5-6 მარტს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
5-6 მარტს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ტატამზე საქართველოს ყველა რეგიონის 200-ზე მეტი სპორტსმენი გავიდა.

ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, შეჯიბრი ძველებური რეპეშაჟის წესით ჩატარდა - ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ყველამ განაგრძო, ვისმა მძლეველმაც კი ნახევარფინალში გააღწია.

ამ გზით, მწვრთნელებმა სპორტსმენებს თავის გამოჩენის დამატებითი შანსი მისცეს.რვა წონითი კატეგორიიდან სამშიში ოქროს მედალს თბილისის სახელით მოჭიდავე ძიუდოისტები დაეუფლნენ, რაც დედაქალაქის გუნდისთვის გუნდურ ჩათვლაში გასაჩემპიონებლად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე-მესამე ადგილები კი ორ-ორი ოქროს მომგებმა კახეთმა და შიდა ქართლმა დაიკავეს.

"ამ ჩემპიონატით ნაკრების დასაკომპლექტებლად საბოლოო დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. შიდა კონკურენციას კიდევ ოთხ ტურნირზე დავაკვირდებით და წონის ლიდერებს მხოლოდ ამის შემდეგღა დავასახელებთ. მარტის ბოლომდე საქართველოს პირველობის მედალოსნებს თურქეთსა და უკრაინაში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირებზე ვაჭიდავებთ, შემდეგ კი საგარეჯოსა და გორში ვგეგმავთ შეჯიბრების მოწყობას" - განაცხადა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა.

ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში

თბილისი. 5-6 მარტი

50 კგ

1 მიხეილ კირკიტაძე (თბილისი)

2 ბაჩო ჭიკაიძე (ქვემო ქართლი)

3 თორნიკე ჭოველიძე (სამხრეთ ოსეთი)

3 ბექა ნათათრალიშვილი (თბილისი)

55 კგ

1 ვანო მამისაშვილი (კახეთი)

2 გივი აფაქიძე (თბილისი)

3 დიმიტრი ცაბაძე (თბილისი)

3 ბაჩანა ბოლქვაძე (აჭარა)

60 კგ

1 თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი)

2 ჯუმბერ ჩიხიაშვილი (კახეთი)

3 იაკობ მაისურაძე (კახეთი)

3 ბექა შერმადინი (შიდა ქართლი)

66 კგ

1 გიორგი მუზაშვილი (შიდა ქართლი)

2 აპოლონ ზურაბიანი (თბილისი)

3 გიორგი ტიტვინიძე (თბილისი)

3 დავით ჭიკაიძე (კახეთი)

73 კგ

1 ბექა დონღვანი (თბილისი)

2 ვანო ჩურჩხელაშვილი (კახეთი)

3 ლევან გუგავა (იმერეთი)

3 ლერი დადვანი (თბილისი)

81 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)

2 ჯაბა მუმლაძე (აჭარა)

3 დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი)

3 ადამ ვარაზიშვილი (თბილისი)

90 კგ

1 შალვა ჩოჩელი (თბილისი)

2 გურამ თუშიშვილი (თბილისი)

3 ბაქარ მაზიაშვილი (შიდა ქართლი)

3 ჯაბა კაპანაძე (იმერეთი)

+90 კგ

1 გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი)

2 ზაზა ხუბულური (თბილისი)

3 ირაკლი კახნიაშვილი (იმერეთი)

3 გიორგი გელაშვილი (შიდა ქართლი)

msy.gov.ge

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა