000000000000000000

000000000000000000000000

0000000000000000000

000000000000

ოგბაიძე, ბერლინი,

2015 წელი...

საინტერესო ამბავია - ბერლინის "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდში ქართველი ფეხბურთელი, შაკო ოგბაიძე აღმოვაჩინეთ. მის შესახებ ინფორმაციების მოძიება დავიწყეთ და გავარკვიეთ, რომ ის საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტისა და თბილისის საკრებულოს წევრის, შალვა ოგბაიძის შვილიშვილია.

"შაკო 2002 წელს არის დაბადებული და ბერლინის "დინამოს" ასაკობრივ გუნდში, 15-წლამდელებში თამაშობს. 2015 წელს მის საფეხბურთო კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ბერლინის "დინამომ" მასთან კონტრაქტი გააფორმა და გუნდის მაისურა გადასცა. მას შემდეგ დრო გავიდა და ახლა შაკო გერმანიის ასაკობრივი ნაკრების კანდიდატია. მაგრამ, როგორც მითხრეს, მისით საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ნემსაძე დაინტერესდა და ერთი წლით უფროსებში უპირებს გამოძახებას", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

მისივე თქმით, პატარა ოგბაიძე გერმანიაში იზრდებოდა:

"ჩემი უფროსი ვაჟი, გიორგი, უკვე 6 წელია გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის კარტინგში საქართველოს 6-გზის ჩემპიონია, მაგრამ ახლა ფეხბურთზეა გადართული, რადგან იმედი გვაქვს, უმცროსი შალვა ოგბაიძე წინსვლას გააგრძელებს და წარმატებებს მიაღწევს".

მერაბ მამულაშვილი

00000000000000000000

მომზადებულია საქართველოში

ახლახან, თურქეთის ქალაქ ერზრუმში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ ნიკა ეგაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასეთი წარმატება, ამ დონის შეჯიბრებაში 20 წელიწადია არ გვქონია. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის 14 წლის ქართველი ყველაზე უმცროსი იყო. შეჯიბრებიდან დაბრუნებულ სპორტსმენს, რომელიც ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის აღზრდილია, მის მწვრთნელს ლელა ჩოფიკაშვილს და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მაკა გიორგობიანს თბილისში შევხვდით. ვფიქრობთ, სპორტის მოყვარულებისთვის საინტერესო იქნება მისი უფრო ახლოს გაცნობა.

- მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ბიჭები, როგორც წესი, თამაშობენ ფეხბურთს, რაგბის, კალათბურთს და ასე შემდეგ. თქვენ როგორ აღმოჩნდით ფიგურულ ციგურაობაში?

- ფიგურულ ციგურაობაზე მშობლებმა მიმიყვანეს. დედას მოსწონდა ძალიან სპორტის ეს სახეობა. თავიდან გულგრილად ვიყავი განწყობილი. ისე, ჩემთვის ვვარჯიშობდი. მერე სრიალში ერთ გოგოს ვერ გავასწარი - ამ გოგომ როგორ უნდა მაჯობოს-მეთქი - ჩემს თავზე გავბრაზდი. იმის მერე სპორტული ინტერესი გამიჩნდა. ძალიან მომწონდა რუსი მოციგურავე ევგენი პლუშენკო. იუთუბზე 24 საათი მის გამოსვლებს ვუყურებდი.

- ამჟამად თქვენ ბათუმში ვარჯიშობთ, თუმცა თბილისელი ხართ...

- ვარჯიში თბილისში დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი მარინა ჯაიანი იყო. მერე საციგურაოზე რემონტი დაიწყო, რომელიც ორ წელიწადს გაგრძელდა. დრო უქმად დამეკარგა. რემონტი რომ დასრულდა სათანადო პირობები ვარჯიშისთვის მაინც არ იყო, რადგან საციგურაო მოედანი არასტანდარტულია. მშობლებმა თხოვნით მიმართეს ფედერაციას და გადაწყდა, რომ ვარჯიში ბათუმში უნდა გამეგრძელებინა.

- დიდი ხანია, რაც ბათუმში გადაბარგდით?

- იქ 2015 წლის ივლისიდან ვვარჯიშობ ლელა ჩოფიკაშვილთან. თავიდან ექსპერიმენტის სახით დათანხმდნენ, რომ მასთან მევარჯიშა. მწვრთნელთან ერთად ბევრს ვშრომობდით და ნელ-ნელა შედეგებიც მოდიოდა. დღემდე ბათუმში ვარ, რადგან თბილისში სათანადო ბაზა არ გვაქვს. სკოლაშიც იქ დავდივარ. ოცნება მაქვს, რომ ფიგურულ ციგურაობაში დიდ შედეგებს მივაღწიო.

- რამდენად დარწმუნებული იყავი, რომ ერზრუმიდან მედლით დაბრუნდებოდი?

- მედლის აღება ძალიან მინდოდა, მაგრამ დარწმუნებული ნამდვილად არ ვყოფილვარ. თითოეული მეტოქე შესწავლილი მყავდა. მაღალი დონის სპორტსმენები არიან და თანაც ყველა ჩემზე უფროსი იყო.

- მოკლე პროგრამის შესრულებისას დაეცით. ეს რომ არა, ოქროს მედალს აიღებდით?

- არა, უბრალოდ ბრინჯაოს აღება უფრო გამიადვილდებოდა. ყველაზე ძვირად ღირებულ ილეთზე დავეცი. ეს ტელეკამერის ბრალი იყო, რომელიც ზედ მოედანზე იყო გადმოდებული. ასე არ შეიძლება. მოგვიანებით ორგანიზატორებმა მოგვიბოდიშეს. დავიბენი და ილეთი ვერ გავაკეთე.

- რა მუსიკას ანიჭებ უპირატესობა საციგურაოდ და ისეც, ზოგადად, ცხოვრებაში?

- მოკლე პროგრამაზე ენიო მორიკონეს "მისია" მაქვს, თავისუფალ პროგრამაზე კი, ლუჩანო პავაროტი მღერის "ნესუნ დორმას". საციგურაოდ კლასიკური მუსიკა მირჩევნია. ისე, ყველანაირ მუსიკას ვუსმენ მძიმე როკის გარდა.

ლელა ჩოფიკაშვილი, მწვრთნელი:

- რასაც მივაღწიეთ, ყველას ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა. მადლობა უნდა ვუთხრათ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს, ბათუმის მერიას, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. რომ არა ყველა მათგანის დახმარება, წინ ვერ წავიდოდით.

ცუდია, რომ თბილისში სტანდარტული ზომის საციგურაო არ გვაქვს. ასე რომ არ იყოს, მეტი ნიჭიერი ბავშვის გამოვლენა იქნებოდა შესაძლებელი, კონკურენცია გაიზრდებოდა და უფრო წინ წავიდოდით. ყველა ქვეყანას ამ ასაკის რამდენიმე კარგი მოციგურავე ჰყავს და საუკეთესოს იქიდან არჩევს. ჩვენ კი, მხოლოდ ერთი ნიკა გვყავს. თუმცა, ესეც არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელების სწორი მუშაობა.

- ნიკა ერთიაო, თქვით, მომავალი თაობა, უფრო მცირე ასაკის მოციგურავეები არ გვყავს?

- ძალიან კარგი მომავალი თაობა მოდის. ისინი უკვე ასპარეზობენ საერთაშორისო არენაზე და თავიანთ ასაკში ლიდერობენ კიდეც. ძალიან ბევრი მედალი დაგვიგროვდა უკვე. ისინიც, ყველანი, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ვარჯიშობენ.

მაკა გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტი:

- ყველაზე კარგი ამ ყველაფერში ისაა, რომ შეიქმნა პრეცედენტი, პირველად, საქართველოში ქართველი მწვრთნელების მიერ მომზადებულმა მოციგურავემ მიაღწია ასეთ დიდ წარმატებას. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვყავს კარგი სპეციალისტები, რომლებსაც აქ, ადგილზე შეუძლიათ მაღალი დონის მოციგურავეების აღზრდა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ თბილისშიც გვექნება სტანდარტული საციგურაო, შედეგები კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ნიკა თბილისელია და ბათუმში ვარჯიშობს. თუმცა იქ ყველა პირობა შექმნილი აქვს, სტიპენდიას იღებს, სპორტის სამინისტრო საცხოვრებლის ქირას უხდის. ცხადია, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სტანდარტული ზომის საციგურაო თბილისშიც გვჭირდება.

ბესიკ ჯანგავაძე

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა