ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მაროტას მოჯის აჩრდილი არ ასვენებს - სერია A. XXVIII ტურის მიმოხილვა

მაროტას მოჯის აჩრდილი არ ასვენებს - სერია A. XXVIII ტურის მიმოხილვა

ტურის გმირი სამუელ ეტოოა, რომელმაც კვლავ დაგვანახა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია
სანამ იმაზე ვიტყოდეთ, თუ რა ხდებოდა გასულ უქმეებზე იტალიურ საფეხბურთო მინდვრებზე, ტურის შემდგომი პროცესები მიმოვიხილოთ.

ტურის შემდეგ...

მთავარი სასაუბრო თემა "იუვენტუსის" კრიზისი და ლუიჯი დელ ნერის მომავალია. მისი თავკაცობით, "ბიანკონერი" უპრეცედენტოდ სუსტ სეზონს ატარებს და 28 ტურის შემდეგ მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა. "იუვე" ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩეს. "იუვენტუსი"-'მილანის" პაექრობისას ტურინელმა გულშემატკივრებმა დელ ნერისთან ერთად ჯუზეპე მაროტასაც შეუტიეს და კლუბში ლუჯანო მოჯის დაბრუნება მოითხოვეს.

ანდრეა ანიელი ჯერჯერობით დუმს, ის ყველას არწმუნებდა, რომ დელ ნერი-მაროტას ტანდემი გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებდა და ბუნებრივია, რომ სიტყვების უკან წაღება უძნელდება. ამასობაში, ლუჩანო მოჯი ტკბება განვითარებული მოვლენებით და კომენტარს კომენტარზე აკეთებს. "სენიორ კალჩოპოლი" კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ხალხის პოზიცია მისთვის სრულიად გასაგებია.

გუშინ გვიან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვეს" მესვეურებმა დელ ნერის ულტიმატუმი წაუყენეს: თუ "ბიანკონერი" მომდევნო ტურში "ჩეზენას" დამარცხებას ვერ შეძლებს, მას პოსტის დატოვება მოუწევს. მოვლენათა ასეთი განვითარება სავსებით რეალურია, რადგან "ჩეზენა" ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს და სახლში იოლად არაფერს დათმობს. სულ რომ მოიგოს "იუვემ" ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ძნელად წარმოსადგენია, რომ დელ ნერიმ სკამი დიდხანს შეინარჩუნოს.

ეგ კი არა, ამბობენ, რომ მაროტამაც დაკარგა მოსვენება და აღარც მისი სკამია ძველებურად მყარი - იმასაც ამბობენ, რომ "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს მოჯის აჩრდილი არ ასვენებს...

მაროტა იქით იყოს და ვინ შეცვლის სენიორ დელ ნერის? - "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ეს ან კლაუდიო ჯენტილე იქნება, ან პაველ ნედვედი. უფრო რეალური ჩეხის გამწვრთნელება გახლავთ, რომელიც დღეს კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრია. ნედვედს არ აქვს სამწვრთნელო გამოცდილება, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ეს უკვე აღარავის უკვირს. თუნდაც "რომას" და ვინჩენცო მონტელას მაგალითი ავიღოთ - რომ აღარაფერი ვთქვათ პეპ გვარდიოლასა და "ბარსელონას" პრეცედენტზე. ბუნებრივია, რომ ახალ მწვრთნელთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გახანგრძლივდება, თუ მხარეები თანამშრომლობით კმაყოფილები დარჩებიან. თუმცა, ჯერ დელ ნერია "იუვენტუსის" მწვრთნელი და ვაცადოთ, იქნებ გამოძვრეს კიდეც.

დომენიკო დი კარლოს აღარაფერი უშველის, "ჩეზენასთან" სასინაო მარცხის შემდეგ, "სამპდორიას" პრეზიდენტს მოთმინების ფიალა აევსო და მწვრთნელს კარისკენ მიუთითა. რიკარდო გარონემ მადლობა გადაუხადა დი კარლოს გაწეული ღვაწლისთვის და დაემშვიდობა. სეზონის ბოლომდე "სამპას" ალბერტო კავაზინა გაწვრთნის - აქამდე სამწვრთნელო შტაბში იყო და გუნდის გაძღოლა სწორედ მას მიანდეს. ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

ტურის სიმბოლური

არკარი (ბრეშა) - მაიკონი (ინტერი), მარეკო (ბრეშა), გამბერინი (ფიორენტინა), ბალცარეტი (პალერმო) - ჯაკერინი (ჩეზენა), ლედესმა (ლაციო), ჯაკომაცი (ლეჩე) - სკული (ლაციო), ეტოო (ინტერი), მუტუ (ფიორენტინა).

მიუხედავად იმისა, რომ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მილანმა" "იუვენტუსს" გასვლაზე სძლია, რჩეულ ფეხბურთელებს შორის "როსონერის" ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, მეორე მილანური გრანდის თავდამსხმელმა, სამუელ ეტოომ დაიმსახურა ეს პატივი. კამერუნელმა მართლაც შესანიშნავად იასპარეზა "ჯენოას" წინააღმდეგ და ხუთი გოლიდან ორი მიითვალა აქტივში. აქვე ვთქვათ, რომ ეტოო მეხუთეჯერ მოხვდა სიმბოლურ გუნდში.

აფრიკელთან ერთად ჯუზეპე სკულის და ადრიან მუტუს ვხედავთ - ეტოოს მსგავსად, მათაც დუბლები შეასრულეს და განაპირობეს კიდეც საკუთარი წარმატება. "ფიორენტინამ" "კატანია" მიიღო და სამბურთიანი უპირატესობით დაამარცხა, "ლაციოს" კი სკული გოლები ეყო "პალერმოს" წასაქცევად. უკანახაზში "ბრეშას" მცველი და მეკარე უნდა გამოვარჩიოთ - ეს გუნდი მთელი 90 წუთის განმავლობაში იცავდა თავს "ნაპოლისთან" პაექრობაში და საბოლოოდ, ქულასაც გამოკრა ხელი.

ტურის გმირი

ტურის გმირად სამუელ ეტოო უნდა შევრაცხოთ, ფეხბურთელი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. "ჯენოამ" 1:0 მოუგო პირველი ტაიმი "ინტერს" და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლეონარდოს გუნდი ჰაერივით საჭირო ქულებს დაკარგავდა. თუმცა, მეორე ნახევარში ეტოო გადაირია, საკუთარ თავზე აიღო თამაში და ფაქტობრივად მარტომ გადაუარა მეტოქეს. ორი გოლი თავად გაიტანა, ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში და ერთი შედეგიანი იერიში წამოიწყო. ერთი სიტყვით, სამუელმა "ინტერის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ნამატჩევს თანაგუნდელებს გადაუხადა მადლობა და დასძინა, რომ ბევრი რამე მილანურ დერბიში გაირკვევა:

"ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა და საბედნიეროდ, არც დავკარგეთ. პირველ ტაიმში მეტოქემ ზონები შეგვიზღუდა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, რაც ანგარიშზეც აისახა. შესვენებისას იმაზე შევთანხმდით, რომ ტემპი იყო მოსამატებელი და საბედნიეროდ, ამოცანას კარგად გავართვით თავი. ჩემი გოლები? - ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ, რაშიც თითოეულმა მოთამაშემ თანაბარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება სასკუდეტო პერსპექტივას, ამაზე მილანური დერბის შემდეგ ვილაპარაკოთ".

ტურის დებიუტი

მას შემდეგ, რაც "პალერმომ"'"უდინეზესთან" რბილად რომ ვთქვათ მარცხი იწვნია, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დელიო როსის დაატოვებინეს. გამოცდილი სპეციალისტი ექსტრავაგანტულმა სერსე კოსმიმ შეცვალა, ვისი დებიუტიც გასულ უქმეებზე "ლაციოსთან" პაექრობაში შედგა. სიცილიელთა ახალმა თავკაცმა საფუძვლიანად შეცვალა ტაქტიკა-სტრატეგია და ფეხბურთელებსაც შეუცვალა პოზიცია. კოსმიმ უცნაური სქემა აირჩია: 3-5-1-1 და ფლანგის ნახევარმცველებად ნომინალური მცველები გაამწესა - მარჯვნივ მატია კასანი, ხოლო მარცხნივ ფედერიკო ბალცარეტი.

შესაძლოა ამ ტაქტიკამ მომავალში გაამართლოს, მაგრამ "ლაციოსთან" აშკარად არ გაჭრა. რომაელებმა პირველივე ტაიმში გაუტანეს მეტოქეს ორი გოლი და გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი. კოსმი უჩვეულო სიმშვიდით ადევნებდა თვალს მისი გუნდის უიმედობას, ერთს კი უთუოდ მიხვდებოდა: სამუშაო თავზესაყრელად აქვს.

ტურის მოვლენა

თუ "იუვენტუსი"-"მილანის" თამაში არ გინახავთ, ძალიან ცუდი, რადგან თქვენ გაუშვით შანსი ცოცხლად გენახათ ჯენარო გატუზოს გატანილი გოლი - თანაც რა თამაშში და ვის კარში... ტურის ცენტრალური შეხვედრის 68-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რინო მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ზლატან იბნრაჰიმოვიჩის მიერ ბრძოლაში მოგებული ბურთი სწორედ მას მიუვიდა და ერთი შეხებით, მარცხენა ფეხით გადაგზავნა ჯანლუიჯი ბუფონის კარის ჩარჩოში.

დიახ, ასეც ხდება, გატუზომ ბუფონს გაუტანა, რისი წყალობითაც "მილანმა" "იუვენტუსთან" ძალიან საჭირო სამი ქულა აიღო. ნამატჩევს, ჯენარო მეცხრე ცაზე იყო:

"ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, რადგან მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს გოლი გავუტანე. თუმცა, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ "მილანმა" გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა განიმტკიცა. თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯებით და ეს გვიფასდება. მთავარია, ტემპი არ დავაგდოთ და დარჩენილი პაექრობებიც უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ".

ტურის ფრაზა

ლუიჯი დელ ნერი ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "მილანთან" ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ლეჩესთან" და ეს პროგრესის მაჩვენებელია. ჩემმა შეგირდებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი, განსაკუთრებით დაცვით ფაზაში".

ციფრები და ფაქტები

- ჯენარო გატუზოს 2008 წლის იანვრის შემდეგ არ ჰქონდა გოლი გატანილი;

- 2011 წელს "უდინეზეს" არც ერთი თამაში არ წაუგია;

"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს

"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?

"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია

ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა

"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე

"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე

"გარიცხეთ რუსეთის ფედერაცია UEFA-დან" - ესტონელებმა მოთხოვნა წამოაყენეს

უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ

"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა

დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ