IIIIღIღIღIღIღI

0000000000000000000000

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. თურქეთის ტურნირი

ბრინჯაოს ხანა სტამბოლში

საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა სტამბოლში, ვები ემრესა და ჰამიტ ყაფლანის 35-ე საერთაშორისო ტურნირში და ექვსივე – ბრინჯაოსი. ამ შეჯიბრების პრიზიორები, რომელშიც 15 ქვეყნის ნაკრები გამოდიოდა, გახდნენ გიორგი ჯავახია (71), მინდია წულუკიძე (75), გიორგი ცირეკიძე, თორნიკე ძამაშვილი (ორივე - 80), მათე სოფაძე (85) და ბექა კანდელაკი (130). გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მეორეზე გავიდნენ მასპინძელი თურქეთის შემდეგ, თავად კი აზერბაიჯანს, ირანს და სხვა ასეთ ძლიერ გუნდებს გაუსწრეს.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ჩვენგან სათადარიგო შემადგენლობა გამოდიოდა, რომელმაც ტურნირამდე ერთობლივი შეკრებაც გაიარა თურქეთში. იქ ჩვენგან 23-წლამდელთა ნაკრების წევრებიც გამოდიოდნენ, რომლებმაც მარტი-აპრილის მიჯნაზე უნგრეთში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში უნდა იასპარეზონ. ჩვენს გუნდს მწვრთნელად ევროპის სამგზის მესამე პრიზიორი შალვა გადაბაძე ახლდა, ვინც ბოლო წლებში აზერბაიჯანის ნაკრებში ჭიდაობდა, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კი სამშობლოს დაუბრუნდა.

ირაკლი თავაძე

000000000000000000000000

თბილისი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. სპორტის სასახლის ხალიჩის ცენტრში მეტოქეს ვეფხვივით ატოტებული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი იდგა. ქომაგები ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდნენ ქართველ ფალავანს - ცოტა ხანს ნუ წააქცევ, ბიჭო, ეჭიდავე... გვაყურებინეო...

ლევანმა კი რამდენიმე წამში მოუმთავრა მეტოქეებს საქმე. საგარეჯოში ჩასულს მეზობლის ბიჭმა უსაყვედურა-ეგ რა ქენი, ჭიდაობა რატომ არ გვაჩვენეო.

-ბილეთში რამდენი გადაიხადე? - მოულოდნელად ჰკითხა ჩემპიონმა. როგორც სხვებმა, მანეთიო, უპასუხა.

-ჰოდა, რაც გადაიხადე, გენაცვალე, მეც იმისი ვიჭიდავე, - უთხრა ღიმილით ლევანმა.

მეზობლის ბიჭი თედიაშვილის მამას (იგი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გახლდათ) მიუბრუნდა: "ჩემო ქიტეს, შენთვინ ი გიტლერის ბომბსა თითები კი არა, სხვა რამე უნდა წაეწყვიტა, ეს არგასაზრდელი რო არ გაგეკეთებინა"...

ის იყო, მისი საჭიდაო კარიერა იწყებოდა, კაკაბეთში ერთ-ერთი შეჯიბრებისას ოლიმპიურმა ჩემპიონმა არსენ მეკოკიშვილმა ვახტანგ ბალავაძეს უთხრა, ერთი იმ ბალღის ორთაბრძოლებს დააკვირდიო. "ჭიდაობის პროფესორიც" დააკვირდა, მოეწონა და ნიჭიერი ყმაწვილი თბილისში წამოიყვანა, თავისთან დააბინავა და საერთაშორისო სარბიელზე გზის გაკაფვაშიც დაეხმარა. შეგირდმაც არ დააღალატა ოსტატი.

- რკინის ნერვების პატრონია! - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ვახტანგ ბალავაძე. - მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მეოთხე წრეში ამერიკელ პეტერსონს უნდა შეხვედროდა. მთელი ღამე არ დამიძინია, ასპარეზობის დღესაც ვნერვიულობდი, სხვებიც ნერვიულობდნენ. მოდის ლევანი და მეკითხება - ხალიჩაზე გასვლამდე რამდენი წუთი დარჩაო?

საათს დავხედე _ ერთი საათი-მეთქი.

- წავუძინებო!

- რას იზამ-მეთქი?

- წავუძინებო!

ალბათ, ხუმრობს, გავიფიქრე. ის კი მიტრიალდა და წავიდა.

- გადამრევს ეს კაცი! _ ვფიქრობ. ვიწრიალე, ვიწრიალე, ვერ მოვისვენე... მაინც სად წავიდა?.. ღმერთო, შენ მიშველე! სძინავს! წარმოგიდგენიათ? იმისი ხვრინვა შორიდან მესმის...

შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთი დარჩა.

- ადე, ბიჭო! - ვაღვიძებ.

- სიზმარში რო ჟირაფს ნახავ, რას ნიშნავს? - მეკითხება...

მოუგო ჯონ პეტერსონს, 12 ქულის სხვაობით.

ლოთი პატერსონი

ერთხელ ჯონი თბილისის საერთაშორისო ტურნირს ეწვია. ამერიკის გუნდი სასტუმრო "თბილისში" დაბინავდა. ლევანმა მეტოქე კახეთში წაიყვანა. მამამ შვილი და მისი ამერიკელი მეგობარი მარანში შეიყვანა, ქვევრს თავი მოხადა. ჯონმა გასინჯა ქარვისფერი სითხე. მოეწონა. ლევანმა შესთავაზა, ამერიკულად დავლიოთო: გრძელი რეზინის შლანგი შუაზე გაჭრა, თითო ბოლო ქვევრში ჩაუშვა, მეორეთი კი ღვინის წრუპვა დაიწყეს. გვარიანად გამოთვრნენ. მეორე დილით ლევანმა სასტუმროში მიაკითხა ამერიკელს. ჯონი საწოლზე იწვა პირსახოცით თავწაკრული. ხმას არ იღებდა. ლევანმა ბოცებით ღვინო აიტანა ნომერში, აბაზანაში ჩაასხა და ამერიკელს უთხრა, ადე, "პახმელიაზე" უნდა გამოგიყვანოო. ჩააწვინა აბაზანაში. ეტყობა, ღვინის სურნელმა იმოქმედა, ჯონი 10 წუთის შემდეგ ჩიტივით იყო. ეს რა კარგი რამე გცოდნიათო, უთხრა ლევანს გამოცოცხლებულმა პეტერსონმა.

ირანული პერიპეტიები

1973 წელს ლევან თედიაშვილმა თეირანში "ფარახის" სტადიონზე ყველა მეტოქე დაამარცხა, მათ შორის მიუნხენის ოლიმპიადის ჩემპიონი ბენ პეტერსონი და მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა. იქვე მეორე ტიტულიც დაიმსახურა, ოღონდ - სამბოში.

ოთხი წლის შემდეგ ლევან თედიაშვილი ისევ ეწვია ირანის დედაქალაქს, უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც შაჰი ესწრებოდა, ლევანმა წამები მოანდომა მეტოქეების დამარცხებას. ფინალში მასპინძელ სულეიმანს უნდა შეხვედროდა. საკავშირო ნაკრების მწვრთნელ იური შახმურადოვისგან გაიგო, რომ ირანელები წაგებისთვის 50.000 დოლარს იხდიანო. შუამავლებს უთხრა, 80.000-ს კაპიკი არ დააკლდებაო. ისინიც მაშინვე დატრიალდნენ, მაგრამ სანამ ფულით დაბრუნდებოდნენ, თედიაშვილი უკვე ხალიჩაზე იდგა და შაჰის ფავორიტს კატათაგვობანას ეთამაშებოდა. მერე, ეს რომ მოსწყინდა, სულეიმანი ხალიჩაზე დაახეთქა, თავად კი უხამსი ჟესტი გააკეთა, აი, ფეხბურთელებმა რომ იციან, ისე. ძლივს გადაურჩა მაყურებლებს, ნაკრების ხელმძღვანელებისგან ბევრი საყვედურიც მიიღო, მაგრამ... "მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვიყავი-რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი".

მონრეალის

ოლიმპიური ოქრო

1976 წლის 31 ივლისს მონრეალის ოლიმპიურ ხალიჩაზე 90 კილოში ბოლო ოლიმპიური ოქროს მედლის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ერთმანეთის პირისპირ მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები – ლევან თედიაშვილი და ამერიკელი ბენ პეტერსონი იდგნენ. ოთხი წლის წინათ ისინი სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოდიოდნენ. ჯონმა, რომელსაც მონრეალში ოლიმპიური ჩემპიონობა მოეპოვებინა და ძმას სეკუნდანტობდა, ბენს უთხრა თურმე – "ტედის" შენი შემოწმება გადაუწყვეტიაო. "ერჩივნა, თავის წონაში დარჩენილიყო, ჩემთან ვერაფერს გახდება", - იმედიანად იყო მიუნხენის ჩემპიონი.

"ამერიკელები მონრეალში თავს მასპინძლებად გრძნობდნენ, - იგონებს ერთ-ერთ ინტერვიუში ლევან თედიაშვილი. - ვიცოდი, არბიტრები ოლიმპიადის ბოლო დღეს ამერიკელის მხარეს იქნებოდნენ, ამიტომაც ფინალის წინ საიდუმლო სცენარი შევიმუშავე- მსაჯები უნდა დამერწმუნებინა, რომ ბენი მათ დაუხმარებლადაც მომიგებდა. მართლაც, პირველი ქულა ავიღე თუ არა, ვცდილობდი, არ მეჭიდავა. არბიტრებმა გაფრთხილება მომცეს და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1. პირველი პერიოდი ფრედ - 2:2 დამთავრდა. საბჭოთა დელეგაციის წევრები შეშფოთებული მიყურებდნენ. მათ ხომ არ იცოდნენ ჩემი საიდუმლო გეგმის შესახებ".

მე-2 პერიოდი თედიაშვილმა 6:4 მოიგო. მესამეში, სანამ მწვრთნელები და ბენი აზრზე მოვიდოდნენ, ქართველმა ფალავანმა ხუთი ქულა აართვა ამერიკელს და 11:5 გაიმარჯვა. გაოგნებული უყურებდნენ უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. მეორე დღეს "მონრეალ სტარის" კორესპონდენტი წერდა: "ტედი" თანამედროვე სპორტსმენის ეტალონია. იგი ყველაზე დიდია მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი და სრულყოფილი, ამიტომაც აღიარეს მონრეალის ოლიმპიური ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ".

00000000000000000000000

0000000000000000000000000000000

0000000000000000000

0000000000000000000000000

00000000000000000000000000000000000

0000000000000000000

000000000000000000

00000000000000000000000

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა