ალეგრი ბერლუსკონის აქებს, სილვიოს კი რონალდინიოსი სჯერა

"მილანის" ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი საქმეს ენერგიულად შეუდგა და როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, თითოეულ ვარჯიშზე ფეხბურთელებს ბოლომდე წურავს. ამასთან, არც მასმედიასთან ურთიერთობა ეშლება და ახალ ამპლუაში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. ჟურნალისტები საგონებელში არიან, როგორი იქნება ახალი "მილანი", რა ტაქტიკით და რა შემადგენლობით იასპარეზებს? ამ თემაზე ერთ-ერთ წინა ნომერშიც ვისაუბრეთ, თუმცა მას შემდეგ, ბევრი რამე შეიცვალა და ორიოდე სიტყვით, კვლავ შევჩერდებით.

პრესასთან საუბარში, ალეგრიმ განაცხადა, რომ აქცენტს ორი თავდამსხმელით თამაშზე გააკეთებს, ანუ, სავარაუდოდ 4-4-2-ს დაეყრდნობა. მისი ეს გამონათქვამი სილვიო ბერლუსკონის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა ალეგრის, რომ ძირითადში ორი ფორვარდი დააყენოს. ბუნებრივია, უმალ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ მასიმილიანო პრეზიდენტის გავლენის სფეროშია მოქცეული და საერთოდაც, იმად დაინიშნა "მილანის" თავკაცად, რომ ბერლუსკონის მითითებები ასრულოს. მოკლედ, დაახლოებით იგივე ისტორიაა, რაც "როსონერის" წინა მწვრთნელების პერიოდში ხდებოდა. ჟურნალისტებთან საუბარში, ალეგრიმ უარყო ყოველივე ზემოთთქმული, თუმცა პრეზიდენტისადმი ღრმა პატივისცემა დაადასტურა:

"ბერლუსკონიმ ნამდვილად განაცხადა, რომ სურს ორი ფორვარდით მოასპარეზე "მილანი" იხილოს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მითითებებს იძლევა და მშვიდად მუშაობის საშუალება არ მაქვს. პირადად ჩემთვის არასდროს უთქვამს როგორ უნდა მოვიქცე, როგორი ტაქტიკა შევარჩიო და რომელ ფეხბურთელებზე გავაკეთო აქცენტი. ასე რომ იყოს, "მილანში" ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი. ბერლუსკონი ყოველთვის ამბობს, რომ პირველ რიგში ის რიგითი გულშემატკივარია და შემდეგ პრეზიდენტი. გამომდინარე აქედან, სულაც არ მიკვირს, რომ ხშირად საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და სურვილებს გამოხატავს. ის თავისუფალი ადამიანია და ყოველთვის ღიად საუბრობს რა უნდა და როგორ წარმოუდგენია "მილანის" მომავალი. ეს სავსებით მისაღებია და მომწონს კიდეც. მასთან პირად საუბრებში კი უფრო ხშირად არა "მილანზე", არამედ ზოგადად ფეხბურთზე ვბჭობთ. შესანიშნავი მოსაუბრეა და სპორტის უპირველეს სახეობაში ბრწყინვალედ ერკვევა".

აქვე, კიდევ ერთ ინფორმაციას გამცნობთ, რომელიც "მილანს" ეხება. კლუბის მესვეურებმა ერთი წლით გაუხანგრძლივეს ხელშეკრულება მასიმო ოდოს, რომელსაც ძალიან უნდა კარიერა სწორედ "როსონერიში" დაასრულოს. ვეტერან უკანახაზელს სურდა სამწლიანი ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი და ამის შემდეგ პენსიაში გასულიყო, თუმცა მხოლოდ ერთწლიანი გააფორმა: "ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება მერჩივნა, მაგრამ არც ამ შემთხვევაში ვარ უკმაყოფილო. ვეცდები დავამტკიცო, რომ "მილანში" ასპარეზობის ღირსი ვარ და კლუბში კიდევ რამდენიმე წლით დავრჩე. მასიმილიანო ალეგრი შესანიშნავი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება".

მსქროლავი ტროლი
იმის თქმა გსურთ, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს მხოლოდ დემოტივატორები ჰყავთ ცოლად?!... ეგრეც რომ იყოს, მაინც არ გეკადრებათ....
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს