ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: სადაც მივედი, ყველგან მოვიგე

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: სადაც მივედი, ყველგან მოვიგე

როგორ გაუტოლდა მოურინიო სერ ალექსს
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მეორე ტიტული მოიგო. ინგლისის სუპერთასს პორტუგალიელმა ლიგის თასიც დაამატა.

"საუთჰემპტონის" დამარცხებაში გადამწვეტი როლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ითამაშა, რომელმაც დუბლი გაახერხა და თავისიანებს 87-ე წუთზე მოაგებინა.

არადა, "წმინდანები" სულ ცოტა დამატებით დროს იმსახურებდნენ, მაგრამ "წითელმა ეშმაკებმა" თავისი გაიტანეს. ზლატანმა კიდევ ერთხელ გააჩუმა კრიტიკოსები და მატჩის შემდეგ ამაყად საუბრობდა. მოურინიომ კი მეტოქისადმი კომპლიმენტები არ დაიშურა და სიტყვა იმაზეც ჩაგვიგდო, რომ იბრას დარჩენა კიდევ ერთი წლით სურს.

ზლატანის პასუხი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი 35 წლისაა და "იუნაიტედში" მის ტრანსფერს ბევრი ალმაცერად შეხვდა - ზანტიაო, შეტევებს ანელებსო, კარიერის საუკეთესო წლები უკან აქვსო, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ თამაშობსო (ვერც "მანჩესტერი" თამაშობს ამჟამად)... იბრაკადაბრამ კრიტიკოსები მიმდინარე სეზონში გატანილი 26 გოლით გააჩუმა და იგი ფანებს გაცილებით მეტს ჰპირდება.

"აქ სწორედ ამიტომ მოვედი. მოვედი მოსაგებად და ვიგებ. ასე უნდა გავაგრძელო. რაც უფრო მეტია გამარჯვება, მით უფრო ვტკბები და მეტი მინდება. ასაკში შესვლასთან ერთად ამას უკეთ აფასებ. თავიდან ყველაფერი უფრო გართობას ჰგავს და ტიტულის ფასს ბოლომდე ვერ იაზრებ და შეიგრძნობ. ასაკში შესვლასთან ერთად, უფრო და უფრო მოტივირებული ვხდები და გარს გამარჯვებულის მენტალიტეტი მახვევია. მხოლოდ ტიტულების მოპოვებაზე ვფიქრობ და სწორედ ამას ვაკეთებ.

სადაც მივდივარ, ვიგებ და გამონაკლისი არც "მანჩესტერია". ამას ვვარაუდობდი კიდეც. რასაც ვვარაუდობ ხოლმე, ის ხდება.

ჩემი აზრით, ამას ყველა ვერ ხედავს. როდესაც აქ მოვედი, ვიცოდი, რაც შემეძლო და შევძლებდი და იმედია, ახლა ეს ზოგიერთებმაც დაინახეს. ვაგრძელებ იმის კეთებას, რასაც ყოველწლიურად ვაკეთებ და საკუთარი თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ. სიამოვნებას ვიღებ ინგლისისგან".

ახალი კონტრაქტი

მიუხედავად ზლატანის კარგი თამაშისა, მისი წასვლა-დარჩენის ამბავი ჯერ გაურკვეველია. მხარეებს ახალი შეთანხმება არ გაუფორმებიათ. მიმდინარე კონტრაქტს კი ამ სეზონის ბოლოს ეწურება ვადა. ამბობენ, ჟოზე მოურინიო სერიოზულ ცვლილებებს გეგმავსო. თუმცა, ჟოზეს თუ ვენდობით, ძველი მეგობარი იბრა მის გეგმებში შედის:

"ფეხბურთელებს არასდროს ვაძალებ ახალი კონტრაქტისთვის ხელის მოწერას. თუმცა, ვფიქრობ, საჭირო თუ გახდება, "იუნაიტედის" ფანებს შეუძლიათ მის სახლთან კარვები გაშალონ და იქ იცხოვრონ ახალი კონტრაქტის თხოვნით. მჯერა, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ამას გააკეთებენ. ყველას გვინდა გვჯეროდეს, რომ იგი ჩვენთან კიდევ ერთი სეზონით რჩება.

მხოლოდ სულელი ფეხბურთელი გადავა ინგლისში 35 წლის ასაკში, რომელსაც ზლატანის დარი კარიერა ჰქონდა; მხოლოდ სულელი, თუ დარწმუნებული არ არის თავის შესაძლებლობებში. ზლატანი კი სულელი არ არის და ის მზად იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მას არ მოვიყვანდი. იბრას მტკიცე ხასიათი აქვს და მან ეს გამოწვევა მიიღო, რადგან გრძნობდა, რომ თავისი თამაშის ჩვენებას შეძლებდა" - ღიმილით განაცხადა მოურინიომ.

ყურადსაღებია, რომ ჟოზემ თქვა "კიდევ ერთი სეზონით" და არა უბრალოდ, ჩვენთან დარჩებაო. სავარაუდოდ, ამ ერთი სეზონის მერე კლუბი იბრაჰიმოვიჩთან თანამშრომლობას აღარ აპირებს ან შედეგების მიხედვით...

"განსაკუთრებულმა" ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ძალიან ამაყია ლიგის თასის მეოთხედ მოგებით - "უდიდესის" და მისტერ კლაფის მიღწევა გავიმეორე". დიახ, აქამდე ამდენჯერ ეს ტიტული სერ ალექს ფერგიუსონსა და ბრაიან კლაფს ჰქონდათ მოგებული.

"ჩემთვის მოგება მართლაც მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ყოველთვის გამარჯვების მოპოვება მსურს და წნეხიც დიდია. ჩვენგან ტიტულებს ითხოვენ. "მანჩესტერთან" ერთად მოპოვებული ტიტულები ბევრს ნიშნავს" - განაცხადა ჟოზემ.

სამართალი და უსამართლობა

"საუთჰემპტონმა" "უემბლიზე" შესანიშნავად ითამაშა და ისტორიაში პირველად, ლიგის თასის მოგებასთან ძალიან ახლოსაც იყო. "წმინდანების" იტალიელ ახალწვეულ მანოლო გაბიადინის საოცარი სტარტი აქვს, მან 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა, წესით, ექვსიც, მაგრამ 0:0-ზე გოლი ტყუილად გაუუქმეს.

კლოდ პიუელის ბიჭებმა სხვა მომენტებიც შექმნეს, იყო ძელებიც. 2:0-ის მერე გაბიადინის ორი გოლი კი საკმარისი არ გამოდგა, რადგან 87-ე წუთზე ზლატანმაც დუბლი გაიფორმა და "წითელ ეშმაკებს" მოაგებინა.

ფანთა დიდი ნაწილი "სენტ მერის" ბინადრებს ამხნევებდა - "ნამდვილი ჩემპიონები თქვენ ხარ" - და მსგავსი შინაარსის სტატუსებსა თუ კომენტარებს წერდნენ სოციალურ ქსელში. სხვათა შორის, მოურინიომაც აღნიშნა, რომ ანგარიში მთლად სამართლიანი არ იყო.

"მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა. ამ ფინალზე იმდენი ვინერვიულე, რამდენიც სხვა ფინალების დროს არ მინერვიულია. საფუძველიც მქონდა. "საუთჰემპტონმა" სერიოზულად იბრძოლა და როდესაც ასეთ შეხვედრას 87-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგებ, ძალიან მტკივნეულია. ვფიქრობ, მეტოქე ძირითად დროში მარცხს არ იმსახურებდა" - განაცხადა მანჩესტერელთა თავკაცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• euhhh

CHEMI AZRIT IBRA YVELADROIS YVELAZE MAGARI PEXBURTELIA.GAMAXSENET ERTI VINME VINC PLANETIS NEBISMIER KUTXESHI MVIDA SATAMASHOD DA YVELA SEZONSHI YVELGAN LIDERI IYO...IBRA ARIS ZALIAN UMAGREZI ZE PEXBURTELI

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...

"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია

კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა

"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა

"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა

მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა

იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია

მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს

"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა

"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა

პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ

საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა

[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა

"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ

პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ