"რუსთავი"-"ბათუმის" მატჩში არბიტრმა მაკა კუპატაძემ ტრიბუნიდან შეურაცხყოფა ვერ აიტანა და...
ვიდრე მატჩის მსვლელობაზე დავწერდეთ, მოთამაშეებს გამოვარჩევდეთ და სტატისტიკას გადავხედავდეთ, შეხვედრისას მომხდარ ინციდენტზე შევჩერდებით.

ერთ ეპიზოდში რუსთაველი კალათბურთელი "ბათუმის" კალათს მიუახლოვდა და საშუალო დისტანციიდან სტყორცნა. ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მსაჯებმა ჯარიმა დააფიქსირეს, რამაც ბათუმელთა გაოცება გამოიწვია.

ამ ეპიზოდში რუსთაველთა მთავარი მწვრთნელი რამაზ გოგობერიშვილი სამსაჯო მაგიდასთან ხელგაშლილი მივიდა და არბიტრმა მაკა კუპატაძემ ტექნიკური შენიშვნა მისცა. ამას მოჰყვა შეურაცხმყოფელი შეძახილები ტრიბუნებიდან მსაჯის მიმართ. მანაც ვერ მოითმინა, სამსაჯო მაგიდასთან მივიდა და ტრიბუნისკენ პლასტმასის მანიშნებელი ისროლა. სიტუაცია მალევე განიმუხტა, მატჩიც ჩვეულად, ემოციურ ფონზე გაგრძელდა.

ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რთულია შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა, დაველოდოთ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას.

გადამწყვეტი. არის მატჩები, მთელი თამაშის განმავლობაში ვეძებთ მომენტებს, რამაც შეხვედრის ბედზე იმოქმედა. რუსთავში კი გადამწყვეტი ბოლო ორი წუთი იყო: საფინალო სირენამდე 1:40 წუთით ადრე მასპინძელმა ჩარლი ლიმ სამი საჯარიმო ჩააგდო და 84:84. სწორედ ამის შემდეგ გაიქცნენ ბათუმელები - ჯერ ბესო ლეჟავამ და ვანო მაისურაძემ გამოიყენეს ორ-ორი საჯარიმო, რასაც კრის ფელჩერის 2+1 მოჰყვა და მატჩის დასრულებამდე 54 წამით ადრე "ბათუმი" 91:84 დაწინაურდა. საოცრება არ მოხდა და ბოლო წუთზე 7 ქულით დაწინაურებულმა გუნდმა გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა.

სტატისტიკა არ ტყუის. არც ერთ კომპონენტში არ დაფიქსირებულა თვალშისაცემი სხვაობა, გარდა ერთისა: "ბათუმმა" რუსთაველთა შეცდომები 29 ქულად აქცია, ხოლო მასპინძლებმა ზღვისპირელების დაკარგვები 11 ქულად გარდასახეს. არადა, შეცდომებში მხოლოდ 5-იანი სხვაობა იყო: "რუსთავი" - 15, "ბათუმი" - 10. 10 შეცდომა მართლაც ძალიან ცოტაა.

გამორჩეული. რთულია კონკრეტული კალათბურთელის გამორჩევა. თუ მაინცდამაინც ერთი უნდა დავასახელოთ, ეს უთუოდ ექსრუსთაველი ბესიკ ლეჟავა იქნება, რომელმაც ბათუმში 29 ქულა წაიღო. მის ანგარიშზე 16-დან 9 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო დაფიქსირდა. მისმა თანაგუნდელმა კახა ჯინჭარაძემ 23 ქულას მოუყარა თავი, ილია შემოსიუკმა - 18 ქულას, თუმცა ბათუმელებს გამარჯვებისთვის შესაძლოა ვერც მიეღწიათ, რომ არა მათი მეფარე კრის ფელჩერი (12 ქულა, 6 მოხსნა). მის არყოფნაში, წინა ტურში "კაკტუსს" ფარქვეშ დიდი უპირატესობა ჰქონდა.

"რუსთავში" პერიმეტრიდან შეუჩერებელი იყო რეზო ჩაჩანიძე: 11-დან 6 სამიანი, 28 ქულა.

ტურის დარჩენილი ორი მატჩი დღეს თბილისში გაიმართება. 16 საათზე "მგზავრები"-"დინამო", 18-ზე "სოხუმი"-"კაკტუსი". მეოთხე, ბოლო შეხვედრა ქუთაისში 24 თებერვალს ჩატარდება. ადგილობრივი გუნდი "ოლიმპს" მიიღებს.

სუპერლიგა 2016-17. XVIII ტური

რუსთავი-ბათუმი 89:96

15:25, 28:20, 23:24, 23:27

რუსთავი: ბრიგსი (9ქ, 8მ), ხმელიძე (2ქ), ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე, ლი (13ქ, 5პ), ჩაჩანიძე (28ქ, 6მ), ათუაშვილი (13ქ, 7მ), კასპერბაუერი (16ქ, 3პ), სპანოლო (8ქ, 7მ, 3ჩ).

ბათუმი: ჯინჭარაძე (23ქ, 6მ, 4ჩ), ლეჟავა (29ქ), თენიეშვილი, კრივცოვი (10ქ, 5მ), რამიშვილი, მაისურაძე (4ქ), შემოსიუკი (18ქ), ფელჩერი (12ქ, 6მ).

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kako
ძლიერი ლიგაა
marine
ღირსი იყო ის არა კაცები ბოთლი რომ ესროლეს, ვინც აგინებდნენ ქალბატონს, ნახეს ქალბატონი და გინებით აიკლეს, მეტი რა შეუძლიათ იმ საცოდავებს. სირცხვილია!!!
dldldlldldldldldldl
ყველაზე არაპროფესიონალი მსაჯი
ბებეტო
წაიღო არა წააღებინეს ბატონო ვაჟა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
სუპერლიგა. 1/2-ფინალი: გახურდა, უქმეებზე გაცხარდება
სუპერლიგა 2016-17. I ტური: პირველივე მატჩი ოვერტაიმით
სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "რუსთავი" ბათუმში დამარცხდა
"ჩემი გზა" - ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
კუპატაძეს - ქალთა ევროლიგა, რატიშვილს - VTB-ის ლიგა
დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო
ქართველი მსაჯების და კომისრის მორიგი ევრომატჩები
გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რამაზ გოგობერიშვილი
დუდუ დადიანის მემორიალი: "რუსთავი" დაბრუნდა
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
"ტიტები", ნაკრები, "ტიტები" - ინტერვიუ ლაშა გამყრელიძესთან
ფიბა-ს ახალი არბიტრის, მიხეილ ვართანოვის დებიუტი სტამბოლში შედგება
შსს აკადემია-დინამო 84:76 - ესეც სუპერთასი, ახლა ევროთასი
სუპერლიგა 2016/17. XXVI ტური: მეოთხე "კაკტუსია"
ბესიკ ლეჟავა: ჰოლანდია შესარჩევის ყველაზე "დაცვითი" გუნდი იყო
ქართველი მსაჯის და კომისრის გზები მოსკოვში გადაიკვეთება
სუპერლიგა 2017/18: ახალგაზრდა "რუსთავი" ოთხი ლეგიონერით
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი "ბებერი არწივი" გახდა
ქართველი მოთამაშისა და კომისრის გზები პოლონეთში გადაიკვეთება
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: "სოხუმი" წინ გაიჭრა, "ბათუმი" გაუთანაბრდა
ქართველი მსაჯ-კომისრები ფიბა-ს და VTB ლიგის თამაშებზე
სუპერლიგა 2016-17. III ტური: დღეს სტუმარია ის ჩემი...
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 4-მა კალათბურთელმა დატოვა
იშვიათი სიზუსტის ტყორცნა ქუთაისი-ბათუმის მატჩში [VIDEO]
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
სუპერლიგა 2016/17. XXII ტური: დიდი შემოტრიალება
ჯინჭარაძის მორიგი MVP-ის ტიტული და მნიშვნელოვანი გამარჯვება ერაყის უმაღლეს ლიგაში