19-20 მარტს რიგა ფრეიდენფელდსის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ახალგაზრდებში მეთოთხმეტედ უმასპინძლებს
19-20 მარტს რიგა ფრეიდენფელდსის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ახალგაზრდებში მეთოთხმეტედ უმასპინძლებს. აქამდე საქართველოდან ამ შეჯიბრების სტაჟიანი მონაწილენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იყვნენ - მათთვის ეს საევროპოდ ერთ-ერთი მთავარი შესარჩევი ეტაპი იყო, წლეულს კი ბერძენ-რომაელებიც გამოვლენ.

"თავისუფალთა" ნაკრები ამჟამად დუშეთშია შეკრებაზე, ბერძენ-რომაელებმა კი პირველი ანალოგიური ეტაპი უკვე გაიარეს ბაკურიანში, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაუთმეს და ახლა თბილისში ვარჯიშობენ. "თავისუფალთა" დამრიგებელ ნუგზარ სხირელს ლატვიაში წასაყვანი შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, მისმა ბერძენ-რომაელმა კოლეგა ვლადიმერ ადეიშვილმა კი უკვე გამოაცხადა გუნდი: ნიკოლოზ ცეცხლაძე (50), ამირან შავაძე (55), ქემალ ხარაბაძე, ფირუზ წულუკიძე (60), გიორგი დავითაია, საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, უშანგი ქიტიაშვილი (74), რობერტ ქობლიაშვილი, რევაზ ნადარეიშვილი (84), შოთა გოგისვანიძე, სერგო გოგისვანიძე (120).

ორივე ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის ემზადება, რომლებიც, ტრადიციულად, ისევ ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება - ევროპის პირველობა 21-26 ივნისს სერბულ ზრენჯანინში, მსოფლიოსი - 26-31 ივლისს - ბუქარესტში. ასეთი შემჭიდროებული გრაფიკიდან გამომდინარე, მწვრთნელები ორ-ორ შემადგენლობას არჩევენ. ადეიშვილის სალატვიო გუნდიც დიდწილად ამითაა განპირობებული - ზოგიერთ წონაში ორ-ორი მონაწილე მოჰყავს, თუმცა ესეც რომ არ იყოს, მეორე ნომრებს შანსს მაინც მისცემდა. ნაკრების კანდიდატები საქართველოს ჩემპიონატზე გამოვლინდნენ, თუმცა ზოგიერთ წონაში ლიდერებმა თუ ულაპარაკოდ იმარჯვეს, ზოგან ფინალური შეხვედრები შედარებით თანაბარ ბრძოლებში წარიმართა. მწვრთნელსაც ორ-ორი კონკურენტი სწორედ ასეთ წონებში მიჰყავს. ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ამ სადავო კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები ხარაბაძე, საჩინო დავითაია, დათუნაშვილი, ქობლიაშვილი და შოთა გოგისვანიძე გახდნენ.

როგორც ვხედავთ, რიგაში მონაწილე არ გვეყოლება 96-ში, სადაც უდაო ლიდერი ალექსანდრე დიხამინჯიაა - ის უფროსებში გახდა საქართველოს ჩემპიონი და ახლახან ბულგარეთში ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირშიც იჭიდავა. ამიტომ მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე სატურნირო პრაქტიკა აღარ სჭირდება და არც მიჰყავთ. ის ახალგაზრდულ გუნდს შეჯიბრებებში მოგვიანებით შეუერთდება, მზადების გვიანდელ ეტაპებზე.

ზემოთ დასახელებული შემადგენლობიდან ცეცხლაძე და შავაძე სადღეისოდ ავსტრიაში არიან და იქიდან ჩავლენ ლატვიაში. ავსტრიაში ისინი და კიდევ ერთი ბათუმელი - თემურ რუხვაძე 66) იქაური მხარის მიწვევით წავიდნენ და ქალაქ გიოტციში იმ ქვეყნის ახალგაზრდულ თასზეც გამოვიდნენ, მერე კი იქვე ერთობლივ ვარჯიშებზეც დარჩნენ. ტურნირზე ამ სამეულმა დამამშვიდებლის ფინალამდე მიაღწია და ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა ცეცხლაძეს ხელი მოეცარა და მეოთხეზე დარჩა, შავაძემ და რუხვაძემ კი მოიგეს და მესამე პრიზიორები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივემ ზედა წონებში იჭიდავა.

რიგის შემდეგ ჩვენი ახალგაზრდა ბერძენ-როამელები კიდევ ორ ტურნირში გამოვლენ - 20-23 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე (აქ შარშანაც უნდა ეჭიდავათ, მაგრამ ის შეჯიბრება ისლანდიაში ამოფრქვეულმა ვულკანის ფერფლმა ჩაშალა ავიარეისების პარალიზების გამო) და 13-15 მაისს ანკარაში "ჩემპიონთა" სახელობის ტურნირში. აპრილშივე გაივლიან შეკრებებსაც, საევროპო ნაკრები კი ამ შეჯიბრებების შემდეგ ჩამოყალიბდება.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა