ნორმალურ ქვეყანაში ამაზე ვიღაც ნამდვილად პასუხს აგებდა, მაგრამ ჩვენთან...
ანგისას ბაზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2016 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ენერგოსექტორმშენმა" ტრიბუნების კონსტრუქცია ააშენა და მოედანი დრენაჟის სისტემის ჩასაყრელად გაამზადა, მაგრამ... ვალდებულებები სრულად ვერ შეასრულა და სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.

ამის შემდეგ კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა, რომელსაც ბათუმის "დინამოში" დიდი იმედებით ელოდნენ და ვარაუდობდნენ, რომ ანგისას ბაზის მშენებლობა წლეულს მაინც დასრულდებოდა, მაგრამ... გუშინ ითქვა, რომ მორიგი ტენდერიც ჩაიშალა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მერიაში აცნობეს, რომ ტენდერში არც ერთ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა, ახალი ტენდერი (ელექტრონული) კი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. არადა, ტენდერის ღირებულება 4 მილიონი ლარია და წარმოუდგენელია, ამ თანხის ათვისება არც ერთ კომპანიას არ სურდეს.

მაშ, რა ხდება? რა მოჯადოებული წრეა ამისთანა, აქამდე თავი რომ ვერ მოება? ნახეთ, როგორი აღშფოთებულია ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი გულშემატკივარი:

"სტადიონს ვინღა ჩივის, ამხელა კლუბს ბაზა ვერ აუშენეს! თუ არც ერთ კომპანიას მონაწილეობა არ სურს, ესე იგი, არაა მომგებიანი შეთავაზება. დაანებეთ ამ ტენდერებს თავი და მიეცით პირდაპირ რომელიმე კომპანიას. ბოლოს და ბოლოს, ნათესავს მიეცით ან ძმაკაცს, ფული შეჭამეთ, ჩაიდეთ ჯიბეში, ოღონდ, ბოლოს და ბოლოს, ეს ბაზა დაასრულეთ. რა გახდა ასეთი"?!

ასეთ დღეშია უსტადიონოდ და უბაზოდ დარჩენილი გუნდი, რომელმაც ბოლო სამ სეზონში ორჯერ მოიპოვა ევროპალიგის საგზური. კარგია, რომ კლუბს ფინანსურად ეხმარებიან, მაგრამ ფეხბურთს ასფალტზე ხომ არ ითამაშებენ?!

ნორმალურ ქვეყანაში ამაზე ვიღაც ნამდვილად პასუხს აგებდა, მაგრამ ჩვენთან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
ტენდერში როარ იღებენ მონაწილეობას ესეიგი მაყუთის მოტეხვის მცირე შანსია და ამიტო და არა იმიტო რო 4მილიონი არავის უნდა აპა აჩუქე თუარ წაიღებენ.
Aba heee
Amati ashenebul qveyanashi ...
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ბათუმის "დინამოს" საფეხბურთო ბაზაზე მინდვრის საფარი დააგეს [PHOTO]
[ინფრასტრუქტურა] ანგისას ბაზაზე მალე სკამების მონტაჟი დაიწყება
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
რა ხდებოდა სტადიონზე ბათუმში ანგისას ბაზის გახსნის დროს [PHOTO]
"ერთ-ერთი საუკეთესო იქნება" - ბათუმის "დინამო" 49 წლით "ლამინი ჯგუფს" გადაეცემა
ბათუმის "დინამოს" სამომავლო გეგმები: 9-მილიონიანი ინვესტიცია, აქციები ფანკლუბს, ტრანსფერები...
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება