"ზარიასა" და "ვოლინიუს" შორის მატჩში ლუგანსკური კლუბის 6 ახალწვეულიდან ძირითადში მხოლოდ ქართველი იყო
"ზარიასა" და "ვოლინიუს" შორის მატჩში ლუგანსკის კლუბის 6 ახალწვეულიდან ძირითადში მხოლოდ ერთი - ჯაბა ლიპარტია გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ნახევარმცველი ატალახებულ გაზონზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მატჩის შემდეგ გულშემატკივრების მხრიდან დიდი ყურადღება დაიმსახურა.

თამაშის დასრულების შემდეგ ჯაბამ ახალგაზრდა ფანებს ავტოგრაფები დაურიგა და ლუგანსკელი კორესპონდენტის კითხვებს უპასუხა.

- ჩემს თამაშს ვერ შევაფასებ, დაე ეს სხვებმა გააკეთონ. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, დამაჯერებლად გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

- რთული იყო ასეთ მინდორზე თამაში, თუ მსგავს პირობებს მიჩვეული ხართ?

- არა, არ ვარ მიჩვეული. რა თქმა უნდა, რთული იყო. "ვოლინი" ძალიან ძლიერი გუნდია, ფიზიკურად კარგადაა მომზადებული. მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ - ის დავალება შევასრულეთ, რომელიც მწვრთნელმა მოგვცა და ღირსეულად მოვიგეთ.

- ადრე გითამაშია ასეთ მინდორზე?

- არა, ასეთ მოედანზე არასდროს მითამაშია.

- "ვოლინთან" თურქეთში უკეთეს მინდორზე თამაშის ვარიანტი არ განგიხილავთ?

- (იღიმის) რა თქმა უნდა, კარგი მინდორი ჩვენთვის უკეთესია, ვიდრე ასეთი, რადგან ჩვენ ტექნიკურ ფეხბურთს ვთამაშობთ.

ლიპარტიას თამაშს "ზარიას" პრეზიდენტმა ევგენი გელერმაც მაღალი შეაფსება მისცა:

- ახალწვეულმა ჯაბა ლიპარტიამ დღეს 90 წუთი ითამაშა...

- მე ექვსივე ფეხბურთელი მომეწონა, რომლებმაც ჩვენი გუნდი გააძლიერეს, სხვაგვარად ისინი აქ არ აღმოჩნდებოდნენ. ჯაბა ლიპარტიამ დღეს მართლაც შესნიშნავად ითამაშა. თუმცა მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თერთმეტივე ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე იყო, ერთნაირად გაისარჯა.

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა