საქართველოს ნაკრები შაბათს, ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები შაბათს, ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "სტეჟარის" ფრანგმა თავკაცმა, რობერ ანტონენმა საწვრთნელ შეკრებაზე ერთბაშად 31 მორაგბეს უხმო.

წინა ტურში, რუსეთთან გამართული მატჩისგან განსხვავებით რუმინელთა გუნდში ხუთი სიახლეა. ანტონენმა ახლახან ტრავმამოშუშებული შუამარბი იონუც დიმოფტე და შერკინების პირველხაზელი დრაგოშ დიმა გამოიძახა. რუსებთან არ უთამაშიათ ასევე სამუელ მარისს და ვალენტინ ურსაკეს, მესამეხაზელი ტრაიან პლოტში კი, რომელიც ფრანგულ "ფიჟაკში" ასპარეზობს, სულაც დებიუტანტია.

"მუხის ფოთლებს" ტრავმის გამო დააკლდებათ შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ. საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, "სტად ფრანსესთან" მატჩში დაშავდა "პერპინიანის" მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცა. შეძლებს თუ არა, ყველაზე ძლიერი რუმინელი მორაგბე "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ თამაშს, დღეს ფრანგული კლუბის ექიმები გადაწყვეტენ.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ირაკლი ნატრიაშვილი (სტიაუა), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), გიორგი ჟღენტი (მონპელიე)

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), გია ლაბაძე (ლა სეინი), ბესო უდესიანი (მაკონი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი)

№9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (სტიაუა)

№10: მერაბ კვრიკიაშვილი (ფიჟაკი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე)

№12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პეროგო)

№11-14: ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)

№15: ბესიკ ხამაშურიძე (აია), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი)

რუმინეთის ნაკრები

პირველი ხაზი: დრაგოშ დიმა (ბლანიაკი), ვასილე მარისკარიუ (ბობინი), ნიკოლაე ნერე, ბოგდან ზებეგა (ორივე-სტიაუა), სამუელ მარისი (ტიმიშოარა), პეტრუ ტამბა (დინამო), ანდრეი რადოი (ბაია მარე)

მეორე ხაზი: სორინ სოკოლი (ლურდი), კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), ვალენტინ ურსაკე (ექსი).

მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი, დანიელ იანუსი (ორივე-სტიაუა), მიჰალ მაკოვეი (ბაია მარე), ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), დანიელ კარპო (ფარული), ტრაიან პლოტში (ფიჟაკი)

№9: ლუჩან სირბუ (მიო), ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუგიუ (ბუქარესტი)

№10: დანუც დუმბრავა, ფლორინ ვლაიკუ (ორივე-სტიაუა)

№12-13: ჩაბა გალი (ბაია მარე), კონსტანტინ გეარა (ფარული), რობერტ დესკალუ, იონელ კაზანი (ორივე-სტიაუა), იონუც დიმოფტე (ბაია მარე)

№11-14: კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), კატალინ ნიკოლაე (ფარული)

№15: იულიან დუმიტრაში (ლურდი)

ერთა თასი

IV ტური, 12 მარტი

საქართველო-რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუსეთი

V ტური, 19 მარტი

რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 3 3 0 0 +120 14

2. პორტუგალია 3 2 0 1 +8 9

3. ესპანეთი 3 1 0 2 -44 6

4. რუმინეთი 2 1 0 1 +23 5

5. რუსეთი 3 1 0 2 -28 5

6. უკრაინა 2 0 0 2 -81 0

რუსები უქართველებოდ

ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში საქართევლოს ნაკრების ბოლო მეტოქე რუსეთის ეროვნული გუნდი ტრადიციულად სოჭში შეიკრიბა. რუსები 12 მარტს სტუმრად ითამაშებენ ოდესაში უკრაინის ნაკრებთან. მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა საწვრთნელ შეკრებაზე 28 მორაგბე გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში არ არიან ქართველი მორაგბეები კარლო მაღლაკელიძე და ვალერი ცნობილაძე. უკრაინასთან არ ითამაშებს ასევე ფრანგული "ორიაკის" მეორეხაზელი ანდრეი ოსტრიკოვი.

ორწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა ვეტერანი ვიაჩესლავ გრაჩოვი. შეგახსენებთ, რომ მან ბოლოჯერ რუსთა გუნდში, 2008 წლის აპრილში საქართველოს ნაკრებთან ითამაშა.

რუსეთის ნაკრები

პირველი ხაზი: ალექსანდრ ხროკინი, ალექსეი ტრავკინი, ვლადისლავ კორშუნოვი (სამივე-ვვა), სერგეი პოპოვი, რომან ბორისოვი (ორივე-სლავა), ივან პროშეპენკო (კრასნი იარი), ევგენი პრონენკო (ენისეი)

მეორე ხაზი: ალექსეი პანასენკო, ალექსანდრ ვოიტოვი (ორივე-ვვა), ანდრეი გარბუზოვი (კრასნი იარი)

მესამე ხაზი: ვიაჩესლავ გრაჩოვი (ბიზანსონი), ვიქტორ გრესევი, კირილ კუშნარიოვი, ევგენი მატვეევი (სამივე-ვვა), ნიკიტა მედკოვი (სლავა), ანდრეი ტემნოვი)

№9: ალექსანდრ იანუშკინი, ალექსანდრ შაკიროვი (ორივე-ვვა)

№10: იური კუშანარიოვი (ვვა)

№12-13: მიხაილ ბაბაევი (ვვა), იგორ გალინოვსკი, ალექსეი მაკოვეცკი (ორვე-კრასნი იარი)

№11-14: ვასილი არტემევი, ანდრეი კუზინი (ორივე-ვვა), ვლადიმირ ოსტროუშკო (კრასნოდარი)

№15: კონსტანტინ რაჩკოვი (სტად ფოსიენი), იგორ კლუჩნიკოვი (ვვა).

"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა