წლევანდელ უიმბლდონზე ერთეულთა თანრიგში მამაკაცების ნახევარფინალები, აგრეთვე კაცებისა და ქალების ფინალი კინოთეატრებში 3D ფორმატში გადაიცემა
წლევანდელ უიმბლდონზე ერთი სიახლე იქნება - ერთეულთა თანრიგში მამაკაცების ნახევარფინალები, აგრეთვე კაცებისა და ქალების ფინალი მთელს მსოფლიოს კინოთეატრებში 3D ფორმატში გადაიცემა - იტყობინებიან "დიდი სლემის" ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ორგანიზატორები. წელს უიმბლდონის ტურნირი 20 ივნისიდან და 3 ივლისამდე გაიმართება.

ორშაბათს უიმბლდონის ორგანიზატორებმა და კომპანია "სონიმ" მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გააფორმეს. კინოთეატრების გარდა, უიმბლდონის მთავარი მატჩების ტრანსლირების უფლება იმ ტელეკომპანიებსაც ექნებათ, რომლებსაც შეუძლიათ 3D ფორმატში ტრანსლაციების ორგანიზება.

"უიმბლდონი განთქმულია ტრადიციების შენარჩუნებით, თავისი მემკვიდრეობით, - ამბობს ინგლისის საჩოგბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი იენ რიჩი. - ამავდროულად, ჩვენ ვეძებთ ტურნირის უკეთ გაშუქების გზებს, ერთმანეთს ვუხამებთ ტრადიციებსა და ინოვაციებს."

რიჩიმ იმედი გამოთქვა, რომ საჩოგბურთო მატჩების ახალი ფორმატით ჩვენება ბავშვებს უფრო მეტად დააინტერესებს სპორტის ამ სახეობით.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა