ოქსანა კალაშნიკოვამ კარიერაში WTA-ს მეოთხე ტიტული დაიმსახურა, ხოლო ბუდაპეშტში გამარჯვებით 280 სარეიტინგო ქულა და 12.300 დოლარი მიიღო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი). წყვილთა პაექრობაში ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან ერთად იასპარეზა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ.

ქართულ-ტაივანურმა დუეტმა სტარტზე ანა ბლინკოვა (რუსეთი) და პანა უდვარდი (უნგრეთი) დაამარცხა - 6:1, 7:6, შემდეგ ასეთივე ანგარიშით ალექსანდრა კადანტუსა (რუმინეთი) და ნიკოლა გეუერს (გერმანია) აჯობა, ნახევარფინალში სერბები - ალექსანდრა კრუნიჩი (რეიტინგით 52-ე) და ნინა სტოიანოვიჩი (114-ე) ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:2. გადამწყვეტ პაექრობაში, რომელიც საათსა და 22 წუთს გაგრძელდა, ოქსანამ და სუ-ვეიმ არინა როდიონოვას (ავსტრალია, 107-ე) და გალინა ვოსკობოევას (ყაზახეთი, 113-ე) ტანდემს მოუგეს - 6:3, 4:6, 10:4.

კალაშნიკოვამ კარიერაში WTA-ს მეოთხე ტიტული დაიმსახურა, ხოლო ბუდაპეშტში გამარჯვებით 280 სარეიტინგო ქულას და 12.300 დოლარს გამოჰკრა ხელი.

წყვილებში მიაღწია წარმატებას ეკატერინე გორგოძემაც: იგი ანტალიის 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში გამოდიოდა. მასპინძელი აილა აქსუ და ქართველი ჩოგბურთელი პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი.

მათ ზედიზედ დაჯაბნეს ასპარეზობაზე "ველური ბარათით" მიწვეული თურქების - მუაზეზ დემირჩი-დენიზ პეიკოჩის - 6:0, 6:1, ალონა ბონდარენკო (უკრაინა)-ქსენია პალკინას (ყირგიზეთი) - 6:4, 6:3, ანა იაკოვლევა (რუსეთი)-ვერონიკა მიროშნიჩენკოს (რუსეთი) - 6:3, 4:6, 10:8, ბასაკ ერაიდინი (თურქეთი) - კარინ კენელის (შვეიცარია) დუეტები - 6:3, 6:1 და პირველი ადგილი დაიკავეს.

გორგოძემ ერთეულებშიც იასპარეზა და ორ თურქ მეტოქეს მოუგო - ეკინ ერცეტინსა (6:0, 6:1) და იპეკ ოზის (6:3, 6:1), ხოლო მეოთხედფინალში დეიან რადანოვიჩთან (სერბეთი, 4:6, 4:6) ვერაფერს გახდა.

გორგოძე თურქეთში რჩება და დღეიდან ახალ ტურნირში ჩაებმება. სავარაუდოდ, ერთეულებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტი იქნება.

თურქულ ანტალიაში ცდის ძალებს გიორგი ცივაძე. ვაჟთა 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ფილიპ როდრიგეს ალვეში (ბრაზილია, 6:2, 6:3) და პატრიკ ბრიდოლფი (შვედეთი, 4:6, 6:3, 6:1) დაამარცხა.

ძირითად ბადეში გასასვლელად დღეს საქადათ აიარს (ყაზახეთი) დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა