ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საჩოგბურთო აკადემია ჭაობებში, ნიანგებისა და კოღოების გარემოცვაში

საჩოგბურთო აკადემია ჭაობებში, ნიანგებისა და კოღოების გარემოცვაში

ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს უდიდესი საჩოგბურთო აკადემია გახსნეს
ამერიკელები სერიოზულად არიან განწყობილნი. მათ მოენატრათ დიდი გამარჯვებები: უკანასკნელად, "დიდი სლემის" ტიტული მამაკაცებს შორის 2003 წელს მოიგეს (ენდი როდიკი), ხოლო თუ დებ უილიამსებს არ ჩავთვლით, ქალებში ბოლო ამერიკული ტრიუმფი 2002 წლით თარიღდება (ჯენიფერ კაპრიატი).

სწორედ ამიტომაც, ცოტა ხნის წინ, ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციამ გახსნა საკუთარი გზა სამოთხისკენ - ტბა ნონას გვერდით, ჭაობებში, ნიანგებისა და კოღოების გარემოცვაში გაიხსნა მსოფლიოში უდიდესი საჩოგბურთო აკადემია.

კომპლექსი უპრეცედენტოდ მასშტაბურია (24 ჰექტარი - ეს არის თითქმის 50 საფეხბურთო მინდორი) და მასთან შედარებით, სხვა საჩოგბურთო აკადემიები "ლილიპუტები" არიან. კომპლექსში შედის 100 კორტი, სატრენაჟორო დარბაზი, აღდგენითი ცენტრი და საერთო საცხოვრებელი. ფასიც შესაბამისია - 63 მილიონი დოლარი. საიდან ამდენი ფული? ამ კითხვაზე კრის ევერტი პასუხობს:

"ჩოგბურთის ასოციაცია დიდ თანხებს გამოიმუშავებს ამერიკის ღია პირველობაზე. და იქნებ, ამ თანხის ნაწილი მაინც მოხმარდეს ყველა დონეზე ეროვნული ჩოგბურთის განვითარებას".

ახალ საჩოგბურთო ცენტრს ორი ოფიციალური მიზანი აქვს. პირველი სავსებით ბანალურია - შტატებში სურთ ისევ აღზარდონ ქალთა და მამაკაცთა ჩოგბურთის ახალი პირველი ნომრები. მეორე იმაში მდგომარეობს, რომ მოყვარულებაც იხეირონ და ჩოგბურთის საერთო პოპულარობა გაიზარდოს. არაპროფესიონალების ხილვა ორლანდოს კორტებზე ყველას გაუხარდება. არ არის საჭირო ელიტას ეკუთვნოდე ან ჯენტლმენთა რომელიმე კლუბის წევრი იყო - ერთი-ორი საათი თამაში ნებისმიერს შეუძლია. საათი 12 დოლარი ღირს.

სხვა ყველაფერი დამოკიდებულია თამაშის დონეზე, მიზნებსა და ასაკზე. ბავშვები ბურთს ეჩვევიან სპეციალურ მცირე ზომის კორტზე, პროფესიონალები ემზადებიან ავსტრალიის ღია პირველობისთვის ზუსტად იმ ტიპის კორტზე, როგორიც მელბურნში დახვდებათ. ცენტრის მოედნებზე ჩატარდება არა მხოლოდ ტურნირები პროფესიონალებისთვის, არამედ შეჯიბრებები 90 წელს გადაცილებული ჩოგბურთელებისთვის ან ფლორიდას უნივერსიტეტის საშინაო მატჩები ან თუნდაც, ლგბტ-ტურნირი. ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობების მოთამაშეებისთვის ყველა პირობა გათვალისწინებულია.

პროექტის იდეური ავტორია - ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციის საპატიო აღმასრულებელი დირექტორი გორდონ სმიტი. მას სურს, რომ ჩოგბურთს თამაშობდეს ყველა - ჩვილი ბავშვიდან დაწყებული, სიკვდილის პირას მისულებით დამთავრებულები. მიუხედავად ამისა, მისი სიტყვებით, მხოლოდ პროფესიონალები მიხვდებიან, რამდენად მაგარია ახალი აკადემია.

"რა გამოგვარჩევს სხვა ცენტრებისგან ზომის გარდა? ჩვენ ვართ ტექნიკურად ყველაზე აღჭურვილი აკადემია მსოფლიოში. გვინდა ტექნოლოგიური და ციფრული ეპოქის პიკზე ვიყოთ".

ამ სიტყვების დასადასტურებლად მისტერ სმიტი დიდი ზომის სარეკლამო ბუკლეტს აფრიალებს: აკადემიის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, ჰარდის სამი ტიპის კორტებია, მწვანე გრუნტი მიწისქვეშა მორწყვის სისტემით და წითელი გრუნტი. ბალახის საფარი არ არის, სამაგიეროდ, 84 კორტზე დაყენებულია კამერები და აღჭურვილობა პირდაპირი ტრანსლიაციებისთვის. 32 მოედანი აღჭურვილია თამაშის ანალიზის სისტემით - Play Sight. მისი დახმარებით, პირდაპირ კორტზე დამონტაჟებული ტერმინალებით შესაძლებელია ბურთთან მისვლის დროს ან მეორე მოწოდების შესრულებისას დაშვებული შეცდომების გაანალიზება.

შემქმნელები უკმაყოფილოდ იშმუშნებიან, როცა მათ კომპლექსს საჩოგბურთო აკადემიას უწოდებენ. ადრე, ვუნდერკინდები ქვეყნის საუკეთესო აკადემიებში მიდიოდნენ. მაგრამ, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენეს: როცა თინეიჯერები დიდი ხნით მიდიან სახლიდან, ისინი, მართალია, დიდ დროს უთმობენ ვარჯიშებს, მაგრამ, ამასთან, დიდ ემოციურ დანაკარგს განიცდიან.

ასევე, მსხვერპლად სწირავენ ნორმალურ განათლებას, თან ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი ჯდება. ამავდროულად, უარის თქმა უწევდათ ბევრი ნიჭიერი ბავშვისთვის, რომლებისთვისაც ადგილი აღარ იყო საერთო საცხოვრებელში. პირველმა ეს ხარვეზები ჯონ მაკინროიმ შეამჩნია ჯერ კიდევ ევერტის სახელობის აკადემიაში მუშაობისას: ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ თამაშებისას, პასუხისმგებლობა ძალიან აწვებოდათ მხრებზე, თვითშეფასება კი ეცემოდა.

ახლა, ამერიკული მსხვილი საჩოგბურთო ცენტრები, ძირითადად, ბანაკის სისტემაზე გადადიან: მოთამაშეები მიდიან საწვრთნელ მოდულებზე, რომელიც ორი დღიდან ორ კვირამდე გრძელდება. მომავალზე ფიქრისა და ღამღამობით ახლობელ ადამიანებთან სკაიპით ლაპარაკის ნაცვლად, მოკლე დრო მხოლოდ ჩოგბურთზე ფიქრსა და სათამაშო ასპექტების დახვეწაზე მიდის.

ახალი აკადემიის ტერიტორიაზე პატარა საერთო საცხოვრებელს შეუძლია განათავსოს დაახლოებით 40 იღბლიანი. ამასთან, თავად საცხოვრებელი მეტად მოკრძალებულად არის მოწყობილი - აქცენტი კეთდება სისუფთავეზე და ეკონომიურობაზე. არ უნდათ მოთამაშეები მდიდრულ ცხოვრებას მიაჩვიონ, ამიტომაც სტანდატულ პირობებს სთავაზობენ: საწოლი, კარადა და სკამი, აბაზანა კი საერთოდ ერთია ორ ნომერზე. არანაირი ტელევიზორი დიდი ეკრანით - მხოლოდ ჭერის ყურება ძილის წინ და ფიქრები მეორე მოწოდებაზე.

ცალკე აქცენტი კეთდება პერსონალური მწვრთნელების ინტერესების პატივისცემაზე, რომლებიც მზად იყვნენ ბუნტზე წასულიყვნენ. რაშია საქმე? ადრე მწვრთნელს შეეძლო აღეზარდა ბავშვი, პირველი წარმატების შემდეგ კი სპორტსმენი ფედერაციას მიჰყავდა და რომელიმე აკადემიაში აბარებდა. "რაში მჭირდება ეს?" - ფიქრობდა მწვრთნელი და ეცემოდა მისი მოტივაცია - აღეზარდა ახალი მოთამაშე.

ახლა, ყველაფერი შეიცვალა: მწვრთნელი სურვილისამებრ მიდის აკადემიაში მოთამაშესთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ პირად მწვრთნელს არ შეუძლია საქმეების მიტოვება, ბანაკი ადგილობრივ მწვრთნელს გამოჰყოფს, მაგრამ ერთი პირობით - ახალი მასწავლებელი უნდა შეუთანხმდეს პირად მწვრთნელს და შეადგინოს ვარჯიშების გეგმა, მოთამაშის წასვლის შემდეგ კი გადაუგზავნოს კოლეგას მთელი სტატისტიკა და ვიდეო. სხვათა შორის, აკადემიაში მწვრთნელებსაც ასწავლიან, აგრეთვე არბიტრებს.

ტექნოლოგიები, მასობრიობა და ხელმისაწვდომობა - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმეს საფუძვლიანად უდგებიან, წარმატებაში კი ფლორიდელი ალიგატორებიც დარწუნებულნი არიან, რომლებიც დათანხმდნენ იქაური უკვე ათვისებული ჭაობებიდან ტბა ნონას მახლობლად გადასულიყვნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• brola*

ამდენი ფილოსოფია ამდენი ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმას რომ ამ კორტებმა უნდა ჩაანაცვლოს მაიამის ტურნირი რომელიც საკმაოდ მოძველდა და ვეღარ პასუხობს მოთხოვნებს - დიდიხანია რაც მიდიოდა ლაპარაკი რომ სწორედ ორლანდო ჩაანაცვლებდა მაიამს! - ეგ ალბათ მომავალი წლიდან გაფორმდება ოფიცილალურად!

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ