"ხარების" სამიდან სამი მოგება "კლივლენდთან"
დღის ყველაზე უხვქულიან მატჩში "ჰიუსტონმა" NBA-ის რეკორდი დაამყარა. "როკეტსმა" "მინესოტას" 58-დან 22 სამქულიანი ჩაუგდო. ეს იყო მერვე შემთხვევა სეზონში, როცა ჯეიმს ჰარდენმა და მისმა თანაგუნდელებმა მატჩში მინიმუმ 20 შორეული ტყორცნა ჩააგდეს. ამით "ჰიუსტონმა" "გოლდენ სტეიტის" შარშანდელი რეკორდი გააუმჯობესა.

"როკეტსის" რვა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება.

"მაიამიმ" "ინდიანა" დაამარცხა და ბოლო 18 მატჩში მეთექვსმეტედ მოიგო. ფლორიდელებს "პეისერსის" ლიდერის პოლ ჯორჯის უდისციპლინობა დაეხმარა - სტუმრების ლიდერმა მესამე მეოთხედის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე მიიღო მეორე ტექნიკური და დატოვა მოედანი. მან 19 წუთში მხოლოდ 10 ქულისა და ერთი მოხსნის დაგროვება მოასწრო.

კარმელო ენტონიმ 37 ქულა დააგროვა, თან სირენასთან ერთად გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო და გადაარჩინა "ნიუ იორკი" "ფილადელფიასთან" წაგებას.

"ნიქსი" სოლიდური უპირატესობით უგებდა "სიქსერზს", მაგრამ ახლოს იყო ამ გუნდთან სეზონში მეორედ წაგებასთან. ნიუიორკელებს ენტონის გმირობა იმის გამო დასჭირდათ, რომ ბოლო ხუთწუთნახევარში მხოლოდ რვა ქულა ჩააგდეს და მეტოქეს სირენამდე ცხრა წამით ადრე, წინ გასვლის საშუალება მისცეს.

ფრენკ კამინსკის 23 ქულისა და 13 მოხსნის წყალობით, "შარლოტმა" "საკრამენტოს" მოუგო და შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია.

კამინსკის ანგარიშზე ხუთი ზუსტი სამქულიანი მოდის, "ჰორნეტსმა" კი ბოლო 14 მატჩში მხოლოდ მეორედ გაიმარჯვა.

"ტორონტოდან" გაცვლით აყვანილი ტერენს როსი მხოლოდ მეორე შეხვედრას ატარებდა "ორლანდოს" მაისურით და ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა თავისი ახალი გუნდის მოგებაში. როსმა "ატლანტას" წინააღმდეგ 15-დან 10 ტყორცნა ჩააგდო და 24 ქულა დააგროვა. ნიკოლა ვუჩევიჩმა 16 ქულა და 14 მოხსნა აიღო და "ორლანდომ" შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია.

"ატლანტასთვის" ეს იყო ზედიზედ მესამე მარცხი.

"ჩიკაგომ" ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოთამაშე "კლივლენდი" 18 ქულით გაანადგურა. დუეინ უეიდს ერთი მოხსნაც რომ აეღო, "ჩიკაგოში" ორი მოთამაშე შეასრულებდა სამმაგ დუბლს: ჯიმი ბატლერს 18 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი ჰქონდა, უეიდს - 20 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა.

"ჩიკაგომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, "კლივლენდის" წინააღმდეგ კი ამ სეზონში სამიდან სამი მოგება აქვს.

"დალასის" ვეტერანმა დირკ ნოვიცკიმ 12-დან რვა ტყორცნა მოათავსა კალათში. "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ გერმანელმა 18 ქულა დააგროვა და ახლა, 67 ქულა უკლია კარიერაში 30 ათას ქულამდე.

"მავერიქსმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია. ამ გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა "ფილადელფიადან" გადაბირებულ ნერლენს ნოელს.

საკრამენტო-შარლოტი 85:99

19:24, 21:27, 18:28, 27:20

ს: მაკლემორი (18), ჰილდი (15), ევანსი (11), ტოლივერი (11), კოლისონი (10), ლაბისიერი (8+13 მოხსნა).

შ: კამინსკი (23+13 მოხსნა), მარვ. უილიამსი (16), ბატუმი (15), ბელინელი (13+6 პასი), უოკერი (12+6 პასი), კიდ-გილკრისტი (6+12 მოხსნა).

ორლანდო-ატლანტა 105:86

22:19, 27:27, 31:19, 25:21

ო: როსი (24), გორდონი (18), ვუჩევიჩი (16+14 მოხსნა), პეიტონი (15+9 პასი).

ა: ჰარდუეი (15), მილსეპი (11), ჰოვარდი (11+14 მოხსნა), შრიოდერი (11+8 პასი), პრინსი (11), ილიასოვა (5+10 მოხსნა).

ნიუ იორკი-ფილადელფია 110:109

31:25, 29:25, 26:25, 24:34

ნ-ი: ენტონი (37), როუზი (18), ჰოლიდეი (14), ტომასი (11), ერნანგომესი (11).

ფ: ოკაფორი (28+10 მოხსნა), კოვინგტონი (20+10 მოხსნა), შარიჩი (19+15 მოხსნა), სტაუსკასი (14).

მაიამი-ინდიანა 113:95

18:23, 35:31, 30:25, 30:16

მ: უეიტერსი (22), უაიტსაიდი (22+17 მოხსნა), დრაგიჩი (21), ჯ. ჯონსონი (15+8 პასი).

ი: ტერნერი (18), ტიგი (16+6 პასი), რობინსონი (13), სტაკი (12), ჯორჯი (10).

დალასი-ნ. ორლეანი 96:83

24:30, 23:19, 20:14, 29:20

დ: ბარნსი (19), ნოვიცკი (18), სეტ კარი (13+8 პასი), მეტიუზი (10), ფინი სმიტი (12), ნოელი (9+10 მოხსნა).

ნ-ო: დევისი (39+14 მოხსნა), ჰოლიდეი (18+6 პასი), კაზინსი (12+15 მოხსნა+6 პასი).

კლივლენდი-ჩიკაგო 99:117

22:23, 34:32, 20:34, 23:28

კ: ირვინგი (34+7 პასი), ჯონსი (14), კორვერი (14), ფრაი (11).

ჩ: უეიდი (20+10 პასი), ბატლერი (18+10 მოხსნა+10 პასი), რონდო (15), მიროტიჩი (14+10 მოხსნა), ვალენტაინი (11), ლოპესი (10), ფელისიო (10).

ჰიუსტონი-მინესოტა 142:130

35:28, 31:30, 40:30, 36:42

ჰ: ჰარდენი (24+10 პასი), ანდერსონი (18), უილიამსი(17), კაპელა (16), ბევერლი (15+7 პასი), არიზა (15), გორდონი (14), ნენე (11).

მ: თაუნსი (37+22 მოხსნა), უიგინსი (30), ჯენგი (16+13 მოხსნა), რუბიო (14+11 პასი), მოჰამადი (11), ბიელიცა (10).

გ. სტეიტი-ბრუკლინი 112:95

32:28, 30:23, 29:25, 21:19

გ-ს: კარი (27), ტომპსონი (24), ფაჩულია (8+9 მოხსნა).

ბ: ჰოლის-ჯეფერსონი (16+10 მოხსნა), კილპატრიკი (15+10 მოხსნა), დინუიდი (13), ბუკერი (12+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"დენვერი" კარმელოს გუნდში დაბრუნებას გეგმავს
ლებრონი ტრავმირებულია - "ოკლაჰომამ" "ლეიკერსი" მეორედ დაამარცხა [VIDEO]
კარმელოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
სეზონის პირველი დიდი სენსაცია - "ლეიკერსი" პლეი-ოფში ვეღარ გავა [VIDEO]
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]