ზაზა ფაჩულიას ინტერვიუ NBA-ს ოფიციალურ საიტთან
ამერიკულ მედიაში კევინ დურანტის ტრავმა კვლავ ყურადღების ცენტრშია. "გოლდენ სტეიტს" სუპერვარსკვლავის არყოფნა ეგრევე დაეტყო - გუნდმა 2015 წლის აპრილის მერე პირველად წააგო ზედიზედ ორი თამაში. "ჩიკაგოსთან" 87:94 წაგებულ მატჩში ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე 8 ქულა და 5 მოხსნაა.

ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და 5 მოხსნა ჩიკაგოში ბოლო წუთებზე წაგებულ მატჩში [VIDEO]

nba.com ჩიკაგოში ქართველ ცენტრს გაესაუბრა, ძირითადად, დურანტის ტრავმასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ "ვაშინგტონის" ცენტრ გორტატთან ბრძოლის შემდეგ ზაზა პარკეტზე დაეცა და შემთხვევით დაუზიანა თანაგუნდელს მუხლი.

იხილეთ ვიდეო

"ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ამ ინციდენტის გამო. ალბათ, გაცილებით ცუდად ვიგრძნობდი თავს, დურანტის ტრავმა ჩემი ბრალი რომ ყოფილიყო, ან ჩემით რომ დავვარდნილიყავი. თუმცა ასე არ ყოფილა, ხელი მკრეს და ამიტომ დავეცი, ვეღარავინ გააკონტროლებდა იმ მომენტს", - იხსენებს ფაჩულია.

"კევინმა კარგად იცის, რომ მე არაფერ შუაში ვარ, თამაშის მერე ველაპარაკე, სასტუმროს ნომერშიც ვნახე.

მან იცის, რომ ეს იყო ძალიან ცუდი ინციდენტი. გორტატთან მოხსნისთვის ვიბრძოდი და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს მოხდებოდა. ტრავმას ვერც გორტატს დავაბრალებ, რადგან ისიც ბურთისთვის იბრძოდა.

მადლობა ღმერთს, რომ ტრავმა ისეთი მძიმე არ არის, როგორიც შეიძლება ყოფილიყო", - უთხრა ლიგის ოფიციალურ საიტს ჩვენებურმა.

საიტის თქმით, როგორც "ჩიკაგოში" არავინ აბრალებდა ტაჯ გიბსონს დერიკ როუზის ტრავმას, ისევე არავინ აბრალებს ზაზას დურანტის დაშავებას "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებს შორის.

"ვიცი, რასაც ზაზა გრძნობს. შემთხვევითაც რომ მოგივიდეს თანაგუნდელის დაშავება, მაინც ცუდი გრძნობაა. ასეთია ადამიანის ბუნება.

მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ტრავმები ჩვენი თამაშის განუყოფელი ნაწილია, ასეთი ინციდენტები სპორტში ხდება ხოლმე", - განაცხადა შონ ლივინგსტონმა.

დევიდ ვესტმა გაიხსენა, როგორ მიაყენა კობი ბრაიანტმა ტრავმა 2009 წელს თანაგუნდელ ენდრიუ ბაინუმს, რომელსაც ამის მერე კარიერა აერია გაუთავებელი ტრავმების გამო.

"რას ვიზამთ, ახლაც არ მავიწყდება, როგორ მიიღო ჩემ თვალწინ კრის პოლმა მუხლის ტრავმა ნიუ ორლეანში", - იხსენებს ვესტი სხვა ინციდენტსაც.

"ეს იყო შემთხვევითობა. არ ვფიქრობ, რომ ზაზას ბრალია დურანტის ტრავმა. არც იმას ვფიქრობ, რომ ზაზა ფიქრობს, რომ მისი ბრალია. თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებლად უნდა შეხედოს მოვლენას სხვა კუთხით. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე. კალათბურთელები იღებენ ტრავმებს", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა.

ზაზას სტატუსს სოციალურ მედიაში ფანების სხვადასხვანაირი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადად, ისინი ზაზას მხარს უჭერენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენებურს აბრალებენ დურანტის ტრავმას.

ზაზა ფაჩულია: არავინაა ისე დამწუხრებული, როგორც მე...

"ფანები ფანები არიან. ისინი ყველგან ერთნაირები არიან, მარტო NBA-ში არა. ძალიან ადვილია თითოეული მათგანისთვის რამის თქმა. თანაც, ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც მოიძებნება ხალხი, რომელთაც ჩვენი მორალურად განადგურება სურთ.

სოციალურ მედიაში ძალიან ბევრი ზიზღია და მისი მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვარ. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. ავიღოთ თუნდაც საუკეთესო მოთამაშე, გინდა ახლანდელი, გინდა ყველა დროის, ისიც ანალოგიურ სიტუაციაში იქნება სოციალურ მედიაში", - განაცხადა ზაზამ.

"არც ის არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ფანი, რომელიც ახლა ზაზას აბრალებს დურანტის ტრავმას, დღეების წინ მას "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად აძლევდა ხმას", - წერს საიტი.

"ისინი ვერ იგებენ დეტალებს, მაგრამ ვერ ვიფიქრებ ყველას გამო, ყველას თავს მაინც ვერ მოაწონებ. ასე არ არის? ზოგიერთი შენი გულშემატკივარია, ზოგიერთი კი - შენი მოწინააღმდეგე. მით უმეტეს, როცა "გოლდენ სტეიტის" დონის გუნდში თამაშობ, - თქვა ზაზამ. - რაც უფრო კარგად თამაშობ, მეტად ხვდები ყურადღების ცენტრში. ეს კარგია, ამიტომაც ჩემთვის საოცარი თავგადასავალია ამ გუნდში ყოფნა.

ყურადღების ცენტრში ყოფნა ჩემთვის სიახლეა. ამიტომაც ძალიან ვცდილობ, რომ არ ვიფიქრო არაკეთილგანწყობილ ხალხზე, მათ ნათქვამებზე. სხვანაირად ეს გაგაგიჟებს ადამიანს. პირველი ისაა, რომ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც ჩემ თავს ხდება, ჩემთვის უკეთესიცაა, რადგან უკეთ ავთამაშდები.

არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ამ გამოცდილებას კი არასოდეს დავივიწყებ. სწორედ ამიტომაც მქონდა შედარებით ცუდი სტარტი "გოლდენ სტეიტში" - თავიდან მეტად ვუსმენდი სხვებს და მეტს ვფიქრობდი, მაგრამ თანაგუნდელები, სამწვრთნელო შტაბი, დამეხმარნენ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ახლა მხოლოდ იმ რჩევებს და აზრებს ვიღებ, რაც საჭიროა, სხვებს კი, უბრალოდ, ვბლოკავ", - აცხადებს ფაჩულია.

ჯონი
მართალი ბრძანდებით ბატონო სოსო, მაგათ გონიათ, რომ ცენტრის გარეშეც მოიგებენ, მაგრამ ეს ასე არ არის და კიდეც დაუმტკიცა გორბატმა. ზაზა კი ერთი-ერთში გორბატს ყოველთვის აჯობებს ზაზას თამაშის დროს როცა მეტოქეს წელში გატეხავენ და თითქმის მოგებული აქვთ თამაში, მაშინ ასვენებენ ზაზას და შემდეგ მაყურებლების დასანახად შოუს ატარებენ. ხოლო როცა ძალიან უჭირთ ჰგონიათ, რომ შორიდან სროლებით მოიგებენ, ამან კი არც ერთ მათ მიერ წაგებულ თამაშში არ გაამართლა. ამიტომ, მართლაც ზაზას პასუხი კი უკეთესი თამაში უნდა გახდეს. ზაზას წარმატებები...
fexburteli
დზალიან სუსტი მწვრთნელია კერი ამათ დონეზე ვერ იღებს თამამ გადაწყვეტილებას და ვერც ახალი რამე შეაქ გუნდში
სოსო
ვინც ტრავმის მომენტი ნახა და ზაზას დაადანაშაულებს,უსინდისო იქნება.ვისაც არ უნახია დაისე აბრალებს,ნახოს და აზრს აუცილებლად შეიცვლის.ზაზას პასუხი კი უკეთესი თამაში უნდა გახდეს.
ჯონი
მართალი ბრძანდებით ბატონო სოსო, კრიტიკულ მომენტში კერის ეშინია ზაზას გამოყვანა, ფიქრობს სჯობს კარიმ, ტომსონმა, გრინიმ, ლივიგსტონმა იგიუდალამ აცილონ და ისე წააგონ, ვიდრე ზაზა გამოიყვანოს და ვაი, რომ წააგონ....არ მოხსნან. ასეთი დამოკიდებულებით ისინი პლეიოფიდან ვერ გავლენ. მათ ჰარდენი, ჯეიმსი, ლეონარდი და ბევრი სხვა მოუგებს. რა ზაზას ბრალია თუ დურანტი წინ ვერ იყურება? ადმიანებს თვალები თავს უკან არ აქვთ. მით უმეტეს ზაზა წაააქციეს და შემდეგ მოხდა დაჯახება. ზაზას წარმატებები და ჩვენ მასთან ერთად გახარება.
soso
ბოლო თამაშში კარიმ და ტომპსონმა 22 სამქულიანიდან ჩაადგეს 2 და 1 შესაბამისად. ხოლო ბოლო სამ თამაშში ერთად აღებული 64 სამქულიანი სროლიდან კარიმ ჩააგდო სამი და ტომპსონმა შვიდი. რა შუაშია ფაჩულია? პასი არ მიცა?
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
შერმადინმა "რეალს" 16 ქულა ჩაუგდო - "ტენერიფემ" გაიმარჯვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
სტივ კერი: "დალასთან" მატჩი უნიტაზში უნდა ჩავუშვათ
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ფაჩულია ექიმებს 70-ზე მეტი კერძით დაეხმარა - "უორიორსში" კი ქველმოქმედება "მოდაში არაა"
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
შაკილ ო'ნილი: ფაჩულიას ვაჩვენებდი, რატომ ვარ მე "დიდების დარბაზში" და არა ის
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
"გოლდენ სტეიტმა" ახალი არენა ანტირეკორდით გახსნა
"გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა დონალდ ტრამპს დასცინა [PHOTO]
სტივ კერი: ჯორდანის თანაგუნდელობა ძნელი იყო, მე ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევდი...