ბენზემა მოუს მადლიერია

ქარიმ ბენზემა და ემანუელ ადებაიორი - აი, ეს ორი მოულოდნელი გმირი ჰყავდა "რეალს" მისთვის საიუბილეო მატჩში სანტანდერში. კლუბის 109 წლისთავი ფრანგისა და ტოგოელის გოლების წყალობით "რეალმა" შესანიშნავ სტილში მოიგო - 3:1 და კვლავ 7 ქულამდე შეამცირა "ბარსელონასთან" ჩამორჩენა. მოკლედ, "სამეფო კლუბმა" აჩვენა, რომ კრიშტიანო რონალდოს გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა.

თამაშის შემდეგ განსაკუთრებით გახარებული დუბლის ავტორი ქარიმ ბენზემა იყო, რომელიც ამ ბოლო დროს მართლაც კარგად ათამაშდა: "თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვარ. ჩემს თავს ვატყობ, რომ ყოველ მორიგ მატჩში ვუმატებ. ამას სხვებიც მეუბნებიან და მამხნევებენ. ეჭვიც არავის შეეპაროს - გავაგრძელებ თავდაუზოგავ შრომას და კიდევ ბევრ გოლს გავიტან "რეალის" მაისურით. მე ვთამაშობ უდიდეს გუნდში, რომლისათვისაც თავგანწირვა ნამდვილად ღირს. ადებაიორთან ერთად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მეიმედება, რომ მწვრთნელი კიდევ მოგვცემს ერთად თამაშის საშუალებას. არ მინდა დაეკარგოს ჩვენს ის შრომა, რაც მან მხოლოდ ჩემთვის გასწია - მოურინიო ძალიან დამეხმარა, როგორც სასარგებლო რჩევებით, ასევე ფსიქოლოგიურად. ახლა, როცა მოედანზე კარგად ავთამაშდი, მას ეს გარჯა დაუფასდა. აღმოჩნდა, რომ მართალი იყო, როცა ლამის ყველამ ჩაიქნია ხელი ჩემზე, მან არ გამწირა", - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

"რასინგთან" თამაში განსაკუთრებული იყო სერხიო კანალესისათვის. მოგეხსენებათ, თინეიჯერი სწორედ "რასინგიდან" წაიყვანა "რეალმა": "ყოველთვის მადლიერი ვიქნები სანტანდერელი ფანებისთვის. სწორედ აქ დავფრთიანდი და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ. თამაშს მუდმივად ჩვენ ვაკონტროლებდით და უფრო დიდი სხვაობით მოგებაც შეგვეძლო. ლა ლიგის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დარჩა, ამიტომაც არ ვაპირებთ დანებებას. ჩვენი მიზანია, სამ ტურნირში

გავიმარჯვოთ".

ჩვენ ორი ისეთი ფეხბურთელის გამონათქვამები გაგაცანით, რომელთათვისაც ეს მატჩი ბევრს ნიშნავდა, ახლა დროა ჟოზე მოურინიოსაც "მოვუსმინოთ":

"სტუმრად ადრეც გვითამაშია კარგად. ახლაც ბრწყინვალედ გავართვით თავი მოვალეობას, საგოლე მომენტები თავიდანვე გვქონდა. მეტოქეს კი თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ჰქონდა, ამის მიზეზი ჩვენი ფანტასტიკური თამაშია. ყოველთვის ჩვენ ვთამაშობდით უკეთ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ გუნდმა 90 წუთის განმავლობაში შეინარჩუნა სიმშვიდე.

ორი ფორვარდით თამაშმა, შეტევაში მეტი ალტერნატივა გააჩინა, ბენზემამ და ადებაიორმა დიდებულად გაუგეს ერთმანეთს. სხვათა შორის, ამავე სისტემით ვითამაშეთ "მალაგასთანაც" სტუმრად, მაშინ დი მარია ინსაიდის პოზიციაზე ვათამაშე, ხოლო კრიშტიანო შეტევაში იგუაინს შეუერთდა. ვფიქრობ, ამ სისტემით ორი დაცვითი ტიპის ნახევარმცველი საჭირო არ არის. მაგრამ, როგორც კი კრიშტიანო დაბრუნდება, გუნდი დაუბრუნდება აქამდე ბრწყინვალედ მორგებულ სისტემას".

სიმართლე გითხრათ, არ შევყურებ იმედით "ბარსელონას" თამაშებს და არ ველი, რომ მათ ფეხი დაუცდებათ. მე ჩემი ლიგა და ჩემი მატჩები მაქვს სათამაშო. ამიტომ, შევეცდები ავიღო ქულების მაქსიმალური რაოდენობა. მოგებისთვის კი საჭიროა, იყო მეტოქეზე უკეთესი, როცა მეტოქე შენსავით ძლიერია, მაშინ დეტალები წყვეტენ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ველი, რომ "ბარსელონა" სადმე წააგებს ან ფრეს ითამაშებს, თუმცა უშუალო შეხვედრაში ამ გუნდის დამარცხებას ვაპირებ".

ამის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ახსნა თუ რატომ ათამაშა ახალგაზრდა ალექსი და სკამზე დატოვა პედრო ლეონი: "ოთხი წუთი რჩებოდა და ეს ოთხი წუთი ძალიან ბევრს ნიშნავს ალექსისთვის, ასევე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კასადოს შევიყვანდი, მაგრამ პედროსთვის 4 წუთი თამაში არაფერია. ამიტომ, გადავწყვიტე, ერთ-ერთი მათგანი გამეხარებინა - ალექსს გაუმართლა, მას ბრწყინვალე საღამო ჰქონდა. ამ თამაშში განსაკუთრებით კმაყოფილი გრანეროთი ვარ. ის სწორედაც რომ საჭირო ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია გუნდისთვის სარგებლიანი იყოს. გრანერო მალე სწავლობს და თამაშის მანერით ინტელიგენტი ფეხბურთელია".

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა