პაულო სოუზას თავკაცობით, "ფიორენტინა" წარუმატებლად ასპარეზობს
მიმდინარე სეზონში "ფიორენტინას" აქვს გამონათებები, მაგრამ ძირითადად, გუნდი მაინც წარუმატებლად ასპარეზობს და თანაც, ყველა ფრონტზე.

ფლორენციული გუნდი იტალიის თასიდან გამოვარდა, სერია A-ში კი მხოლოდ მე-8 ადგილზეა და პრაქტიკულად, აღარ დარჩა იმის შანსი, რომ ევროპალიგის საგზური მოიპოვოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩემპიონთა ლიგაზე. ერთადერთი პოზიტივი გუნდის ევროპალიგის გათამაშებაში ასპარეზობა გახლდათ, თუმცა წინა კვირას ფლორენციელებს იქაც მოეცარათ ხელი და მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" გამოვარდნენ.

თანაც, მას შემდეგ, რაც გასვლაზე 1:0 მოიგეს, ხოლო საშინაო შეხვედრას ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ. მოკლედ, "ფიოორენტინა" ევროასპარეზსაც ჩამოშორდა და გუნდი პრაქტიკულად უმოტივაციოდ დარჩა.

ფლორენციული გუნდის 500-მდე გულშემატკივარმა გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საპროტესტო აქცია გამართა, მათი კრიტიკა და აგრესია კი ფეხბურთელებს, მწვრთნელს და კლუბის მესვეურებს დაატყდათ თავს - ერთი ხანობა, ულტრასებს ბაზის კარიც კი ჰქონდათ გადაკეტილი და ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

ბოლოს, აგრესიულად განწყობილ გულშემატკივრებთან შეხვედრა კლუბის სპორტულმა დირექტორმა პანტელეო კორვინომ და დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ჯანკარლო ანტონიონიმ მოისურვეს. შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც ვითარება დარეგულირდა, კორვინომ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან გუნდის ასპარეზობით და მე მათი კარგად მესმის. ყველა პირობა გვქონდა იმისთვის, რომ ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით და მაინც დავმარცხდით. ქომაგები ფიქრობენ, რომ ზაფხულის და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ცოტა ფული დავხარჯეთ და არც ამ თემაზე ვაპირებ კამათს, რადგან ჩვენი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება იყო.

არის პროექტი, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის უკეთესობისკენ და ამ პროექტის დეტალები უკვე გავაცანით ტიფიზების ლიდერებს. დღეს არ გვიდგას საუკეთესო დროება, მაგრამ ვითარება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ. პაულო სოუზა? - პორტუგალიელი მაღალი დონის სპეციალისტია და განაგრძობს მუშაობას, თუმცა რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
იტალიის სერია A-ს ორმა ბინადარმა მწვრთნელი შეიცვალა
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
როგორც მამა - ფედერიკო კიეზა სახელოვან მამას ვიზუალურადაც ჰგავს და სათამაშო სტილითაც
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
სერია A: იტალიური სამწვრთნელო კარუსელი
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ნაპოლის" მწვრთნელად პაულო სოუზას დანიშვნაც გამოირიცხა
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"რომამ" შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს
"დე ლაურენტისი ამ სპეციალისტს პირადად გაესაუბრა და "ნაპოლის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]