სჭირდებოდათ და რომელიც ლიგის საშუალო გუნდს უძლიერესად აქცევდა.

აუერბახმა ამ მიზნის ასრულება ტრადიციული გზით დაიწყო - სნაიპერებითა და გამთამაშებლებით. 1950 წელს იყიდეს ბობ კოუზი, ერთი წლის შემდეგ - ბილ შერმანი, კიდევ სამი წლის შემდეგ კი, ფრენკ რემზი. მაგრამ შემდეგ ძლიერი ბიჭების ჯერი დადგა - ჯიმ ლოსკუტოფი, ტომ ჰეინსონი. ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი კი, აუერბახმა 1956 წელს გააკეთა.

"სელტიქსის" ფანებმა აღშფოთება ვერ დამალეს, როცა გაიგეს, რომ გუნდის ორ ლიდერს -ედ მაკოლისა და კრიფ ჰაგანს "სენტ ლუის ჰოქსში" უშვებდნენ. და ეს ტრანსფერი აყლაყუდა და მოუქნელი, თანაც შავკანიანი იუნიორის, ბილ რასელის გადასაბირებლად განხორციელდა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე ეყრებოდა საფუძველი ამერიკული სპორტის ყველაზე დიად დინასტიას, ხოლო მოუქნელი რასელი გუნდში მწვრთნელის შემდეგ, მნიშვნელობით მეორე ფიგურა იქნებოდა.

"ბოსტონმა" თავიდანვე გაიბრწყინა. აღმოჩნდა, რომ რედ აუერბახმა ყველა ინგრედიენტი იდეალური პროპორციებით შეარჩია. კოუზი და შერმანი ქულებს აგროვებდნენ (საშუალოდ 20-ზე მეტს), ლოსკუტოფი მეტოქეებს არ აგდებინებდა ბურთს, რემზი შეცვლაზე შედიოდა და ლიდერებს დასვენების საშუალებას აძლევდა... გარკვეული ხანი, ჩრდილში მოექცნენ ახალბედები - რასელი და ჰეინსონი. მაგრამ მათ ზუსტად მაშინ "გაისროლეს", როცა ეს საჭირო იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალში "ბოსტონი" დასავლეთში იოლად გაჩემპიონებულ "სენტ ლუისს" შეხვდა. სერია თანაბარი გამოდგა - საჭირო გახდა მეშვიდე მატჩის ჩატარება. და სწორედ ამ გადამწყვეტ შეხვედრაში გაიბრწყინეს რასელმა და ჰეინსონმა. პირველის ანგარიშზე 19 ქულა და 32 მოხსნა იყო, მეორემ - 37 ქულა და 23 მოხსნა მიითვალა! სწორედ ამ დუეტის წყალობით, "სელტიქსმა" მეორე ოვერტაიმში გამოგლიჯა გამარჯვება მეტოქეს (125:123) და პირველად გახდა ჩემპიონი.

მომდევნო სეზონში "ჰოქსმა" რევანში აიღო, მაგრამ ეს ლოკალური წარმატება იყო. NBA-ში ახალი, "ბოსტონის" ეპოქა იწყებოდა.

ბოსტონელი ჟურნალისტების გადმოცემით, რედ აუერბახმა შექმნა მანქანა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იყო. იმაზე, თუ რა სტილით თამაშობდა ეს გუნდი, სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს: ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როცა სეზონის შედეგების მიხედვით, ჩემპიონატის ათ საუკეთესო სნაიპერს შორის ვერცერთ ბოსტონელს ვერ იპოვნიდით. სამაგიეროდ, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი მათგანისგან ხიფათი იყო მოსალოდნელი. და ყოველი მათგანი ნამდვილი მხეცივით იცავდა თავს.

ბოსტონური მანქანის შეჩერებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ. ამბობენ მაგალითად, რომ "მინეაპოლის ლეიკერსის" მწვრთნელები 1959 წლის ფინალისთვის დიდხანს ამუშავებდნენ სპეციალურ ტაქტიკას, რომელსაც ასეც ერქვა - "ბოსტონისთვის". სერია "მშრალი" ანგარიშით დასრულდა. 1960 წელს, "სენტ ლუისიც" ანალოგიურად მოიქცა და თითქოს ყველაფერი გააკეთა საბოლოო წარმატებისთვის. მაგრამ ფინალის მეშვიდე თამაშში, ისევ გადამწყვეტ მომენტში შეუდარებელი იყო ბილ რასელი - 22 ქულა და 35 მოხსნა.

იმ წელს, ლიგაში გამოჩნდა თითქმის 220-სანტიმეტრიანი უილტ ჩემბერლენი - ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც ერთი თავით მაღალი იყო რასელზე. ამ კალათბურთელისთვის თითქოს არანაირი ბარიერი არ არსებობდა, მაგრამ აღმოსავლეთის ფინალში ჩემბერლენს, რომელსაც NBA-ში ვერავინ იჭერდა, ბოსტონის ლიდერმა გასაქანი არ მისცა. ასეთი რამ, კიდევ ბევრჯერ განმეორდა...

შემდეგი ტიტული "ბოსტონმა" იოლად მოიპოვა, სამაგიეროდ 1962 წელს, მას პირველად გაუღიმა ფორტუნამ. ფინალის მეშვიდე მატჩის ბოლო წამებზე, "სენტ ლუისის" მცველს, ფრენკ სელვის თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა შეეძლო, მაგრამ ბურთი კალათს ააცილა.

შემდეგ იყო პლეიოფში ზედიზედ სამი გამარჯვება, რომელშიც რასელი ზედიზედ ანეიტრალებდა სუპერვარსკვლავებს, მათ შორის ჩემბერლენს და ამტკიცებდა, რომ ის შეიძლება არ გახლდათ ლიგის ყველაზე ეფექტური კალათბურთელი, მაგრამ ყველაზე სასარგებლო მოთამაშის ტიტულში მას ვერავინ შეეცილებოდა.

"ბოსტონის" შემადგენლობა იცვლებოდა, მაგრამ ამასთან, აუერბახის მიერ შემუშავებული სისტემა ყოველთვის წუნის გარეშე მუშაობდა. მაგალითად, ერთ-ერთი ლიდერის, კოუზის ნაცვლად, კარგად ჩაჯდა შემადგენლობაში ჯონ ჰავლიჩეკი. ჟურნალისტები გაკვირვებულები ეკითხებოდნენ მწვრთნელს: "ამდენი გამარჯვების შემდეგ, როგორ ახერხებთ მოთამაშეებისთვის მოტივაციის შენარჩუნებას?!" აუერბახი პასუხობდა: "ყველაფერი მარტივადაა. თავიდან მოთამაშეებს უბრალოდ ჩემპიონატში გამარჯვება უნდათ. შემდეგ კი, სურთ კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დიად გუნდად ჩამოყალიბდნენ".

აუერბახმა 1966 წელს გამოაცხადა, რომ მობეზრდა ლეგენდარული გუნდის მწვრთნელობა და საკლუბო ადმინისტრაციაში სხვა, უფრო მშვიდ სამუშაოზე გადასვლა მოინდომა. ეს მაშინ მოხდა, როცა "სელტიქსმა" ზედიზედ მერვე ტიტული დაიმსახურა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა თავისი შემცვლელიც დაასახელა. ის, რა თქმა უნდა, ბილ რასელი გახდა.

სხვათა შორის, პირველი ბოსტონური დინასტია მაშინვე არ დასამარებულა. 1968 და 1969 წლებში, მან კიდევ ორჯერ მოიგო ტიტული (სულ 13 წელიწადში 11 ჩემპიონობა გამოვიდა!), მაგრამ შემდეგ, დიდი ხნით გამოეთიშა ბეჭდების მაძიელებთა რიგებს.

დაპირისპირებული დინასტიები

80-იანი წლები NBA-ის ცხოვრებაში უნიკალურ ეპოქად ითვლება. ეს ის პერიოდია, სადაც ორი დიადი დინასტიისთვის მოიძებნა ადგილი - ახალი ბოსტონური და პირველი ლოსანჯელესური. ისინი იმდენად თანაბარნი და იმდენად განსხვავებულნი იყვნენ, რომ ჩემპიონატს აქამდე არნახული ინტრიგა შეემატა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 1979 წელს, ლიგაში ორ ახალგაზრდა კალათბურთელს ჰქონდა დებიუტი. ლარი ბერდი, რომელიც სელექციის გენიოსმა რედ აუერბახმა (ის "სელტიქსის" გენერალური მენეჯერი იყო) აღმოაჩინა, სრულიად არ ჰგავდა ტიპიურ მძიმე ფორვარდს: უკეთ ესროდა, ვიდრე ფარქვეშ იბრძოდა, უკეთ აკეთებდა გადაცემებს, ვიდრე თავს იცავდა. ბერდის ლიგაში გამოჩენას დაემთხვა სამქულიანი ტყორცნის შემოღება: მოედანზე თითქოს სპეციალურად მისთვის დაიხაზა სამქულიანი ხაზი.

ირვინ ჯონსონს მთელი საკალათბურთო სამყარო არა საკუთარი სახელით, არამედ მეტსახელით მიმართავდა: მეჯიქი, ანუ ჯადოსნური. არც ჯონსონი ჰგავდა ტიპიურ გამთამაშებელს. არ ჰგავდა პირველ რიგში სიმაღლის გამო: ის ორ მეტრს სცილდებოდა. ამასთან, "ლეიკერსის" ახალბედა ისე სწრაფად დარბოდა, ისე ორიენტირებდა სივრცეში და ისეთ პასებს აკეთებდა, რომ მის ფონზე, ლიგის სხვა გამთამაშებლები უბრალოდ სულელურად გამოიყურებოდნენ.

ჯონსონმა ბერდზე ადრე მიაღწია წარმატებას. ძირითადად, რა თქმა უნდა, იმის წყალობით, რომ მის გვერდით დიადი ცენტრი ქარიმ აბდულ-ჯაბარი თამაშობდა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელს აკლდა ისეთი ვირტუოზის დახმარება, როგორიც მეჯიქი იყო. ამ ორს "ლეიკერსი" დაუმარცხებელ გუნდად უნდა ექცა და ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი 1980 წელს გადაიდგა, როცა კალიფორნიელებმა საკმაოდ იოლად მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.

მაგრამ სპეციალისტებმა იჩქარეს, როცა "ლეიკერსი" დაუმარცხებელ გუნდად მონათლეს. აქ საქმეში ისევ აუერბახი ჩაერთო, თუმცა ამის შესახებ ხვალინდელ ნომერში ვისაუბროთ.

(დასასრული იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს