ნაგოიას ბაშოზე კიდევ ერთმა ქართველმა ამოწურა წაგებათა ლიმიტი

ნაგოიას ბაშოზე კიდევ ერთმა ქართველმა ამოწურა წაგებათა ლიმიტი - ელიტის დებიუტანტ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მომდევნო გამარჯვება რანგში დააქვეითებს, თუმცა ელიტაში ადგილს მაინც შეუნარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ გაგამარუ დღეისათვის აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირაა. გუშინ მონღოლმა ტამავაშიმ ყველაზე მძიმე ელიტელის მხარი დაიჭირა და ისე განახორციელა სუკუინაგე. გაგამარუს 5-7 ბალანსი აქვს. დღეს მისი მეტოქე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა იოშიკაძეა (3-9). ეს შეხვედრა 177 სმ სიმაღლის იაპონელისთვის აღარაფერს წყვეტს, გაგამარუ 28 წლის სუმოისტს პირველად შეერკინება.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) კარგად დაიცვა თავი კაკიძოეს შეტევებისგან, "შავი ზღვა" შეეცადა, რკალს იქით არ გასულიყო და ეს შეძლო კიდეც. ქართველს 6-6 ბალანსი აქვს და სამიდან ორი დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება მას რეიტინგში წაწევს. დღეს კოკაის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ტოკუსეგავაა (7-5), რომელსაც ერთი მოგებაღა აშორებს კაჩიკოშის. 26 წლის მონღოლთან "შავ ზღვას" აქამდე ერთხელ უჭიდავია - წლეულს, მარტის ბაშოზე კოკაიმ ჰატაკიკომის ილეთით მოიგო.

ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) ბედი წინა დღით გადაწყდა, როცა მან მე-8 მარცხი იგემა. გუშინ მისი მეტოქე "მატადორი" ამინიშიკი იყო. იაპონელმა საოცარ ბრძოლაში მოიგო, მაგრამ მუხლი დაიზიანა და გამარჯვებულისათვის განკუთვნილი ჰონორარი ასკინკილით გამოართვა მსაჯს. შესაძლოა, ამინიშიკიმ დაასრულოს ასპარეზობა ნაგოიას ბაშოზე. ტოჩინოშინს 3-9 ბალანსი აქვს. მისი დღევანდელი მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტოკიტენკუა (7-5). ყოფილი კომუსუბი გამარჯვების შემთხვევაში, ალბათ, ტიტულს დაიბრუნებს. ლევანმა კი ზედიზედ მესამედ წააგო. ელიტაში მას 99 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მონღოლ ტოკიტენკუსთან ურთიერთშეხვედრებში ქართველი კომუსუბი 2:3-ს აგებს.

14 იანვრის შემდეგ არ წაუგია დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს. მას შემდეგ ნარჩევმა რიკიშებმა სცადეს მონღოლის დამარცხება, მაგრამ ამაოდ. არ გამოუვიდა ეს არც მოულოდნელად დაწინაურებულ კიტატაიკის. ჰაკუჰომ ძალიან ლამაზი გდებით დაამარცხა იაპონელი. 12-0, ასეთი ბალანსით ერთპიროვნულად ლიდერობს დიდი ჩემპიონი და მისი მძლეველი დოჰიოზე კაციშვილი არაა. მას ხვალვე შეუძლია გაიფორმოს მე-15 თასი, რომელსაც ჰაკუჰო თვალით ვერ იხილავს, რადგან იაპონიის ასოციაციამ ფსონებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ნაგოიას ბაშოზე ყველა ტიტული გააუქმა.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)

XII დღე: ჰაკუჰო-კიტატაიკი (კირიკაეში), კოტოშოგიკუ-ბარუტო (კატასუკაში), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (ოშიდაში), კოტოოშუ-ჰომაშო (იორიკირი), ამინიშიკი-ტოჩინოშინი (შიტატენაგე), ჰაკუბა-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოკიტენკუ-ასასეკირიუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-კაკურიუ (ოშიდაში), არანი-ვაკანოსატო (იორიკირი), ტოკუსეგავა-ტაკეკაძე (ცუკიჰიზა), იოშიკაძე-ბუშუიამა (უვატენაგე), კოკაი-კაკიძოე (ჰიკიოტოში), მოკონამი-შიმოტორი (იორიკირი), ტაკამისაკარი-ტოსაიუტაკა (იორიკირი), ტამავაში-გაგამარუ (სუკუინაგე), ჰოკუტორიკი-კიმურაიამა (ოშიდაში), შოტენრო-საგაცუკასა (ჰატაკიკომი), სოკოკურაი-ტამაასუკა (შიტატედაშინაგე).

სატურნირო მდგომარეობა

12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

10-2: ჰომაშო (მაეგაშირა 13).

9-3: კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (მ 6).

8-4: ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), არანი (მ 2), ტაკამისაკარი (მ 11)... 6-6: კოკაი (მ 12)... 5-7: გაგამარუ (მ 12)... 3-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

XIII დღე: ტოჩინოშინი-ტოკიტენკუ, გაგამარუ-იოშიკაძე, კოკაი-ტოკუსეგავა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა