ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერები ისტორიაში
უკრაინულმა გამოცემა "უა-ფუტბოლმა" კიევის "დინამოს" 10 ყველაზე მომგებიანი შენაძენის სია გამოაქვეყნა და მათ შორის ორი ქართველის ტრანსფერიც მოხვდა.

ბოლო, მე-10 ადგილზე გიორგი დემეტრაძის გარიგება დაასახელეს და ჩვენთვის უცნობი ფაქტი მოიხმეს: საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კიევის "დინამომ" ვლადიკავკაზის "ალანიიდან", თურმე, 3.2 მილიონ ევროდ შეისყიდა, ხოლო "სოსიედადში" 5.4 მილონ ევროდ გაყიდა.

საბოლოოდ, კიეველებმა ქართველი ფორვარდის გაყიდვით 2.2 მილიონი ევრო იხეირეს. არადა, აქამდე ცნობილი იყო, რომ დემეტრაძის სატრანსფერო უფლება ბასკებმა 4.5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.

უკრაინელებმა მე-2 ადგილზე დაასახელეს კახა კალაძე, რომელიც კიევურმა კლუბმა თბილისის "დინამოსგან" 280 ათას ევროდ გამოისყიდა, ხოლო "მილანში" 16 მილიონ ევროდ გაასხვისა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ეს თანხა 15 მილიონ დოლარს შეადგენდა და აქაც სიახლე აღმოჩნდა. ჯამში, კიეველებმა ქართველის სატრანსფერო კომბინაციით 15.72 მილიონი ევრო მოიგეს - ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი ციფრია!

ყველაზე მომგებიანი კი სერგეი რებროვის შეძენა აღმოჩნდა, რომელიც, სულ რაღაც, 150 ათას ევროდ გადაიბირეს, "ტოტენჰემში" კი 18 მილიონ ევროდ გაყიდეს, ანუ მოიგეს 17.85 მილიონი ევრო.

დაბოლოს: გაგაცნობთ ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ძვირად ღირებულ ტრანსფერებს.

ფეხბურთელი (საიდან სად) თანხა

კალაძე (დინამო კ-მილანი) 19.20

ქინქლაძე (სიტი-აიაქსი) 8.00

გიორგი დემეტრაძე (დინ კ-სოსიედ) 6.48

შ. არველაძე (აიაქსი-რეინჯერსი) 4.50

ამისულაშვილი (ქაისერი-კრასნოდ) 3.85

ქინქლაძე (დინ თბ-სიტი) 3.20

მარცვალაძე (ვოლგა-კრასნოდარი) 2.80

ლობჟანიძე (ზესტაფ-დნიპრო) 2.60

გრიგალავა (კრილია-ანჟი) 2.60

დემეტრაძე (მეტალურგი დ-ალანია) 2.50

გახოკიძე (ალანია-პსვ) 2.00

ოქრიაშვილი (შახტარი-გენკი) 2.00

შ. არველაძე (ტრაბზონი-აიაქსი) 1.80

აბურჯანია (ჟიმნასტიკი-სევილია) 1.70

ქეცბაია (ნიუკასლი-ვულვზი) 1.65

ბ. გოცირიძე (ზესტაფონი-დნიპრო) 1.20

თარგამაძე (ოლექსანდრ-შახტარი) 1.20

აშვეთია (ტორპედო-კოპენჰაგენი) 1.00

ასათიანი (ტორპედო-ლოკომოტივი) 1.00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

acho
Yenia shalke04 ma 3 milionad ikida lokodan
shako
kankavashi 1.5 mln evro gadaixada reimsma. lokom 2.5 mln evro kvirkveliashi
Goga
Ki magram axlaxans kvirkvelia ar iyida lokomotivma rubinisgan 3,5 an kankavaze reimsa Kai puli gadauxada dnipros arvici arvici
დათო
თუ კრასნოდარს რა ფული აქვს გადაყრილი...
kika
აქ ცოტა მომატებულია თანხები.
ებე
კრასნოდარს რა ფული აქვს გადახდილი
euhhh
KANKAVA GAMOGRCHAT?ES ROGOR?OTXZE METI GADAIXADA REIMSMA
zeus
2001-ში 19 მილიონი ძალიან დიდი ფული იყო მაგალითისთვის 29 მილიონი დაჯდა ორ წელიწადში რიო ფერდინანდის ტრანსფერი რომელიც ყველაზე ძვირადღირებული მცველი იყო
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...