ფორმულა 1-ის რბოლებით კიდევ ერთი ქვეყანა დაინტერესდა - თანამედროვე ტრასის აშენება ხორვატიამ გადაწყვიტა

ჩვენ უკვე ვწერდით ფორმულა 1-ის ფაქტობრივი მფლობელის, ბერნი ექლსტოუნის უცნაური იდეის შესახებ. ბრიტანელ მილიარდერს სურს სპეციალური სარწყავი სისტემით აღჭურვოს ტრასები და ეტაპების დროს წვიმის იმიტაცია მოახდინოს.

ამ იდეას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მოიწონეს "ხელოვნური წვიმის" პერსპექტივა. მაგალითად, იდეას ემხრობა "პირელი მოტოსპორტის" ხელმძღვანელი პოლ ჰემბრი.

მაგრამ უფრო საინტერესოა ამერიკული პრესის ინფორმაცია. გავრცელდა ამერიკის მომავალი გრან-პრის პრომოუტერის, ტავო ჰელმუნდის კომენტარი. მასაც მიაჩნია, რომ "ხელოვნური წვიმა" რბოლების სანახაობრივი მხარის ამაღლებისთვის შესანიშნავი ხერხია.

კერძოდ, ჰელმუნდმა განაცხადა, რომ ნამდვილისგან განსხვავებით, ხელოვნური წვიმა პუბლიკას ვერ შეაშინებს და ბილეთების რეალიზაციაზე გავლენას არ იქონიებს.

"პილოტის ნიჭი ყველაზე კარგად წვიმიან რბოლაში ჩანს, - ამბობს ქალაქ ოსტინის რბოლის მენეჯერი. - თანაც ამ იდეას უნდა მიესალმონ პატარა გუნდები, რადგან წვიმის დროს გუნდების შანსები მეტ-ნაკლებად თანაბრდება, აღარ იგრძნობა სხვაობა საჯინიბოების ბიუჯეტებს შორის და ნამდვილად ნიჭიერ პილოტებს თუნდაც სუსტი მანქანით აქვთ გაბრწყინების საშუალება."

მთავარი, რაც ჰელმუნდმა თქვა ის არის, რომ მომავალი ტრასა შეიძლება აღიჭურვოს სპეციალური სისტემით, რომელიც რბოლის დროს წვიმის ეფექტს შექმნის. ახლა ამერიკელი ამ იდეის განხილვას ბერნი ექლსტოუნთან აპირებს.

ტექსასის შტატში ამერიკის გრან-პრისთვის განკუთვნილი ავტოდრომის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ამასობაში, ფორმულა 1-ის რბოლებით კიდევ ერთი ქვეყანა დაინტერესდა. თანამედროვე ტრასის აშენება გადაწყვიტა ხორვატიამ.

პროექტის ორგანიზატორები თამამ განცხადებებს აკეთებენ და ირწმუნებიან, რომ სამუშაოები 18 თვეში დასრულებული იქნება. რამდენიმე წყაროს ცნობით, ბერნი ექლსტოუნმა მოიწონა ხორვატული მხარის ენთუზიაზმი და დაინტერესდა ამ ქვეყანაში გრან-პრის ჩატარების პერსპექტივით.

ახალი არენის სავარაუდო ბიუჯეტი 250 მილიონი ევრო იქნება. ამ თანხის დიდ ნაწილს ინვესტორები გამოყოფენ. პროექტისთვის მხარის დაჭერას ხორვატიის მთავრობაც აპირებს.

avtuko
ეეე პირელი ძაან აქტიურობს ამ წვიმაზე რაა ეტყობა ასე უნდა გამოასწოროს გამალებული ცვეთა,
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა