სერხიო რამოსი მუდამ იქ არის, სადაც "რეალს" ყველაზე მეტად სჭირდება
ნეაპოლში სასწაულის სჯეროდათ, მაგრამ სასწაული არ მოხდა - ორი მატჩის ჯამში, "რეალმა" 6:2 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

"ნაპოლი" მოტივირებული, მობილიზებული და კონცენტრირებული გავიდა მინდორზე, რამაც მოაგებინა კიდეც პირველი ტაიმი - და სწორედ მაშინ, როდესაც მადრიდული ბარიერი აღარ ჩანდა გადაულახავი, სერხიო რამოსი ჰაერში აფრინდა და თავური დარტყმით ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

"რეალი" უფრო ძლიერია, ნეაპოლელებს კი იმით შეუძლიათ ინუგეშონ თავი, რომ 55 წუთის განმავლობაში აშკარად დომინირებდნენ ევროპის უძლიერეს გუნდთან და ანერვიულეს კიდეც მრისხანე მეტოქე...

მაურიციო სარი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "პირველი 55 წუთის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ვფლობდით და სრულიად დამსახურებულად ვიგებდით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ევროპის და მსოფლიოს უძლიერესი გუნდი იყო. გამომდინარე აქედან, გვაქვს მიზეზი, რომ მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ. უნდა გავძლიერდეთ, უნდა მოვუმატოთ და ამის პოტენციალი ნამდვილად არის. სერხიო რამოსის გოლმა ჩვენი იმედები დაასამარა და შემდეგ გავჩერდით, თორემ ასეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო. თამაში 90 წუთი გრძელდება და რა ანგარიშიც უნდა იყოს, მოდუნება არ შეიძლება. ამ თემაზე აუცილებლად დაველაპარაკები შეგირდებს, რადგან გუნდში პროფესიონალები უნდა მყავდეს. "ნაპოლის" დიდი მომავალი აქვს და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "პირველი ტაიმი მეტოქემ უკეთესად ჩაატარა და ლოგიკური გოლიც გაიტანა. გაგვიჭირდა საკუთარი თამაშის პოვნა, რადგან "ნაპოლიმ" მაღალი სისწრაფეები და ინტენსიური პრესინგი შემოგვთავაზა. ყველა მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ და კარგად მესმის, რომ ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. თუმცა, მეორე ნახევარში გამოვასწორეთ ვითარება და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა. არ მიმაჩნია, რომ გაგვიმართლა და საერთოდ, ეს ცნება ფეხბურთში არ არსებობს - შედეგი ყველაფერზე მეტყველებს და იგებს ის, ვინც მეტ გოლს იტანს".

მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი): "ეს იყო დიდი გამოცდა, რომლის ჩასაბარებლად ძალა არ გვეყო. უნდა ვაღიაროთ, რომ "რეალი" დღეს უფრო ძლიერია და ვიშრომოთ იმისთვის, რომ მომავალში ევროპის ტოპ-გუნდებთან ტოლ-სწორად ვითამაშოთ. ის, რომ პირველ ტაიმში აშკარად ვაჯობეთ მეტოქეს, საკუთარი თავის რწმენას შეგვმატებს და პირადად მე ოპტიმისტურად განმაწყობს".

დანიელ კარვახალი (რეალი): "პირველი ნახევარი აშკარად ჩავაგდეთ და ლოგიკურად დავმარცხდით. შესვენებაზე მწვრთნელმა გვითხრა, რომ უფრო მოტივირებულები გავსულიყავით მოედანზე, განწყობა შეგვეცველა და სისწრაფეებისთვის მოგვემატებინა. ასეც მოვიქეცით და შედეგიც მივიღეთ. ზიდანმა იცის, თუ როდის რა უნდა გვითხრას და თამაში მისი წყალობით შემოვატრიალეთ".

სერხიო რამოსი (რეალი): "ძალიან მინდოდა, რომ რთულ მომენტში გოლი გამეტანა და გუნდს დავხმარებოდი. საბედნიეროდ, მოვახერხე და მომდევნო ეტაპზე გავედით. ეს იყო მძიმე მატჩი, რომელიც დეტალურად უნდა გავარჩიოთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ. თამაშის დიდი ნაწილი, უპირატესობას მეტოქე ფლობდა, ჩვენ კი საკუთარ თავს არ ვგავდით, რაც მომავალში აღარ უნდა გამეორდეს".

ფაქტები

* სერხიო რამოსმა "რეალის" მაისურით ევროთასებზე მეასე მატჩი ითამაშა და თავიც გამოიჩინა.

* 30 წლის რამოსმა "რეალის" მაისურით 67-ე გოლი გაიტანა და ფერნანდო იეროს გაუთანაბრდა. მისი მეორე გოლი ავტოგოლად რომ არ ექციათ, რამოსი რობერტო კარლოსსაც (68 გოლი) დაეწეოდა.

* სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 10 გოლი გაიტანა. მცველებში მას მხოლოდ სამი ფეხბურთელი უსწრებს: რობერტო კარლოსი (16), ჟერარდ პიკე (11) და კრისტიან პანუჩი (11). როგორც რამოსს, 10 გოლი აქვს გატანილი ჯონ ტერის.

* დრის მერტენსი (ნაპოლი) გახდა პირველი ბელგიელი, ვინც ლიგაზე ერთ სეზონში 5 გოლი გაიტანა.

* "რეალმა" ამ სეზონში ბურთი ძელს 7-ჯერ გაარტყა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ყველაზე მეტია მონაწილე გუნდებს შორის.

* კრიშტიანო რონალდოს 6 მატჩია, ლიგაზე არ გაუტანია "რეალის" მაისურით. ამხელა "მშრალი" სერია მას არასოდეს ჰქონია.

* "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ წააგო მატჩი, რომელშიც ლიდერობდა და ორივეჯერ მას "რეალმა" აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
გატუზოს "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნავენ
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
მაურიციო სარი "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი გახდება
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"სარი "ნაპოლიში" არ დაბრუნდება; სამაგიეროდ, კონტეზე გეტყვით, რომ..." - იოლანდამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს