"რეალი" სირცხვილისგან კრიშტიანო რონალდომ იხსნა
წუხელ ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. "სანტიაგო ბერნაბეუმ" ნამდვილი შოკი განიცადა - "რეალმა" არათუ ვერ მოუგო "ლას პალმასს", არამედ, კინაღამ სამარცხვინოდ წააგო და პირველი ადგილი "ბარსელონას" გადაულოცა.

რა თქმა უნდა, "სამეფო კლუბს" კიდევ რჩება გამოტოვებული მატჩი "სელტასთან", რომლის წყალობითაც პოტენციური ლიდერია, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდს ვიგოში არავინ არაფერს დაუთმობს.

რეალობა კი ისაა, რომ ახლა ლიდერი "ბარსელონაა" და "რეალი" მას ქულით ჩამორჩება. თანაც, მისი ქულამდე მიახლოვების შანსი ხუთშაბათს "სევილიას" მიეცემა.

"სამეფო კლუბი" ისედაც ვერ თამაშობდა ხეირიანად, მეორე ტაიმის დასაწყისში კი გუნდი უელსელმა სუპერვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა დაღუპა, უხეშობისთვის და არასპორტული საქციელისთვის, იგი მოედნიდან გააძევეს. "სამეფო კლუბი" წაგებისგან კრიშტიანო რონალდომ იხსნა, როცა მატჩის ბოლოსკენ 1:3-ზე დუბლი შეასრულა.

იხილეთ ვიდეო

აღსანიშნავია, რომ მარსელომ "რეალის" მაისურით 392 მატჩი გამართა და ალფრედო დი სტეფანოს მიღწევა გაიმეორა.

"კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" მინი რეპეტიცია გაიარა, თუ როგორ ეთამაშოს პსჟ-ს საპასუხო მატჩში. რეპეტიცია სუსტ "სპორტინგზე" წარმატებით დასრულდა - "ბარსამ" 6:1 მოიგო, ოთხივე ფორვარდმა გაიტანა (მათ შორის, შეცვლაზე შესულმა ალკასერმა), თავი გამოიჩინა ივან რაკიტიჩმაც.

იხილეთ ვიდეო

თუმცა მთავარი მატჩი კი არა, არამედ, მატჩის მერე ლუის ენრიკეს ნათქვამი იყო - მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონადან" წავა.

"მოვიდა დრო, რომ განვაცხადო ოფიციალურად - სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დავემშვიდობები. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

მაშ ასე, დღეიდან "ბარსას" მომავალი თავკაცის სპეკულაციებს ოფიციალური სახე მიეცა, პირველ კანდიდატებად კი ხორხე სამპაოლი და ერნესტო ვალვერდე ითვლებიან.

ლა ლიგა. XXV ტური

ოსასუნა-ვილიარეალი 1:4

გოლები: 0:1 რ. სორიანო (2), 0:2 სოლდადო (27-პენ), 1:2 რ. ტორესი (64-პენ), 1:3 ბორე (74), 1:4 ბორე (78)

ოსასუნა (4-4-2): სირიგუ - ოიერი, უ. გარსია, ვუიადინოვიჩი, კლერკი (76. რედრადო) - ბერენგერი, ჩაუშიჩი, ი. გარსია (60. ოლავიდე), რ. ტორესი - რიერა (79. კოდრო), ს. ლეონი

ვილიარეალი (4-4-2): ა. ფერნანდესი - რუკავინა, მუსაჩო, ალვარო, ხ. კოსტა (66. რუისი) - ჯონ. დოს სანტოსი, რ. ერნანდესი, ტრიგეროსი, რ. სორიანო - სოლდადო (68. ბორე), ბაკამბუ (84. კასტილიეხო)

მაყურებელი: 13 409

ბარსელონა-სპორტინგი 6:1

გოლები: 1:0 მესი (9), 2:0 ხ. როდრიგესი (11 ს. კ.), 2:1 კ. კასტრო (21), 3:1 ლ. სუარესი (27), 4:1 პ. ალკასერი (49), 5:1 ნეიმარი (65), 6:1 რაკიტიჩი (87)

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი - მასკერანო, უმტიტი, ალბა - რაფინია (74. ს. რობერტო), რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დ. სუარესი - მესი (61. ანდრე გომეში), ლ. სუარესი (46. პ. ალკასერი), ნეიმარი

სპორტინგი ხ. (4-5-1): კუელიარი - კასტელიანო, ხ. როდრიგესი, ბაბენი, ელდერსონი - დ. პერეირა (46. ვ. როდრიგესი), ს. ალვარესი (76. ვესგა), ხ. ტორესი, ნ. კასესი, ბურგუი (59. ი. ლოპესი) - კ. კასტრო

მაყურებელი: 56 605

სელტა-ესპანიოლი 2:2

გოლები: 1:0 ასპასი (21), 1:1 ჟ. მორენო (28), 2:1 ვასი (30), 2:2 პიატი (32)

სელტა (4-3-3): ბლანკო - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - მ. დიასი, რადოია (88. შეიხი), ვასი - ასპასი, გუიდეტი (46. ს. გომესი), სისტო (79. ხოსაბედი)

ესპანიოლი (4-4-2): დ. ლოპესი - მ. მავარო (15. ხ. ლოპესი), ო. დუარტე, დ. რეიესი, კარიკოლი - ე. პერესი, ფუეგო (55. ხურადო), დ. ლოპესი, პიატი (86. ხ. რეიესი) - ჟ. მორენო, კაისედო

გაძევება: ფონტასი (43)

მაყურებელი: 11 526

რეალი-ლას პალმასი 3:3

გოლები: 1:0 ისკო (8), 1:1 ტანასუ (10), 1:2 ვიერა (56-პენ), 1:3 კ. ბოატენგი (59), 2:3 რონალდო (86-პენ), 3:3 რონალდო (89)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ს. რამოსი, მარსელო - ისკო (65. ლ. ვასკესი), კოვაჩიჩი (71. ბენზემა), კროოსი - ბეილი, მორატა (71. ხ. როდრიგესი), რონალდო

ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - სიმონი, მ. ლემოსი, ბიგასი (27. აიტამი), დ. კასტელიანო - ვ. გომესი - მესა, ტანასუ, ხესე, კ. ბოატენგი (69. მ. გარსია) - ვიერა (75. ჰალილოვიჩი)

გაძევება: ბეილი (47)

მაყურებელი: 63 789

გრანადა-ალავესი 2:1

გოლები: 1:0 ვაკასო (38), 2:0 კუენკა (53), 2:1 კამარასა (57)

გრანადა (5-4-1): ოჩოა - კუენკა, ჰონგლა (71. ვეზუ), ინგასონი, გ. სილვა, ლიტრი (82. მალე) - კარსელა-გონსალესი, აგბო, ვაკასო, ა. პერეირა (63. ფულკიე) - ა. რამოსი

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - ვიგარაი (59. კიკო), ალექსისი, ფედალი, ტ. ერნანდესი - კრსტიჩი (83. კ. სანტოსი), დ. ტორესი - კატაი, კამარასა, ო. რომერო - დეივერსონი (73. იბაი)

გაძევება: კატაი (93), ალექსისი (94)

მაყურებელი: 14 038

ხუთშაბათი. 2 მარტი

დეპორტივო-ატლეტიკო 23:45

სევილია-ბილბაო 00:30

ბომბარდირები:

21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 19 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 14 - იაგო ასპასი (სელტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GELA 2-ს
შენ გეტყობა სკოლის მოსწავლე ხარ, ფეისბუკზე რო გვარსახელთან უწერიათ "მადრიდისტა" სხვათა შორის გოგოებსაც. არ მესმის რას ერჩი ბარსელონას? სეპარატისტებს ეძახი და შენი გაგებით ჩვენც სეპარატისტები ვართ? იმიტომ რო მჩაგვრელ ცენტრს გამოვეყავით? 60 წელი არსებობდა საბჭოთა კავშირი და 60 ფინალი გათამაშდა მოსკოვში, სულ ერთია ვინ გადიოდა ფინალში, იმიტომ რო მოსკოვს 5 გუნდი ყავდა და მთლიანად რუსეთს კიდევ დამატებით 5-7 მუდამ ყველა ფინალი, დინამომ ცხრა თუ ათი ფინალი ითამაშა და ყველა მოსკოვში მოსკოვის წინააღმდეგ ეს სამართლიანია? მსაჯებზე აღარაფერს გეტყვი იკითხე ყველა გეტყვის რას გვიშვრებოდნენ როგორც კი ჩემპიონატში ლიდერი ვხდებოდით, ისიც კი იკადრეს მოსკოვში მოგებული თამაშის შემდეგ, როცა დიდი ოფლის ფასად ჩემპიონები გავხდით გვეგონა, მეორე დღეს გამოაცხადეს თამაშის შედეგი გაბათილდაო, თურმე მასპინძლებს არეულობა მოუწყვიათ სტადიონზე და მსგავსები არ ილეოდა, იკითხე უფროსებში, კითხე მამას ბაბუას და მოგიყვებიან რო ლამის რევოლუცია დაიწყო თბილისში ზარიასთან თამაშის შემდეგ, შევარდნაძე მივიდა სტადიონზე დასაწყნარებლად ხალხისა.... შენ რო ზიხარ დივანზე და აკაკუნებ მაგ კლავიშებს იცი რა ხდება "სეპარატისტების" გულში, იცი როგორ ჩაგრავენ მსაჯები დაჟე დღეს როცა ამას მსოფლიო უყურებს და რა ხდებოდა 30-70 წლებში, როცა ტელევიზიაც კი არ იყო და მერე მოყევი რეალის ზღაპრულ შედეგებზე რვა კაციან ჩემპიონთა ლიგაში რო იმარჯვებდა მსოფლიოს ყველა საუკეთესო ფეხბურთელით....
guro 02 მარტი 2017 12:42 ბარსას ფანკლუბია თუ სპორტული საიტი ვერ გაიგებ კაცი! 2 გოლი რომ არ ჩაუთვალა მსაჯმა ისე სხვათაშორის მაინც გეხსენებინა ნიკო!!
აფერისტი რონალდუ რო საჯარიმოში გაწვა და პენალტს ითხოვდა, რაზეც ყვითელი მიიღო ის არ უნდა ეთქვა? ისკომ რო აფსაიტიდან გაიტანა არ უნდა ეთქვა, თუ რამოსმა რო ნახტომში აიღო კარისკენ მიმავალი ბურთი ის არ უნდა ეთქვა? ისე ამაზე წითელია სუფთა..
GELA 2
შენი ტვინიც ყოფნის საქმეს, შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში იმდენი ,რომ ზისანს ლანძღავ? დარწმუნებული ვარ არც არაფერი, შენი ჯიში რომ იყოს 100 საუკუნე, იმის ოდენს ვერც ნახავთ, არამცთუ გააკეთებთ, სეპარატისტული გუნდისს გულშემატკივრებო !!!
guro
ბარსას ფანკლუბია თუ სპორტული საიტი ვერ გაიგებ კაცი! 2 გოლი რომ არ ჩაუთვალა მსაჯმა ისე სხვათაშორის მაინც გეხსენებინა ნიკო!!!!
ჰი!ჰი!ჰი!
ზიდანის ტვინმა მეტი ვერ გაქაჩა.
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს