უალდერი მეხუთედ დაიცავს ტიტულს
უახლოეს უქმეებზე, 25 თებერვალს, ამერიკის ქალაქ ბირმინგემში დეონტეი უაილდერი მეხუთედ დაიცავს WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. ამ ბრძოლაში მისი მეტოქე იქნება ჯერალდ ვაშინგტონი.

თავდაპირველად, ამერიკელ ჩემპიონს უნდა გაემართა ბრძოლა პოლონელი ანდჟეი ვავჟინკას წინააღმდეგ, მაგრამ ეს უკანასკნელი აკრძალული პრეპარატების მიღებაში გამოიჭირეს. ამიტომაც, უაილდერს სასწრაფოდ, ერთ თვეში უპოვნეს შემცვლელი ამერიკელი ვაშინგტონის სახით.

ჯერალდ ვაშინგტონი ადრე ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში და ცდილობდა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში (NFL) მოხვედრას. 2012 წელს, მან პროფესიონალი მოკრივის კარიერა დაიწყო. ამ მომენტისთვის მის ანგარიშზეა 18 მოგება (12 - ნოკაუტით) და ერთი წაგება.

უაილდერს უფრო მძლავრი სტატისტიკა აქვს - 36 მოგება 37 ბრძოლაში და არც ერთი წაგება. ჩემპიონს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ტიტულის დასაცავად საშუალო დონის მეტოქეებს ირჩევს. უკანასკნელად ის რინგზე 2016 წლის ივლისში გავიდა, როცა კრის არეოლას წინააღმდეგ ბრძოლაში ტრავმა მიიღო. ვაშინგტონთან შეხვედრა აჩვენებს, რამდენად შეძლო დეონტეიმ ტრავმის შემდეგ აღდგენა და როგორი იქნება რინგზე. ეს იქნება ამ ბრძოლის მთავარი ინტრიგა.

ძალიან რთული წარმოსადგენია - რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ვაშინგტონმა უაილდერს ამ ბრძოლაში.

წინასამატჩო კომენტარების მიხედვით, ჯერალდი არ აპირებს დაცვაში ჩადგომას და წინ წასვლას გეგმავს. დეონტეის უყვარს, როცა მეტოქე უტევს და შესაბამისად, იოლად ამზადებს ნიადაგს თავისი ძლიერი მარჯვენა დარტყმისთვის. დიდი ალბათობით, ერთ-ერთი ასეთი დარტყმა გადაწყვეტს ამ საჩემპიონო ბრძოლის ბედს.

ბირმინგემის ბრძოლის წინ, უაილდერი თავის გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მალე სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის ჩატარებას აპირებს.

"ამას აზრი აქვს. როცა არსებობს ერთი მოკრივე, რომელიც ყველა საჩემპიონო ქამარს ფლობს, მაშინ არ არის დავა იმაზე - ვინ არის საუკეთესო", - განაცხადა უაილდერმა.

შეგახსენებთ, რომ სხვა ძირითადი ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონები არიან - ენტონი ჯოშუა (IBF) და ჯოზეფ პარკერი (WBO).

პაკიაო-ხანი იგეგმება

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო და ბრიტანელი ამირ ხანი ხმაურიანი ბრძოლის ჩატარებას აპირებენ. მათი შეხვედრის გარშემო ჭორები დიდი ხანია არსებობს, ახლა კი მხარეები კონკრეტულ მოქმედებაზე გადავიდნენ ამ ბრძოლის ორგანიზებისთვის. ფილიპინელმა მოლაპარაკებების შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა.

"მე და ჩემმა გუნდმა დავიწყეთ მოლაპარაკებები ამირ ხანთან. მომდევნო განცხადებებს უახლოეს პერიოდში ელოდეთ", - დაწერა ლეგენდამ.

პარალელურად, ამირ ხანმა "ინსტაგრამში" განათავსა ფოტო, რომლითაც მომავალ ბრძოლაზე მიანიშნებს. ფოტოზე გამოსახულია კომპიუტერული თამაში Pacman - სწორედ ასეთია პაკიაოს მეტსახელი.

"დროა ვითამაშოთ Pacman", - მიაწერა ფოტოს ხანმა.

აღვნიშნავთ, რომ უფრო ადრე, პაკიაომ "ტვიტერის" მეშვეობით სთხოვა საკუთარ გულშემატკივრებს - აერჩიათ მისთვის მომავალი მეტოქე და უმრავლესობამ უპირატესობა ამირ ხანს მიანიჭა. მენიმ სიტყვა არ გატეხა და დაიწყო ბრიტანელთან მოლაპარაკება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...