ბალტიის ლიგაზე გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი "ნევეჟისთან" 55:81 დათმო
ბალტიის ლიგაზე გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი "ნევეჟისთან" 55:81 დათმო. ეს შეხვედრა ლიტველებისთვის პლეი ოფში მოხვედრის საკითხს წყვეტდა, "როკისთვის" - არაფერს. ესტონელები წაგების შემთხვევაშიც მესამე ადგილზე დარჩებოდნენ. ასეთი განწყობა თამაშზეც აისახა და გაიმარჯვა იმან, ვისაც მოგება მეტად სჭირდებოდა.

ლიტვაში ტარტუელებს არ გაჰყოლიათ გიორგი ცინცაძე. როგორც აღმოჩნდა, სპორტსმენს ამისთვის საპატიო მიზეზი ჰქონდა: ვაჟი შეეძინა, რასაც გულითადად ვულოცავთ.

რადგან ვთქვით - "როკმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარაო, აქვე განმარტებაა საჭირო: პლეი ოფში ექვსი ბალტიური გუნდი გავიდა, რომლებსაც ორი "ვეშაპი" დაემატა, "ჟალგირისი" და "რიტასი". რადგან ცინცაძის გუნდი მესამე ადგილზე აღმოჩნდა, მეოთხედფინალში ორი გრანდი ასცდა, თუმცა ნახევარფინალში მოსახვედრად მაინც დიდი ძალისხმევა დასჭირდება - ლატვიის "ვენტსპილსს" გადაეყარა. სერია ორ მოგებამდეა და პირველი მატჩი ლატვიაში 11 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის: "ტარტუ როკმა" ბალტიის ლიგაზე საუკეთესო შედეგი ორი წლის წინათ უჩვენა - მესამე ადგილი დაიკავა. მაშინ "როკერთა" ღირსებას ცინცაძესთან ერთად ვიქტორ სანიკიძე იცავდა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა