კვირის საჩოგბურთო ტურნირების მიმოხილვა
გასულ კვირას, მამაკაცებს სამი ტურნირი ჰქონდათ - დელრეი ბიჩში, მარსელსა და რიო-დე-ჟანეიროში.

ფორმალურად, ყველაზე პრესტიჟული იყო ტურნირი ბრაზილიაში, რომელსაც ATP500-ის კატეგორია ჰქონდა. თუმცა, რიოში მოკრძალებული შემადგენლობა შეიკრიბა და თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ საშუალო დონის მოთამაშეებს. ეს შანსი გამოიყენეს ტიაგო მონტეირომ, ნიკოლას კიკერმა და განსაკუთრებით, კასპერ რუუდმა. ახალგაზრდა ნორვეგიელმა უაილდ-ქარდი მიიღო და კარიერაში ATP-ის მხოლოდ მესამე ტურნირი ითამაშა. წინა ორში 18 წლის კასპერმა სტარტზევე წააგო, მაგრამ რიოში ერთბაშად ნახევარფინალამდე მიაღწია.

უფრო მეტიც, რუუდს პაბლო კარენიო-ბუსტას გავლის შანსიც ჰქონდა - 6:2, 5:4-ს იგებდა და მატჩბოლიც გააჩნდა, მაგრამ ესპანელმა ეს საფრთხე მოიგერია და ზედიზედ ცხრა გეიმი აიღო. ასეა თუ ისე, კასპერმა ყურადღება მიიპყრო და ATP-ის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტი გახდა 2014 წლის შემდეგ.

რიოში მთავარი ფავორიტი კეი ნიშიკორი იყო, მაგრამ იაპონელმა პირველივე შეხვედრა წააგო ტომაშ ბელუჩისთან, ფინალში კი ურთიერთობა გაარკვიეს კარენიო-ბუსტამ და ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა. ამ უკანასკნელმა ფინალამდე ოთხივე მატჩი ორ სეტში მოიგო და გადამწყვეტ შეხვედრაშიც არ დათმო პარტია - 7:5, 6:4. ავსტრიელმა ამ მოგებით ჩემპიონთა რბოლაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ჟო-ვილფრიდ ცონგა მარსელში თამაშობდა, ზედიზედ ცხრამატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა და ორი კვირის განმავლობაში მეორე ტიტული მოიგო. ფრანგს განთესვის მეორე ნომერი ჰქონდა და ერთადერთი სირთულე ნახევარფინალში ნიკ კირგიოსის წინააღმდეგ შეხვდა, თუმცა გაიარა ავსტრალიელის ბარიერი.

მეორე ფინალისტიც ფრანგი იყო - ლუკ პუიე, რომელმაც ნახევარფინალში რიშარ გასკე დაამარცხა, მაგრამ ცონგასთან უძლური იყო - 4:6, 4:6.

გასული კვირის მთავარი მოვლენა გახდა ხუან მარტინ დელ პოტროს დაბრუნება. არგენტინელს შარშანდელი დევისის თასის ფინალის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები, დელრეი ბიჩში კი უპრობლემოდ მიაღწია ნახევარფინალამდე, მაგრამ იქ წააგო მილოშ რაონიჩთან, რომელმაც 17 ეისი შეასრულა.

კანადელს ფინალში ამერიკელ ჯეკ სოკთან შეხვედრა ელოდა, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი არ შედგა. რაონიჩმა ორგანიზატორებს აცნობა, რომ ბარძაყის ტრავმის გამო ვერ შეძლებდა კორტზე გასვლას. სოკისთვის ეს გახდა მესამე ტიტული და მეორე მიმდინარე სეზონში.

ქალთა შორის დუბაის ტურნირზე გუშინდელ ნომერში მოგიყევით. ასევე იყო გაცილებით მოკრძალებული ტურნირი ბუდაპეშტში. აქ დიდი მოულოდნელობები არ მომხდარა - ნახევარფინალამდე პირველ სამ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი გავიდა. იქ მასპინძელმა ტიმეა ბაბოშმა იულია გორგესს მოუგო, ფინალში კი ურთულეს ბრძოლაში სძლია ლუსი საფაროვას - 6:7(4), 6:4, 6:3. ეს უნგრელის მხოლოდ მეორე ტიტულია კარიერაში. პირველი მან ზუსტად ხუთი წლის წინ, მექსიკის მონტერეიში ასევ 26 თებერვალს მოიპოვა.

მარსელი (საფრანგეთი)

ფინალი

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 2)-ლუკ პუიე (საფ, 4) 6:4, 6:4.

რიო-დე-ჟანეირო (ბრაზილია)

ფინალი

დომინიკ ტიმი (ავსტრია, 2)-პაბლო კარენიო ბუსტა (ესპ, 4) 7:5, 6:4.

დელრეი-ბიჩი (აშშ)

ფინალი

ჯეკ სოკი (აშშ, 3)-მილოშ რაონიჩი (კან, 1) უარი.

ბუდაპეშტი (უნგრეთი)

ფინალი

ტიმეა ბაბოში (უნგ, 1)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 2) 6:7(4), 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
US OPEN 2016. VII დღე: ჯოკოვიჩის გასეირნება, ნადალის მარცხი
ᓙᓐᓜᓐᓓᓘს "ᓛᓐᓡᓢᓔᓠᓡᓘ": 18-ᓗᓕᓘაᓜᓘ ᓣᓢᓘᓢᓣᓚᓝ ᓡᓔᓠᓘᓘᓡ ᓓᓐᓡᓐᓡᓠᓣᓚᓘ
ჟო-ვილფრიდ ცონგა ავსტრალიას გამოტოვებს?
ᓙᓐᓜᓐᓓᓘᓡ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓔᓑᓘ ᓪᓘᓤᓠᓔᓑᓨᓘ
ცონგას მძლეველი გავლილია - ბასილაშვილმა კიტცბუელის ტურნირი მოგებით დაიწყო
ᓢᓝᓠᓝᓜᓢᓝᓡ ᓛᓐᓡᓢᓔᓠᓡᓘ: ᓔᓠᓗᓘ ᓜᓐᓑᓘᓯᓘ 300 ᓛᓝᓒᓔᓑᓐᓛᓓᓔ