"ვირტუსის" 13 ნომერი მეტოქისთვის ორმაგად თარსი იყო - 13 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა მიამატა

ვიქტორ სანიკიძეს ზურგზე 13 ნომერი აწერია.

"თუ ვინმე თვლის, რომ ეს რიცხვი თარსია, ასეც იფიქროს. თარსი მეტოქეთათვის იყოს, რადგან 13 ზურგზე მაწერია და ისინი უკეთესად ხედავენ", - გვითხრა ვიქტორმა.

ჰოდა, იტალიის ჩემპიონატის მორიგ მატჩში სანიკიძე "მონტეგრანაროსთვის" ორმაგად თარსი იყო - "ვირტუსის" მე-13 ნომერმა 13 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა მიამატა. ვიქტორი პირველ ტაიმში თანაგუნდელებზე თამაშობდა (მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო), გადამწყვეტ მომენტში კი ჩვეულად ითამა... უფრო სწორად, ჩვეულად იფრინა და "ვირტუსს" მე-12 მატჩი მოაგებინა. იტალიურ "ბასკეტნეტში" მატჩის მიმოხილვას ასეთი სათაური ჰქონდა - "გადამწყვეტი სანიკიძე".

იქვე ქართველი ფორვარდის გარჯა 7 ბალითაა შეფასებული (ყველაზე მაღალი მატჩში): "სანიკიძე ყველა კომპონენტში საუკეთესო იყო, 13 ქულა ჩააგდო, ხოლო მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა 22-ს უწია. ვიქტორი რიგ ეპიზოდში გამთამაშებლის ფუნქციებსაც ითავსებდა, რათა სწრაფად წარემართა თავისი გუნდის შეტევები. სანიკიძემ "მონტეგრანაროს" ინიციატივის აღების საშუალება არ მისცა და თანაგუნდელებს გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა."

უფრო კონკრეტულად: სანიკიძემ მეორე ტაიმი შეუცვლელად ითამაშა, მესამე პერიოდში 9 ქულა ჩააგდო და მეოთხე რაუნდის წინ "ვირტუსი" 54:50 დააწინაურა. მატჩის ბოლოს მასპინძლებმა სხვაობა ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლო წამებზე ორქულიანი ააცილეს, რომელიც სანიკიძემ მოხსნა და ორი ჯარიმის ტყორცნის უფლება მოიპოვა. საბოლოო წერტილი მისი ორი ზუსტი საჯარიმო გამოდგა - 75:72.

21 ტურის შემდეგ ბოლონიელებს 12 მოგება აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან. 15 გამარჯვებით მეორეა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ", რომელზეც გუშინდელ ნომერში მოგითხრეთ.

მომდევნო ტურტში, 20 მარტს "კანტუ" "კასერტას" უმასპინძლებს, "ვირტუსი" - "ვარეზეს". მანამდე 13 მარტს იტალიის ვარსკვლავთა მატჩია, რომელშიც სანიკიძე ჩატენვების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

nugzar
ყველაზე პრესპექტიული ქართველი ფეხბურთელი.წინ დიდი მომავალი აქს ,წარმატებები
avto napetvaridze
ბატონო ვაჟა, საწყენად თუ არ დაგრჩებათ, მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით არასწორია გამოთქმა "13 ქულა ჩააგდო". ჩაგდებით ბურთს აგდებენ, ხოლო ქულასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას "მოიპოვა, დააგროვა, მოუყარა თავი და ა.შ."
Maradooo
ბოლოში ჩემპიონატის ცხრილიც დაამატეთ ხოლმე, უფრო საინტერესო იქნება
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე