იუბილეები და ტიტული: სიმეონეს ჩაუმწარეს, ანჩელოტის ასიამოვნეს, ჟოზეს პირველი
ჟოზე მოურინიოს ტიტული, კარლო ანჩელოტისა და დიეგო სიმეონეს იუბილეები, რომლებიც განსხვავებულად დასრულდა და ყველაზე დამსახურებული ესპანელი პრემიერლიგაში...

პრემიერლიგა: ყველაზე დამსახურებული ესპანელი

* რაც სლავენ ბილიჩი "ვესტ ჰემის" მწვრთნელია, ანდრე აიუმ გუნდის მე-100 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში.

* რომელუ ლუკაკუ ახლა "ევერტონის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა პრემიერლიგაში 60 გოლით. ის დანკან ფერგიუსონს დაეწია.

* დიეგო კოშტას (ჩელსი) პრემიერლიგაში ნათამაშები მატჩების 54%-ში გააქვს. ეს კი საუკეთესო მაჩვენებელია მათ შორის, ვინც 20 მატჩი მაინც ითამაშა ჩემპიონატში.

* სესკ ფაბრეგასის (ჩელსი) ანგარიშზე 102 საგოლე პასია პრემიერლიგაში, წინ მხოლოდ რაიან გიგზია (162).

* ამ სეზონში ფერნანდო ლორენტემ (სუონსი) ყველა შეჯიბრებაში 9 გოლი გაიტანა - 3-3 თავით და ორივე ფეხით.

* ამ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი გილფი სიგურდსონს (სუონსი) აქვს.

* პატრიკ ვან აანჰოლტი პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში ორი გუნდის მაისურით გაიტანა (სანდერლენდი და კრისტალ პალასი).

* კრეიგ დოუსონის გოლი პირველი იყო ინგლისელი ფეხბურთელისთვის პრემიერლიგაში "ალბიონის" მაისურით 2016 წლის აპრილის მერე (მაშინაც დოუსონმა გაიტანა).

* "სანდერლენდი" ამ სეზონში ყოველ ტურში ცვლის სასტარტო შემადგენლობას. მოიესი ისევ ძიებაშია.

* სესკ ფაბრეგასი პირველი ესპანელია, რომელმაც პრემიერლიგაში 300 მატჩი ითამაშა.

* ჰარი კეინის ანგარიშზე 4 პრემიერლიგური ჰეთ თრიკია "ტოტენჰემის" მაისურით.

* ჰარი კეინმა 2017 წელს მესამედ შეასრულა ჰეთ თრიკი (ყველა შეჯიბრებაში).

* ჰარი კეინმა თავის საკლუბო კარიერაში 100 გოლი გაიტანა (84 "ტოტენჰემის" მაისურით).

ლიგის თასი: მოუ სერ ალექსს გაუტოლდა

* ჟოზე მოურინიომ ინგლისის ლიგის თასი მეოთხედ მოიგო და ამ მაჩვენებლით სერ ალექს ფერგიუსონსა და ბრაიან კლაფს გაუთანასწორდა.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თასების ფინალებში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა ბოლო ხუთ შეხვედრაში.

* მანოლო გაბიადინი (საუთჰემპტონი) პირველი ფეხბურთელია დინ სონდერსის შემდეგ, ვინც ლიგის თასის ფინალში "იუნაიტედს" ორი გოლი გაუტანა.

* ჯესი ლინგარდმა "უემბლიზე" ბოლო სამ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასის ფინალში 9-ჯერ ითამაშა, აქედან 5 ფინალი გუნდმა მოიგო.

* "საუთჰემპტონმა" მეორედ ითამაშა ლიგის თასის ფინალში. პირველი ფინალი გუნდმა 1979 წელს წააგო.

* ჟოზე მოურინიოს ინგლისში თასის ფინალი არასოდეს წაუგია.

ლა ლიგა: მესიმ სიმეონეს იუბილე ჩაუშხამა

* რაც ხესე "ლას პალმასში" გადავიდა, კლუბმა 4 მატჩი წააგო, თავად ფორვარდს კი გოლი არ გაუტანია.

* ჩაბი პრიეტომ "რეალ სოსიედადის" მაისურით 66 გოლი გაიტანა და ზამორას დაეწია ამ მაჩვენებლით.

* ხორხე სამპაოლის "სევილიამ" ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით. ამ შედეგით სამპაოლი მეორე ადგილზე მყოფ დიეგო სიმეონეს 3 გოლით უსწრებს.

* სერხი ენრიჩი "ეიბარის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა ლა ლიგაში 19 გოლით.

* "ლეგანესმა" ელიტაში პირველად მოიგო 4-გოლიანი სხვაობით.

* მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, "სევილიამ" ყველაზე მეტი ქულა დააგროვა სეზონში - 27.

* რაკიტიჩის (2012/13) მერე გაბრიელ მერკადო "სევილიას" პირველი ფეხბურთელია, ვინც დერბიში ორ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

* სერხიო რიკომ (სევილია) პირველ გოლი გაუშვა დერბიში (მეექვსე მატჩში).

* "ბეტისის" სამმა ფეხბურთელმა შეძლო ამ სეზონში პირდაპირ ჯარიმიდან გატანა (დურმისი, გუტიერესი, კასტრო), რაც ლა ლიგაში ყველაზე მეტია.

* "სევილია" "ბეტისთან" დაპირისპირებაში უკვე 7 თამაშია, არ დამარცხებულა (6 მოგება, 1 ფრე).

* ამ სეზონში "ვალენსიაზე" მეტჯერ არავინ დამარცხებულა, რაც გუნდი თამაშის მსვლელობისას წინ იყო - 6.

* ალვარო მორატამ (რეალი) სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა შეცვლაზე შესვლის მერე - 6.

* ტოპ-5 ევროპის ლიგაში ყველაზე მეტი თავური მადრიდის "რეალმა" გაიტანა - 17.

* კრიშტიანო რონალდო გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა - 57. მან უგო სანჩესს გაუსწრო.

* მადრიდის "რეალმა" ბოლო 44 მატჩში შეძლო გატანა. ამით გუნდმა "ბარსელონას" რეკორდი (1944) გაიმეორა.

* მანუ ტრიგეროსი (ვილიარეალი) ერთადერთი ფეხბურთელია ლა ლიგაში, რომელმაც ორივე მადრიდულ გრანდს გაუტანა ამ სეზონში.

* სერხიო ასენხოს (ვილიარეალი) - "სეივების" საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს - 81,9%.

* გარეთ ბეილმა "ელ მადრიგალზე" პირველად ითამაშა და პირველივე დარტყმით გოლი გაიტანა.

* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) "ვისენტე კალდერონზე" 13 გოლი გაიტანა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მან 12 გოლი გაიტანა.

* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) "ატლეტიკოს" 22 გოლი გაუტანა, ყველაზე მეტი.

* დიეგო გოდინმა (ატლეტიკო) "ბარსელონას" ლა ლიგაში 2 გოლი გაუტანა, ორივე თავით.

* რაფინიამ (ბარსელონა) ამ სეზონში ლა ლიგაში 6 გოლი 8 ზუსტი დარტყმით გაიტანა.

* დიეგო სიმეონემ მე-300 მატჩი გამართა "ატლეტიკოს" მწვრთნელის რანგში.

* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით მე-400 მატჩი მოიგო.

ბუნდესლიგა: პაპა კარლოს იუბილე

* "ვოლფსბურგმა" "ვერდერს" 27-ჯერ დაურტყა კარში. ეს ამ სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, "მგლები" 1:2 დამარცხდნენ.

* "ვოლფსბურგმა" და "ვერდერმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი - 12-12 გოლი - გაუშვეს სტანდარტული მდგომარეობებიდან.

* სერჟ გნაბრიმ (ვერდერი) სეზონში 10 გოლი გაიტანა, აქედან 9 - სტუმრად.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "დორტმუნდის" მაისურით 103 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში რობერტ ლევანდოვსკის გაუტოლდა.

* ვლადიმირ დარიდამ (ჰერტა) ბუნდესლიგაში მე-16 გოლი გაიტანა, მაგრამ პირველი - თავით.

* ვედად იბიშევიჩმა (ჰერტა) ბოლო 7 საშინაო მატჩში 10 გოლი გაიტანა.

* მანუელ ნოიერმა "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში მე-100-ედ შეინახა კარი "მშრალად".

* "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში 250-ე საგარეო მატჩი მოიგო.

* არიენ რობენმა "ბაიერნის" მაისურით 125-ე გოლი გაიტანა და კლაუდიო პისაროს გაუთანაბრდა.

* პოლ ვერჰეგმა (აუგსბურგი) ბუნდესლიგაში 16 პენალტიდან 15 გაიტანა.

* ლარს შტინდლმა "გლადბახის" ბოლო 5 გოლიდან 4 გაიტანა.

* კარლო ანჩელოტიმ გუნდი კარიერაში მე-1000-ედ გაიყვანა მწვრთნელის რანგში.

სერია A: იუვე, ახლა 30!

* ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონატში ზედიზედ 30-ე საშინაო მატჩი მოიგო (19-ში გოლი არ გაუშვია).

* "ნაპოლის" 24-მატჩიანი საშინაო გოლების სერია შეუწყვიტეს.

* მატია კალდარა (ატალანტა) მეორე მცველია სეზონში (კიელინის მერე), ვინც დუბლი შეასრულა, თუმცა კალდარამ ეს სტუმრად მოახერხა, კიელინისგან განსხვავებით.

* კალდარა მცველებში 4 გოლით ლიდერობს ანდრეა კონტისთან ერთად.

* რაჯა ნაინგოლანმა (რომა) "ინტერს" უკვე 5 გოლი გაუტანა.

* "კიევომ" იტალიის ჩემპიონატის მე-100 საშინაო მატჩი მოიგო.

* კარლოს ბაკამ (მილანი) 6-დან 6 პენალტი გამოიყენა.

ლიგა 1: დაბრუნება 17 თვის მერე

* "დიჟონს" ამ სეზონში უკვე 3 ავტოგოლი დაეხმარა, ყველაზე მეტი სეზონში.

* მიკაელ ლე ბიონმა (ნიცა) 2015 წლის სექტემბრის (17-თვიანი პაუზის) მერე პირველად ითამაშა. მან ბოლო მატჩში გოლი გაიტანა და ფეხი მოიტეხა. დაბრუნება ლე ბიონმა დუბლით აღნიშნა.

* იანიკ კაიუზაკმა (ბასტია) ბოლო 4 მატჩში 3 წითელი ბარათი მიიღო.

* "ნანსის" ლიგა 1-ში 431 წუთია გოლი ვერ გაუტანია.

* ფაბინიომ (მონაკო) ლიგა 1-ში 11-დან 11 პენალტი გაიტანა.

* კამილ გლიკი (მონაკო) ლიგა 1-ის ბომბარდირია მცველებში 5 გოლით.

* "მარსელმა" ლიგა 1-ში 1953 წლის მერე ყველაზე დიდი საშინაო მარცხი იწვნია.

* პსჟ ბოლო 14 ტურია, დაუმარცხებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gg
anchelotize ra giweriat ver mivxvdiii ?! ra 1000 ed gaikvanaa? sad gaikva?
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
რაჯა ნაინგოლანი ინდონეზიის ჩემპიონატის ბოლოადგილოსან გუნდში გადავიდა
34 წლის ასაკში რაჯა ნაინგოლანი იტალიაში ბრუნდება
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ბუნდესლიგა. XX ტური: ბრემენელები მიონხენგლადბახში უშანსოდ დამარცხდნენ
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
რაჯა ნაინგოლანი ბელგიის მეორე დივიზიონის აუტსაიდერ გუნდში გადავიდა
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ: სესკ ფაბრეგასი არ იყიდება!
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
რაჯა ნაინგოლანი აზერბაიჯანის რანგით მეორე ლიგაში გადადის
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ფაბრეგასის აღიარება: ალექს ფერგიუსონს პიცა მე მოვარტყი
ნაინგოლანმა მატჩის დაწყებამდე სათადარიგოთა სკამზე სიგარეტი მოწია, შემდეგ კი ითამაშა
"გენდუზი ნამდვილი მუ***ელია" - ნაინგოლანმა რომაულ დერბიზე ისაუბრა და "ლაციოს" ფეხბურთელი არ დაინდო
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ