"სარაგოსასთან" მატჩის გმირი სეიდუ კეიტა მასმედიასთან საუბრისას თავმდაბლობით გამოირჩა
სეიდუ კეიტამ იცის, სად თამაშობს

"სარაგოსასთან" მატჩის გმირი სეიდუ კეიტა თავმდაბლობით გამოირჩევა. ის უარყოფს მის როლს არაგონელებთან მატჩში: "ყველაზე მთავარი არის გუნდი და არა ის, თუ ვინ თამაშობს უფრო ხშირად და ვინ - ნაკლებად", - განაცხადა აფრიკელმა მედიასთან შეხვედრაში.

"საკუთარი ძალების რწმენა არასოდეს დამიკარგავს, მიუხედავად იმისა, ვთამაშობდი თუ არა. ვინ გავა მოედანზე პეპის საქმეა, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ მოცემული შანსები სათანადოდ გამოვიყენოთ.

რაც შეეხება ჩემს გოლს "სარაგოსას" კარში - ვფიქრობ, რომ ცოტა გამიმართლა. მე ასე მჯერა, გუნდისთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯო, რადგან თუ იგებს გუნდი, ვიგებთ ყველანი ერთად. ძალიან კარგად ვიცი, სად ვთამაშობ, ჩემს ირგვლივ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ძნელია, აქ ყოველთვის სასტარტოში ითამაშო. ძალიან გამიხარდა, რომ მწვრთნელმა შემაქო, მაგრამ ეს შექება თავში არ ამივარდება".

ბარსას აღზრდილი სპარტაკში

გუშინ მოსკოვის "სპარტაკმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ერკულესიდან" 26 წლის სერხიო გარსია როდრიგესი გადაიბირა. პარასკვევს როდრიმ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, ახლა კი ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ "ერკულესმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 400 ათასი ევრო მიიღო.

185 სმ. სიმაღლის კატალონიელი მცველი "ბარსელონას" სკოლის გაზრდილია, 2003-2006 წლებში ის "ბარსას" სარეზერვო გუნდში თამაშობდა, რამდენჯერმე კი მთავარ გუნდშიც უთამაშია. შემდეგ როდრი "დეპორტივოში" თამაშობდა, 2009 წლის შემდეგ კი "ერკულესში" ირჯებოდა, ჯამში მან 38 მატჩში 4 გოლი გაიტანა ალიკანტეური კლუბის მაისურით.

ლუიშ ფაბიანო 6 კვირას გამოტოვებს

"სევილიას" ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომ ბილბაოს "ატლეტიკთან" დამტვრეული ბრაზილიელი ფორვარდი ლუიშ ფაბიანო 6 კვირას ვერ ითამაშებს.

სხვათა შორის, პირველად გაცილებით სერიოზულ ტრავმას ვარაუდობდნენ და მას სეზონის დასრულებას უწინასწარმეტყველებდნენ. ბრაზილიელმა 71-ე წუთზე დაიზიანა ფეხი. შემდეგ ტურში "სევილია" "ბარსელონას" მასპინძლობს. ამ შეხვედრას ლუიშ ფაბიანო უეჭველი გამოტოვებს.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე