ქართველმა მცველმა "კარპატის" ფორვარდებს ერთი მომენტიც არ შეაქმნევინა
უკრაინის პირველობა ორთვიანი პაუზის მერე ამ უქმეებზე მე-19 ტურით განახლდა. დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცმა" 1:0 მოუგო "კარპატის". ქართველ მცველს კი საიმედო თამაში დაუფასდა - football.ua-მ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ევგენი მარტინენკოსა და დავით ხოჭოლავას დაცვის წყვილი მართებულად ითვლება ჩემპიონატში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და საიმედო დუეტად. ამ ტურში მარტინენკომ და ხოჭოლავამ კარისკენ მიბრუნების საშუალებაც კი არ მისცეს ჩვენი ჩემპიონატის დონისთვის არცთუ სუსტ შემტევებს.

"კარპატიმ", გატანას ვინ ჩივის, მომენტის შექმნა ვერ შეძლო. "ჩერნომორეცმა" ამ სეზონში მეცხრე მატჩი ითამაშა ნულზე, რაშიც ცენტრალური მცველების დამსახურება უდიდესია", - წერს უკრაინული გამოცემა.

24 წლის ხოჭოლავამ ამ სეზონში 17 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო.

ბაჩო გ
და მერე გადავა შახტარში?
gaguuu
სეზონის ბოლომდე ოდესაში ითამაშებს
ბაჩო გ
აკი ამ ზამთრის სატრანსფეროზე შახტარში გადადისო რო წერდით?მიპასუხებთ რაოხდა და რატო არ გადავიდა?
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა