ჯან პიერო გასპერინის გუნდი აღარ ხუმრობს
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მთავარი აღმოჩენა "ატალანტაა", რომელსაც 26 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი უკავია და მესამეზე მყოფ "ნაპოლის" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

სეზონის წინ ვერავინ იფიქრებოდა, რომ ჩემპიონატის ეკვატორზე ბერგამოული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში იქნებოდა ჩაბმული.

გასულ უქმეებზე, "ატალანტამ" გასვლაზე "ნაპოლის" მოუგო, რითაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ნეაპოლელებს კი 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა.

ბერგამოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს აეროპორტში დაახლოებით 5 000 ტიფოზი დახვდათ, რომლებმაც საოცარი ატმოსფერო შექმნეს, ისროლეს პეტარდები, დააყენეს ფერადი კვამლი და ფეხბურთელებს სხვადასხვა სიმღერა მიუძღვნეს. ჟურნალისტებმა კომენტარები იქვე, აეროპორტში აკრიფეს, ყურადღების ცენტრში კი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი და დუბლის ავტორი მატია კალდარა იყვნენ...

ჯან პიერო გასპერინი: "ეს ზღაპარია, რომლისაც არავის სჯეროდა. ვინ იფიქრებდა, რომ სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე ვიქნებოდით, ჩემპიონთა ლიგის ზონიდან კი მხოლოდ სამი ქულა დაგვაშორებდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ აეროპორტში ამდენი გულშემატკივარი და ასეთი ატმოსფერო დაგვხვდებოდა. ჩვენ ვაკეთებთ რაღაც ძალიან კარგს და მნიშვნელოვანს.

გულშემატკივართა სიხარული გასაგებია, ჩვენ კი საზეიმოდ არ გვცალია და მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. წინ "ფიორენტინასთან" მატჩია, ურთულეს მეტოქესთან და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს".

მატია კალდარა: "მთავარი არა გოლები, არამედ გამარჯვებაა და ბედნიერი ვარ, რომ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩვენ გვჯერა სასწაულის, რომლისთვისაც ვიბრძვით და რომელიც სულ უფრო რეალური ხდება. ნეაპოლში "ნაპოლის" დამარცხება ურთულესი საქმეა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. "ატალანტას" წარმატების ფორმულა? - ჩვენ გვყავს ერთ მუშტად შეკრული გუნდი და ბრწყინვალე მწვრთნელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Avto
ატალანტაში,ბავშვთა აკადემიაში არ არიან ქართველი ძმები? თუ მეშლება? ეგრე მახსოვს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"რეალი" დიდი გამოწვევის წინ... მოწინააღმდეგის 2 თავდამსხმელს გუნდზე მეტი გოლი აქვს გატანილი
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
მირანჩუკს იტალიაში ეპატიჟებიან
ზიდანს თავის ტკივილი დაემატა... განმეორებით შეხვედრაში გუნდს კაზემირო გამოაკლდება
“იმედია, მალე გამოჯანმრთელდები...” - აზარი “რეალს” დიდი ხნით გამოაკლდა
ბენზემა ტრავმირებულია... კითხვის ნიშნის ქვეშაა ფრანგის "ატალანტასთან" თამაში
ლამაზი მატჩის მოლოდინში - დაამარცხებს გასპერინის ბანდა პსჟ-ის "შანტრაპას"?!
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
[VIDEO] გასპერინი ყოფილ გუნდს ვერ მოერია - "რომასთვის" "ატალანტა" უხერხულ მეტოქედ რჩება...
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია