ზვიად კუპატაძე საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა
ზვიად კუპატაძე საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და გუნდს უცებვე დაეტყო, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჰყავდა - ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა შესარჩევი ეტაპი ერთი ამოსუნთქვით მოიგეს და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს, რომელიც ასევე თბილისში გაიმართება.

8-11 აპრილს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისათვის საქართველო იტალიას, ჰოლანდიასა და ბელარუსს დაუპირისპირდება...

ამ ტურნირიდან მალე ზვიად კუპატაძის გუნდი ფუტსალის ჩემპიონთა თასის მოქმედი გამარჯვებული ტიუმენის "გაზპრომ-იუგრა" ოთხთა ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს, სადაც ნახევარფინალში ლისაბონის "სპორტინგს" 28 აპრილს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში კი მინი-ტურნირის მასპინძელი ალმათის "ქაირათი" ესპანურ "ინტერს" დაუპირისპირდება.

მანამდე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის ამხანაგურებით მოემზადება: 15 და 16 მარტს, ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თურქეთის ნაკრებს ორ ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლებს.

კუპატაძეს რუსულმა ინტერნეტგამოცემა Sports.ru-მ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან ქართულ ფუტსალზე ილაპარაკა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლევან კობიაშვილის მოსვლამდე ფუტსალი დანგრეული იყო. მან პირადად დაიწყო სახეობის განვითარება და აქცენტი ბიზნესლიგაზე გააკეთა, სადაც 60 გუნდი მონაწილეობს. შარშან მის ფინალზე დამპატიჟეს, ტრიბუნებზე ცარიელი ადგილი არ იყო და მაშინ მივხვდი, რომ საქართველოში ფუტსალი უყვართ.

კობიაშვილმა ყურადღება ფუტსალის ნაკრებსაც მიაქცია, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დამეხმარა და მეც დავთანხმდი, რადგან ქვეყანაში ფუტსალის პოპულარიზაციაში მონაწილეობა მსურდა. ამაში სახელი და რეგალიები მეხმარება.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ფუტსალს დიდი მომავალი აქვს. ახლახან სლოვაკეთის ნაკრებს ორი მატჩიდან ერთი მოვუგეთ და ერთიც ფრედ დავასრულეთ, მაშინ, როცა სლოვაკებმა მანამდე ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხეს. ახლა ჩვენ ის გუნდი არ ვართ, ვისაც იოლად მოუგებ.

მალე ელიტრაუნდის თამაშები გველის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვსურს. ძალიან მეგობრული გუნდი გვყავს და საკუთარი ძალების გვჯერა. ფუტსალით მედიაც დაინტერესდა, განსაკუთრებით - სანაკრებო შეხვედრების შემდეგ", - ამბობს კუპატაძე.

კუპატაძე სფფ-მ დეკემბრის ტრადიციულ დაჯილდოებაზე წლის ფუტსალელად დაასახელა. ამავე ინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ნომინაციაში დაასახელეს:

"პირველი ფუტსალელი ვარ, რომელსაც წილად ეს პატივი ხვდა. ადრე მსგავსი ნომინაცია არ იყო. მსგავსი ჯილდო რუსეთშიც არ არსებობს. ამით სფფ-მ სახეობის მიმართ ინტერესი გამოხატა, რაც ლევან კობიაშვილის და დავით მუჯირის დამსახურებაა.

რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებში ჩემი კანდიდატურის დასახელებას: ეს ჩემთვის ძალიან საპატიოა, რადგან ჩემი კონკურენტები საკუთარ ნაკრებებში რეგულარულად თამაშობდნენ და მათი გამოსვლები უფრო დიდი მასშტაბით შუქდებოდა.

ჩემი არჩევის დროს კი მხოლოდ "გაზპრომ-იუგრაში" თამაში გაითვალისწინეს. ნომინაციაში წარდგენის შესახებ ჩვენი გუნდის მეკარეთა მწვრთნელმა მითხრა".

მაგრამ რუსულ "ფუტბოლ-რევიუსთან" ინტერვიუში ტიუმენელთა მწვრთნელმა სერგეი ქორიძემ თქვა, რომ კუპატაძე "დინასთან" შეხვედრაში დაშავდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს არც 4 მარტს უთამაშია, როდესაც რუსეთის სუპერლიგაში "გაზპრომ-იუგრა" მოსკოვის "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა. რამდენად სერიოზულია ტრავმა და მოახერხებს თუ არა თურქებთან და ელიტრაუნდზე თამაშს?

ეს ეჭვები იმანაც გააძლიერა, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 15 და 16 მარტის თურქეთის ნაკრებთან გამოძახებული შემადგენლობა დაასახელა, მათ შორის კი კუპატაძე არ იყო.

მეკარეები: ჯაბა ჯამბურია (მფკ ტატიშვილი, თბილისი), კარლო წვერავა (სტუ/თელასი, თბილისი), ირაკლი გორგოშაძე (მფკ ბსუ, ბათუმი);

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე, ლევან კობაიძე, დავით ბობოხიძე, ზურაბ ლუკავა, ბუთა კაკაბაძე, ლაშა სიგუნავა (ყველა - მფკ ტატიშვილი, თბილისი), კახა მაისაია, შოთა თოფურია (ორივე - სტუ/თელასი, თბილისი), გია ნიკვაშვილი, გია ნინოშვილი (ორივე - მფკ აგორა, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (PSP, თბილისი), გიორგი მამულაძე (მფკ ბსუ, ბათუმი), დავით დარჩია (მფკ თბილისი).

კომენტარისთვის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დავუკავშირდით, მაგრამ ასათიანის თქმით, საშიში არაფერია.

"ზვიადი თურქებთან ვერ ითამაშებს, იმიტომ, რომ უეფას "ფანჯარა" არ არის და არა მხოლოდ მას, სხვა ლეგიონერებსაც ვერ ვიძახებთ. ყველა მათგანისთვის სეზონი მთავრდება, გუნდები გადამწყვეტ შეხვედრებს ატარებენ და ჩვენც ვამჯობინეთ, რომ ეროვნული ნაკრები საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დაგვეკომპლექტებინა და საქმეში შეგვემოწმებინა. ბევრი საინტერესო ახალწვეული გვყავს. რაც შეეხება კუპატაძის ტრავმას, ისეთი არაფერი სჭირს, რომ აპრილში ვერ დაგვეხმაროს", - ამბობს საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ავთანდილ ასათიანი.

საღამოს თავად კუპატაძესთან დალაპარაკებაც მოვახერხეთ:

"თებერვალში დავშავდი. ამის გამო ცოტა ხანი დავისვენე და თამაშები გამოვტოვე. მაგრამ ტრავმა საშიში არ აღმოჩნდა და მოედანს უკვე დავუბრუნდი. დღეს ბურთთან პირველად ვივარჯიშე და დიდი იმედი მაქვს, რომ აპრილში ნაკრებს ელიტრაუნდზე დავეხმარები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რევაზ პაპუაშვილი
კუპატაძემ საქმით დაამტკიცა მაღალი კლასი. დამსახურებულადაა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ნომინაციაში...
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე