ქალებმა წინა კვირას ორ ტურნირში ითამაშეს - მალაიზიის კუალა ლუმპურში და მექსიკის მონტერეიში
სანამ მამაკაცები დევისის თასზე არკვევდნენ ურთიერთობას, ქალებმა წინა კვირას ორ ტურნირში ითამაშეს - მალაიზიის კუალა ლუმპურში და მექსიკის მონტერეიში. ორივეგან თითქმის თანაბარი შემადგენლობა შეიკრიბა, თუმცა ოდნავ უფრო წარმომადგენლობითი მალაიზიური ტურნირი იყო.

კუალა ლუმპურში გაიმარჯვა ჩოგბურთელმა, ვისგანაც ამ წარმატებას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ელენა დოკიჩი ხან ავსტრალიის სახელით გამოდიოდა, ხან სერბეთისა და ჩერნოგორიის, შემდეგ ისევ ავსტრალიის, იყო მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ კინაღამ დაასრულა აქტიური კარიერა... ამ კვირამდე თავისი მეხუთე და ბოლო ტიტული დოკიჩს 2002 წელს ჰქონდა მოპოვებული.

მალაიზიაში 27 წლის ჩოგბურთელს სამი ურთულესი მატჩის მოგება მოუწია, მათ შორის ფინალში. დოკიჩმა სამჯერ წააგო პირველი სეტი, მეორეს პარტიას ტაი-ბრეიკზე იღებდა და მესამეში ბოლოს უღებდა მოწინააღმდეგეს. ასე მოხდა პირველ ნომრად განთესილ ფრანჩესკა სკიავონესთან, იაპონელ კურუმი ნარასთან და ჩეხ ლუსი საფაროვასთან. ამასთან ფინალურ მატჩში საფაროვას წინააღმდეგ ავსტრალიელს მატჩბოლების მოგერიება მოუწია. ამ ჩოგბურთელების გარდა მან ტურნირს გამოთიშა პერსპექტიული სერბი ბოიანა იოვანოვსკი და სახელგანთქმული ჰოლანდიელის რიხარდ კრაიჩეკის და - მიხაელა კრაიჩეკი, რომელიც ერთ დროს ასევე პერსპექტიულად მიიჩნეოდა, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა.

მონტერეიში გადამწყვეტ მატჩამდე პირველ ორ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელებმა მიაღწიეს. მოქმედი ჩემპიონის ანასტასია პავლიუჩენკოვასა და ელენა იანკოვიჩის გავლილი გზაზე მთელი კვირა გიამბობდით. სერბი უფრო დამაჯერებლად გამოდიოდა და არც ერთ მატჩში არ დაუხარჯავს საათნახევარზე მეტი, თუმცა ასეთი კარგი ფორმა საკმარისი არ აღმოჩნდა გადამწყვეტ მატჩში რუსის

დასამარცხებლად.

იანკოვიჩსა და პავლიუჩენკოვას აქამდე ერთხელ ჰქონდათ ნათამაშები ერთმანეთში და რუსმა 6:4, 6:4 მოიგო. ეს 2009 წელს ინდიან უელსში მოხდა, სადაც ანასტასიამ ნახევარფინალში გასვლით პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. იანკოვიჩი მაშინ მსოფლიოს მესამე ჩოგანი იყო.

პირველ სეტში აშკარა უპირატესობა სერბს ჰქონდა. ელენამ შესანიშნავი შეტევითი ჩოგბურთი აჩვენა და როცა 3:2-ზე მეტოქის გეიმი აიღო, პარტიის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.

როგორც ჩანს, იანკოვიჩმა ნაადრევად ჩათვალა საქმე მოთავებულად და მოდუნდა. მან დაივიწყა, რომ პირველ სეტში წარმატება აქტიურმა ჩოგბურთმა მოუტანა და მთლიანად თავდაცვაზე გადავიდა. რუსმაც ინიციატივა მოიპოვა და ერთი მეორის მიყოლებით იღებდა გეიმებს. თუმცა იანკოვიჩსაც ჰქონდა რამდენიმე ბრეიკ-პოინტი, მაგრამ მათი გამოყენების პროცენტი არ უვარგოდა.

ყველაზე დაძაბული მესამე სეტი გამოვიდა. თავიდან პავლიუჩენკოვას გაუჭირდა - მის გეიმებზე მუდმივად ბრძოლა იყო, იანკოვიჩი კი იოლად იღებდა საკუთარ მოწოდებებს. მაგრამ პარტიის შუაში ყველაფერი შეიცვალა. სერბს ერთბაშად გამოეცალა ძალები და საბოლოოდ, პავლიუჩენკოვამ 2:3-დან ერთბაშად ოთხი გეიმი აიღო და მონტერეიში ტიტული დაიცვა. ეს იყო რუსის მესამე გამარჯვება ჭთA-ის ტურში.

კუალა ლუმპური (მალაიზია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ელენა დოკიჩი (ავსტრა)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 5) 2:6, 7:6 (11:9), 6:4.

მონტერეი (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 2)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 1) 2:6, 6:2, 6:3.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა