დევისის თასის მსოფლიოს ჯგუფში პირველი რაუნდი დასრულდა, რის შემდეგაც მეოთხედფინალური წყვილები გამოვლინდა
კვირას დევისის თასის მსოფლიოს ჯგუფში პირველი რაუნდი დასრულდა, რის შემდეგაც მეოთხედფინალური წყვილები ჩამოყალიბდა. ამ ეტაპზე გუნდები ერთმანეთში ურთიერთობას უიმბლდონის შემდეგ გაარკვევენ.

მერვედფინალში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. უდიდესი სენსაციის ავტორი გახდა ყაზახეთის ნაკრები, რომელმაც ოსტრავაში ჩეხეთი დაამარცხა. არადა, მსოფლიოს ჯგუფის დებიუტანტი პირველი ორი დღის შემდეგ 1:2-ს აგებდა, თანაც წყვილთა თანრიგის მატჩის შემდეგ სასტუმროში მძიმე საათების გადატანა მოუხდა - ყაზახებს ნომრები გაქურდული დახვდათ და კარგა ხანი მოუწიათ პოლიციასთან ურთიერთობა.

მიუხედავად ამისა, სტუმრების ლიდერმა ანდრეი გოლუბევმა სამსაათნახევარიან ბრძოლაში დაამარცხა ჩეხების პირველი ნომერი ტომაშ ბერდიხი, რომელმაც თავისი გუნდისთვის ზედიზედ მესამე ქულის მოპოვება ვერ შეძლო. ყველაფერი მეხუთე შეხვედრაში გადაწყდა, სადაც ჩეხებს თავიანთი მეორე ნომერი რადეკ შტეპანეკი დააკლდათ. მისმა შემცვლელმა იან ჰაიეკმა როგორც შეეძლო იბრძოლა, მაგრამ მანაც 3.5 საათის შემდეგ დამარცხებულმა დატოვა კორტი.

ყაზახეთის ნაკრები რუსეთში დაწუნებული ჩოგბურთელებით არის დაკომპლექტებული. თავად რუსეთმა კი ნიკოლაი დავიდენკოსა და მიხაილ იუჟნის გარეშე ვერაფერი მოუხერხა შვედეთის ნაკრებს და პირველად ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ვერ მოხვდა რვა საუკეთესოს შორის.

სკანდინავიელებმა პირველი ორი დღის შემდეგ მეოთხედფინალში თამაში გაინაღდეს, არადა, მასპინძლებს რეალურად მხოლოდ რობინ სიოდერლინგის იმედი უნდა ჰქონოდათ. შვედების მეორე ნომერი იოახიმ იოჰანსონი უკვე დიდი ხანია მაღალ დონეზე აღარ თამაშობს და სათამაშო პრაქტიკაც აკლია, მაგრამ ამის მიუხედავად, მან მაინც შეძლო ერთეულებში მნიშვნელოვანი ქულის აღება, თანაც სამ სეტში გაუსწორდა თეიმურაზ გაბაშვილს.

ასევე ვადაზე ადრე გაინაღდეს შემდეგ ეტაპზე თამაში ესპანეთმა და არგენტინამ. ესპანელებს იოლი გასეირნება ჰქონდათ ბელგიაში. იქაურმა გულშემატკივრებმა ორჯერ იხილეს საქმეში მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი. არადა, კვირას რაფას თამაში აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მაგრამ ის კორტზე მაინც გავიდა და საათსა და 16 წუთში ოლივიე როხუსს გაუსწორდა.

გაუმართლა არგენტინას, რომელმაც პირველ ორ დღეს სამი მატჩი მოიგო და კვირის თამაშები ფორმალობად აქცია. გაუმართლა იმიტომ, რომ ამ გუნდის ლიდერმა დავიდ ნალბანდიანმა ტრავმა მიიღო და ბოლო დღეს კორტზე გასვლას ვეღარ შეძლებდა. დავიდის დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ მან ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსებიდან განაცხადი გამოიტანა.

დანარჩენ შეხვედრებში ყველაფერი კვირის მატჩებში გაირკვა. ავსტრია ვენის აეროპორტის ნომერ მესამე ანგარში საფრანგეთთან 1:2-ს აგებდა, მაგრამ მასპინძლების ლიდერმა იურგენ მელცერმა შეძლო პირველ დღეს წაგებისთვის რეაბილიტაცია და სტუმრების პირველი ნომერი ჟილ სიმონი დაამარცხა. მაგრამ ბოლო მატჩზე ავსტრიელებს მსოფლიოს 138-ე ნომრის, მარტინ ფიშერის გამოყვანა მოუწიათ. მას ჟერემი შარდი ოთხ სეტში გაუსწორდა და საფრანგეთს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

გერმანელებმა სტუმრად აჯობეს გუნდს, რომელსაც ერთი აშკარად გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა მარინ ჩილიჩის სახით. ხორვატმა ფილიპ კოლშრაიბერი სამ სეტში დაამარცხა და ანგარიში 2:2 გახადა. გადამწყვეტ მატჩში ხორვატთა მწვრთნელმა ივან დოდიგს ივო კარლოვიჩი ამჯობინა, რომელმაც წინა დღეს წყვილთა მატჩში მოწოდების სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა (251 კმ/სთ). 208 სანტიმეტრი სიმაღლის ხორვატის წინააღმდეგ სათამაშოდ 23 სანტიმეტრით დაბალი ფილიპ პეტცშნერი გავიდა. ასეთი სხვაობის მიუხედავად, გერმანელმა ეისების რაოდენობითაც კი აჯობა ივოს - 21:16. თამაში ორსაათნახევარი გაგრძელდა და ის გერმანელმა მოიგო.

დანარჩენ ორ შეხვედრაში მოულოდნელობა არ მომხდარა. ამერიკელებმა ენდი როდიკმა და ჯონ ისნერმა ერთეულთა მატჩები მოიგეს და თავიანთ გუნდს ჩილესთან 4:1 გამარჯვება გაუნაღდეს. მოქმედმა ჩემპიონმა სერბეთმა კი ასევე ბოლო დღეს გატეხა ინდოელების მოულოდნელად მედგარი წინააღმდეგობა.

1/4 ფინალი

შვედეთი-სერბეთი

არგენტინა-ყაზახეთი

აშშ-ესპანეთი

გერმანია-საფრანგეთი.

მატჩები 8-10 ივლისს გაიმართება.

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება