"დორტმუნდის" დევიზი მხოლოდ შეტევაა, ამაზე უარს არც "ბენფიკა" იტყვის
* ჩემპიონთა ლიგაზე არც ერთ გუნდს არ ამოუქაჩია მას მერე, რაც პირველი თამაში 0:4 წააგო.

* თუ "ბარსელონა" გავა, რეკორდს დაამყარებს - ზედიზედ 10-ჯერ მეოთხედფინალში აქამდე არავინ გასულა.

* თუ "დორტმუნდი" გავა მეოთხედფინალში, ამას "ბორუსია" ბოლო ათწლეულში მესამედ მოახერხებს.

* კოსტას მიტროღლუმ "ბენფიკას" ბოლო 17 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

დღის მენიუში კვლავ ორი თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ პარიზში პსჟ-მა, თითქოს, დაუსვა წერტილი დუელში მთავარ საკითხს, კატალონიაში ჯერ კიდევ ბევრს სჯერა სასწაულის, მათ შორის კი ლუის ენრიკე და მისი შეგირდებიც არიან. გაცილებით დაბალანსებულია ჯახი, რომლის მეორე ნაწილი დორტმუნდის "იდუნა პარკზე" უნდა გაიმართოს...

ბარსელონა-პსჟ

კატალონიელები სასწაულის იმედად არიან, მათ "ბარსას" ბოლოდროინდელი თამაშების ეიმედებათ, როცა გუნდმა 5 გოლზე ნაკლები არც ერთ დაპირისპირებაში არ გაიტანა, მაგრამ პსჟ არც ვიგოს "სელტაა" და მით უმეტეს, არც ხიხონის "სპორტინგი". აბა, მათი შედარებაც კი როგორ შეიძლება?

ლიონელ მესი სუპერფორმაშია, 2017 წელს მან უკვე 15 გოლი გაიტანა. რაც ბევრი ფორვარდისთვის წლის ნორმაა, მესიმ ორ თვეში შეძლო. და მაინც, "კამპ ნოუზე" დიდი სასწაული უნდა მოხდეს, რომ პსჟ-მა 4-ბურთიანი უპირატესობა გაანიავოს.

I მატჩში

სხვა ნებისმიერი გუნდის შანსებზე ლაპარაკიც აღარ იქნებოდა, თუმცა, როცა საქმე "ბარსასთან" გვაქვს... გავიხსენოთ, პარიზული დაპირისპირება, რომელშიც უნაი ემერიმ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა ლუის ენრიკეს. იმ შეხვედრაში ყოფილი რეალელის, ანხელ დი მარიას ბენეფისი ვიხილეთ, მან დუბლი შეასრულა. გოლი გაიტანა ახალწვეულმა იულიან დრაქსლერმაც, ბოლოს კი თავი მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ედინსონ კავანიმ გამოიჩინა - 4:0.

პრესკონფერენცია

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "თუკი გუნდი ჩვენს კარში ოთხი გოლის გამტანია, მაშინ ჩვენც შეგვიძლია მათ კარში 6 გოლის გატანა. ხანდახან დგება მომენტი, როცა გუნდს გადამწყვეტ მომენტში ბევრის გაკეთება შეუძლია. პირველი მატჩის შედეგი ძალიან ნათელია, მაგრამ ეს მხოლოდ დუელის ნახევრის ანგარიშია. მომავალი 95 წუთის განმავლობაში მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იმედი მაქვს, რომ ეს "ყველაფერი" ჩვენთვის პოზიტიური იქნება".

უნაი ემერი (პსჟ): "პირველი მატჩის წინ ჩემი გუნდისაც მჯეროდა და "ბარსელონასაც" პატივს ვცემდი. ახლა კი ჩვენი ფიქრები მხოლოდ ერთადერთს უკავშირდება - ისევ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს პარიზში შევძელით. არ უნდა ვიფიქროთ შედეგზე. თუ საჭირო იქნება, უნდა დავიცვათ თავი, შევუტიოთ, ვითამაშოთ ერთად. აუცილებლად მოსაგებია როგორც ინდივიდუალური ორთაბრძოლები, ისე გუნდური ჯახი. რა თქმა უნდა, ჩვენზე უდიდესი ზეწოლა იქნება, რადგან "ბარსას" ამჯერად, საკუთარი გულშემატკივრები გაამხნევებენ. ჩვენს საფეხბურთო ფილოსოფიას არ უნდა გადავუხვიოთ და ყველაფერი კარგად იქნება".

გასულ უქმეებზე

"ბარსელონამ" პირველად ითამაშა მას მერე, რაც ლუის ენრიკემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. "ბარსამ" "სელტა" 5:0 გაანადგურა, რაშიც მესის წვლილი უდიდესია, მის ანგარიშზე ორი გოლი და ამდენივე საგოლე პასია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ნეიმარის სუპერგოლი. თავი გამოიჩინეს ივან რაკიტიჩმა და სამუელ უმტიტიმაც. ამ უკანასკნელმა "ბარსას" მაისურით პირველად გაიტანა.

პარიზელები 16 მატჩია, რაც არ აგებენ. აქედან 14 პსჟ-მა მოიგო, მათ შორის, "ნანსისთან" შეხვედრაც. მე-80 წუთზე ედინსონ კავანიმ სეზონში 27-ე გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და "პარი სენ-ჟერმენს" მორიგი სამი ქულა მოუპოვა.

დორტმუნდი-ბენფიკა

ამ წყვილში ფავორიტი კი "დორტმუნდია", მაგრამ ლისაბონში "ბენფიკამ" სავსებით მისაღები და გერმანელთათვის საშიში ანგარიშით მოიგო - 1:0. ასე რომ, უკეთესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ შანსები თანაბარია, მით უფრო, თომას ტუხელის გუნდის საკადრო პრობლემების გათვალისწინებით. არ არის როისი, არ არის გიოტცე, არ არის ბენდერი...

I მატჩში

პირველ შეხვედრაში "ბენფიკამ" კოსტას მიტროღლუს ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. არადა, იყო ეპიზოდი, რომელიც სრულიად შეცვლიდა დუელში ძალთა თანაფარდობას, მაგრამ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი ვერ გაუტანა ედერსონს. შესაძლოა, ეს დუელის ბოლოს სანანებლადაც გაუხდეს გაბონელ ფორვარდსა და მის გუნდს.

პრესკონფერენცია

თომას ტუხელი (დორტმუნდი): "მე რომ "ჩელსის", "იუვეს" ან "ატლეტიკოს" მწვრთნელი ვიყო, ალბათ, სხვანაირ პასუხებს გაგცემდით. მაგრამ ხვალ დორტმუნდში სხვანაირად არ იქნება, შევუტევთ თავიდანვე. უნდა დავივიწყოთ პირველი მატჩის შედეგი. სხვათა შორის, ამასვე ვიტყოდი, ლისაბონში რომც მოგვეგო. "დორტმუნდი" ყოველთვის სიამოვნებისთვის თამაშობს, ჩვენი ფეხბურთი საგოლე შანსების შექმნა და გამოყენებაა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ახლა ჩვენი დროა. ვერ გეტყვით, როგორ შევძლებთ მარკო როისის შეცვლას, ის ფანტასტიკურ ფორმაში იყო".

რუი ვიტორია (ბენფიკა): "ახლა გუნდები ერთმანეთს გაცილებით კარგად იცნობენ, ვიდრე პირველი მატჩის წინ. პირველ თამაშში უკეთ თამაშიც შეგვეძლო, მაგრამ ძირითადად კმაყოფილი ვარ. კარგად ვიცით, რა ფასი აქვს სტუმრად გატანილ გოლს. ასე რომ, გოლის გატანას შევეცდებით. "დორტმუნდი" შემტევი გუნდია, რომელსაც ჩვენი დამარცხება სწადია, მაგრამ ჩვენც სრულ მზადყოფნაში ვართ და იოლად არაფერს დავთმობთ. "ბენფიკას" არანაკლები შემტევი პოტენციალი აქვს, რასაც ყველა დაინახავს".

გასულ უქმეებზე

"დორტმუნდმა" შავი დღე დამართა "ლევერკუზენს", 6:2 მოუგო, რასაც სტუმართა თავკაც შმიდტის სკამი შეეწირა. ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა, რასაც მოჰყვა ობამეიანგის დუბლი, პულიშიჩის გასროლა, შიურლეს პენალტი და რაფაელ გერეიროს გვიანი გოლი.

"ბენფიკამ" სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა "ფეირენშე". ეს იყო "არწივების" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება პრიმეირაში. გოლი კი პიციმ გაიტანა, რომელმაც იანვრის მერე პირველად გამოიჩინა თავი.

ოთხშაბათი. 8 მარტი

ბარსელონა-პსჟ 23:45 (0:4)

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანდრე გომეში (?), მატიო, ვიდალი - ტ. მოტა (?), დი მარია (?)

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი - პიკე, უმტიტი, ალბა - ს. რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

პსჟ (4-3-3): ტრაპი - მონიე, ტ. სილვა, მარკინიოსი, კურზავა - მატუიდი, რაბიო, ვერატი - ლუკასი, კავანი, დი მარია

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

ურთიერთშეხვედრები: +4=3-3 (16:15)

დორტმუნდი-ბენფიკა 23:45 (0:1)

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ს. ბენდერი, გიოტცე, როდე, როისი, გინტერი (?), ისაკი (?) - აუგუსტო, ფეისა, გრიმალდო (?), ჟონასი (?), ლ. ლოპესი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (3-5-2): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა - დურმი, დემბელე, ვაიგლი, გერეირო, შმელცერი - ობამეიანგი, შიურლე

ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - ნელსონ სემედუ, ლუიზაო, ლინდელიოფი, ელიზეუ - სამარისი, პიცი, სავიო, ჟივკოვიჩი - ჟონასი, მიტროღლუ

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

ურთიერთშეხვედრები: +1=0-2 (6:3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

status guo-s
გავარდა პსჟ,მაგრამ შენ მეცოდები.....
svan
პირველ არხზე ჭიაბრიშვილმა სანამ თამაში დაიწყებოდა აუოოო რასამბობო მოგებაც კი გაუჭირდებაო ბარსასო :DDDDD
ZAKA13
რომელი არიო მსოფლიოსში საუკეთესო გუნდიო რომელიო? ის რაც სხვა გუნდისათვის შეუძლებელია შესაძლებელია ბარსელონასათვის!
khaka
ეს უკვე მოხდა!!!!
barcaaa
barcaaaააააააააააააააა ფოერევეეეეეერრრ
David
მოხდა ბატონებო, მოხდა. აზრი დაბრუნდა ლიგის. ბარსას ვულოცავ
1
8 მარტის საღამოს ვიღაც დაქალთან დარჩა, თან ცოტა ნასვამი :)
sula
ra imsaxiobes amati maimuni dedac vatire
davit
ბრავო მსაჯი და ბარსა, ასე დინამოც მოიგებს, არც ცხვწენიატ
status quo
პსჟ თუ გავარდა,მაშინ ის წინა თამაშიც და ესეც ჩაწყობილი ყოფილა და სპექტაკლებს ვუყურებთ...
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
"ბენფიკას" მწვრთნელი: 20 მილიონი რომ ვღირდე, ცოლი გასაყიდად გამომიტანდა
თურქული კლუბი მაკარიძეს ემუქრება: არ ჩამოვა და...
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს