საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

"პოპულარული ბრიტანული გამოცემის The Sun-ის მიერ ექსკლუზივურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით: მაღალი ჰონორარის გამო, ძლიერ მეტოქეებთან შეხვერის უფლების მოსაპოვებლად, ძალიან ბევრი "პროფესიონალი" მოკრივე საკუთარი რეიტინგის ამაღლებას თაღლითური სქემის მიხედვით ახდენს. ფიქტიური ბრძოლების შედეგად, გაყალბების ხარჯზე მომატებულ რეიტინგიანი "პროფესიონალი" მოკრივეების ძირითად ნაწილს, პოპულარული გამოცემის ინფორმაციით საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სპორტსმენები შეადენენ.

სტატიაში, დეტალურად არის ასახული, თაღლითური სქემა, თუ როგორ ხდება მსგავსი რეიტინგების შედგენა, როგორ არიდებენ მოკრივეები თავს სამედიცინო შემოწმებას, თუ როგორ იქმნება ყალბი დოკუმენტები და ასე შემდეგ.

- საქართველო ძალიან შავ სიაში - The Sun-ის სკანდალური სტატია ქართველ მოკრივეებზე

ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია, რომელიც სამოყვარულო კრივის ფედერაციას წარმოადგენს აცხადებს, რომ პროფესიონალური კრივის ფედერაცია და სამოყვარულო კრივის ფედერაცია არის ერთმანეთისგან გამიჯნული, ცალ-ცალკე დამოუკიდებელი სუბიექტები, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი შეხება არ აქვთ, არ ერევიან ერთმანეთის საკითხებში და მოქმედებენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

ყველა ის მოკრივე, რომელიც პროფესიონალურ ასპარეზზე გადადის, სამუდამოდ ემშვიდობება სამოყვარულო (ოლიმპიური სახეობა) კრივის ნაკრებს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია ანუ სამოყვარულო კრივის ფედერაცია, რომელიც ოლიმპიური სახეობაც გახლავთ, აღიარებულია და ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ.

სამინისტრო აღიარებს მხოლოდ ჩვენს, ანუ საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას და არა პროფესიონალურ კრივის ფედერაციას.

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია სპორტში ნებისმიერი სახით გამოვლენილ თაღლითობას მკაცრად გმობს. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული იმ ფაქტების გამო კი, რამაც ზოგადად ქართული კრივის რეპუტაციას ზიანი მიაყენა და შესაძლოა კრივის განვითარებასაც შეუშალოს ხელი, აღშფოთებასა და მწუხარებას გამოთქვამს".

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...