ასეთია შურისძიება პარიზისთვის
ესპანურმა "ბარსელონამ" დიდი სასწაული მოახდინა და ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე არნახული რამ შეძლო - ლუის ენრიკეს გუნდი წაგებული 0:4-ის მერე შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ლუჩომ მატჩის წინ თქვა, თუ მეტოქემ პარიზში 4 ბურთი გაგვიტანა, რატომ არ შეიძლება ჩვენ "კამპ ნოუზე" 6 გავუტანოთო? ამ კითხვას მან და მისმა ბიჭებმა დადებითად უპასუხეს "კამპ ნოუზე", სადაც 96 ათასზე მეტი მაყურებელი იყო... ასე აგიხდეთ ყველაფერი.

მასპინძლები ხვდებოდნენ, რომ პარიზელებს ერთი ბურთის გატანა შეეძლოთ (მეტისაც) და ექვსს ამიტომ უმიზნებდნენ. უბრალოდ, ამ სასწაულს კიდევ უფრო მომხიბვლელად ის აქცევს, რომ 88-ე წუთამდე ანგარიში 3:1 იყო და მერე რაც მოხდა, ყველა გაგვაოცა.

ემოციურად ყველაფერი გასაგებია - აი, ცივ გონებაზე კი, სხვა დეტალებმაც უნდა მიიქციოს ყურადღება. მაგალითად იმან, რომ პარიზელებმა პირველი სამი გოლი საოცრად სულელური შეცდომების მერე გაუშვეს. იმანაც, რომ დენის აითექინის მსაჯობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და მან მნიშვნელოვანი შეცდომები თუ არა, ერთი დიდი შეცდომა ნამდვილად დაუშვა - როდესაც ლუის სუარესის სიმულაციაზე პენალტი დადო და ამ პენალტმა გარდამტეხი როლი შეასრულა.

ასევე იმან, რომ უნაი ემერი გვიან მიხვდა, რომ ანგარიშის შენახვაზე კი არ უნდა ეფიქრა, უნდა შეეტია. ედინსონ კავანის გოლამდეც ჰქონდა მომენტი, როდესაც ძელს გაარტყა და გოლის მერეც, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასულმა კარგად ვერ დაარტყა და მარკ ანდრე ტერ შტეგენს ვერ აჯობა.

პარიზელებმა მაინც ცოტა შეშინებულებმა ითამაშეს და ამისთვის დაისაჯნენ. თუმცა არბიტრის უხეში შეცდომა მაინც ყველაზე თვალშისაცემია და ამან დიდი განხილვები გამოიწვია.

ფაქტი კი ის არის, რომ "ბარსა" შემდეგ ეტაპზეა და ამ გუნდის გაჩერება ძალიან, ძალიან ძნელი იქნება. კატალონიელები ისტორიაში კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევით ჩაეწერნენ და რასაკვირველია, შექებას მთლიანად გუნდი იმსახურებს, ამჯერად მწვრთნელიც, მაგრამ ნეიმარი მაინც განსაკუთრებულად გამორჩევის ღირსია, ბრაზილიელი დიდებული იყო, თამაში მან მოიგო.

რასაკვირველია, გმირობას არ ვართმევთ შეცვლაზე შესულ სერხი რობერტოს, რომელმაც ბოლო წამებზე ნეიმარის პასით ის ჯადოსნური გოლი გაიტანა. "ბარსელონას" არ ჰყავს სერხიო (რამოსი), სამაგიეროდ, ჰყავს - სერხი.

"ჩვენ დავძლიეთ ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ვალენტინობაზე პარიზში მივიღეთ. დასაკარგავი არაფერი გვქონდა, იმიტომ, რომ დასაკარგავი პარიზში უკვე დავკარგეთ. ტაქტიკური ცვლილებები განვახორციელეთ და ვიცოდით, რომ ვითარების შემობრუნება შეგვეძლო.

ფეხბურთელებიც დიდი ინტერესითა და შემართებით ასრულებდნენ ყველაფერს. ორი მოთამაშე ყოველთვის გახსნილი იყო, ვისზეც პასის მიცემა შეიძლებოდა. ამ ჟინითა და მონდომებით საწადელს მივაღწიეთ და ეს გამარჯვება ეძღვნებათ მათ, ვისაც პირველი თამაშის მერეც სჯეროდა ჩვენი. ბევრმა სასტიკად გაგვაკრიტიკა, ჩვენ კი მხარდაჭერა გვჭირდებოდა.

ეს სიგიჟეა და ფეხბურთი უნიკალური სპორტია. პატარებსა თუ დიდებს არასოდეს დაავიწყდებათ ის, რაც მოხდა. ძალიან რთულია დღევანდელი დღისა და ემოციების აღწერა და სიტყვებით გადმოცემა. "ჰორორივითაა", საშინელებათა ფილმში ვიყავით, რომელიც კარგად დასრულდა. ამაზე ინტენსიური შეხვედრა ჩემს კარიერაში ერთადერთხელ მახსენდება და მაშინ ფეხბურთელი გახლდით. ეს გახლავთ ჯილდო ჩვენი რწმენისა და თავდაჯერების.

"კამპ ნოუ" გვერდზე დაგვიდგა და ერთად ეს შევძელით. როგორც წესი, ქომაგების ნაწილი სტადიონს ცოტა ადრე ტოვებს ხოლმე, დღეს კი არავინ წასულა ნაადრევად. ვახსენე 6 გოლი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რადგან "პარი სენ-ჟერმენი" ძალიან ძლიერი გუნდია და ვიცოდი, რომ მეტოქეს გატანა შეელო. ჩვენ გვქონდა ყველაფერი იმისთვის რომ სასურველი და ამ ურთულესი შედეგისთვის მიგვეღწია და მივაღწიეთ კიდეც. ჩემპიონთა ლიგაზე ვრჩებით და ბრძოლას ვაგრძელებთ" - განაცხადა მატჩის მერე ლუის ენრიკემ.

"ბარსას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ: "ეს ისტორიული მიღწევაა, რომელიც სამუდამოდ ემახსოვრებათ".

"სიტუაცია კარგად რომ გავაანალიზოთ, შესანიშნავი შანსი გავუშვით, ყველაფერი ჩვენს ხელში იყო. პირველი ტაიმი პირწმინდად ჩავაგდეთ და ჩვენი ბრალია, რაც მოხდა. ზედმეტად სიღრმიდან ვთამაშობდით და გოლები სულელური შეცდომების შედეგად გავუშვით. მეორე ნახევარში უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და თამამად ავთამაშდით. გოლი გავიტანეთ და ანგარიშის 3:2-ის გახდის შანსებიც გვქონდა. მერე კი ბოლო წუთებში ყველაფერი დავკარგეთ.

"ბარსელონა" ის გუნდია, რომელსაც ასეთი რაღაცების კეთება შეუძლია, თანაც, კატალონიელებისთვის ეს იყო "ყველაფერი ან არაფერი" და ამ მიდგომით თამაშობდნენ, თანაც, ბოლო წუთებში. ამას დაემატა მსაჯის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ საწინააღმდეგოდ იყო. ეს ძალიან ცუდი გამოცდილება გახლავთ ჩემს კარიერაში და კლუბისთვის მტკივნეული მარცხია. ამისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ" - თქვა პარიზელთა თავკაცმა უნაი ემერიმ.

"მოგებული 4:0-ის მერე 1:6 წავაგეთ. ეს ძალიან რთული მისაღებია" - თქვა პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ და ალბათ, წვერზე მოისვა ხელი, მერე კი უნაი ემერის შესაძლო შემცვლელზე ჩაფიქრდა.

"ასეთი რამ ჩემს კარიერაში არასდროს გამომიცდია. საოცრად ემოციური მატჩი იყო. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მწვრთნელმა გვთხოვა. მისი დავალებები შევასრულეთ და ძალიან ბედნიერები ვართ" - აღნიშნა "ბარსას" მცველმა სამუელ უმტიტიმ.

- "თუ "ბარსელონამ" 4:0 მოიგო, ვფიცავ, *ვერებს მოვიჭრი" - დი მარიას კომენტარი მატჩამდე

- ხავიერ მასკერანო: ცხადია, დი მარიაზე წესებს ვარღვევდი, მაგრამ...

- ჟერარდ პიკე: დღეს ბევრი დაკავდება სექსით

- "ბარსელონას" ქართული კომენტარები: ვინც ჩვენ გვაგიგენბდა, იმის დედას *******

ფაქტები

* "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის (თასის) ისტორიაში, რომელმაც 0:4-ის წაგების შემდეგ შეძლო პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გასვლა.

* მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 28 ზუსტი პასი გააკეთა თამაშში, რაც უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე პსჟ-ის ნებისმიერი ფეხბურთელის. ამ დროს, პიკემ და მასკერანომ 72-72 პასი გააკეთეს.

* ნეიმარმა (ბარსელონა) ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში შესრულებული საგოლე პასების რაოდენობით - 8. აქამდე 7-7 პასი სეზონში გაუკეთებიათ: ჩავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს და მესუთ იოზილს.

* უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დაასახელა.

* ედინსონ კავანიმ ევროთასებზე პსჟ-ის მაისურით მე-20 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაეწია.

* ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს გაუტოლდა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი პენალტების რიცხვით - 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Cule
რეალის ფანები უფრო მეტად აკრიტიკებენ მსაჯებს ვიდრე პსჯ-ს ფანები.ეგენი რეალის ფანები კი არა ბარსას მტრები არიან.იმიტომ რომ შურთ ბარსასი და ეშიანიათ ჩვენ არ შეგვხვდესო.
antaress
თუ ვინმემ წააგო ეს პირველ რიგში პსჟ_მ და აქ არუბდა მსაჯობაზე გადაბრალება გაეტანა კავანის გაეტანა დიმარიას და რას იზამდნენ მსაჯები? მსაჯი შეიძლება შეცდეს მაგრამ შენ როცა შეგიძლია თამაში დაამთავრო ერთი-ერთზე გასვლისას მეტი პროფესიონალიზმი ცივსისხლიანობა გჭირდება რაც არც კავანის და არც დიმარიას აღმოაჩნდა ნუ აბრალებთ მსაჯს ყველაფერს მჩ_ზე რაგბში მსაჯმა დედა იტირა გაგვამწარა ნამიბიასთან ყველაფერი მოიფიქრა მაგრამ ჩვენ მოვიგეთ იმიტომ რომ ჩვენი გასაკეთებელი გვაკეთეთ რითიც მსაჯს ყველანაირი შანსი მოვუსპეთ
ქუთაისელი
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დღევანდელი ფეხბურთი ყველაზე კორუმპირებული და ბინძური სპორტია !!! ვერავინ დამაჯერებს, რომ ბარსამ ნაღდად მოიგო, ეს იყო წმინდა წყლის ყომარი.
geo
ბარსას გასვლა შემდეგ, ეტაპზე მსაჯის უდიდესი დამსახურება, რომ არის ორი აზრი არ არის და ეს უნდა ითქვას, რა თქმა უნდა ეს არც ნეიმარის და არც ბარსას სხვა ფეხბურთელების დამსახურებას არ აკნინებს, მაგრამ პარიზელები უსამართლოდ დაიჩაგრნენ, მსაჯების მიერ, როგორც არსენალი ბაიერნთან, თუცა ამ შემთხვევაში პსჟ გავარდნის ფასად დაუჯდა. მატჩები უეფამ გაცილებით კვლაიფიციური და მიუკერძოებელი მსაჯობით უნდა უზრუნველყოს!!!
სოსო
რაც ბარსამპარიზში და ლეგანესთან ითამაშა,მასეთ ი ბარსა არასოდეს მინახია,გუნდი ჯორივით იდგა და გაქცევა ეზარებოდა.ბარსელონაში კი პსჟ გაჩერდა,ეგონათ მარტო დაცვით გავიდოდნენ ფონს და რაღაც მომენტს თავდამსხმელები მაინც შექმნიდნენ.მართლაც გაიტანეს და ჩათვალეს,რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.მართლაც გადაწყვეტილი იყო მაგრამ მეოთხე გოლის შემდეგ ბარსას იმედი გაუჩნდა და გარისკა,პსჟ კი ანერვიულდა,ვეღარც მობილიზაცია შესძლო და შედეგიც სახეზეა. ბარსამ ველაფერი გააკეთა რაც შეეძლო,მაგრამ თამაში მაინც პსჟ-მ წააგო.
mtieli
ჩაწყობილი იყო ეგ თამაში. მსაჯი და მწვრთნელი მოსყიდული იყო, ჩემი აზრით. მახსენდება არველაძის სიტყვები, როცა თამაში იწყობა, იქ ერთი ორი კაცის მოსყიდვაც საკმარისია იმისთვის რომ თამაში ისე დამთავრდეს როგორც სურთ. ეგრეა რა
ლევანი
რეალის ფანები ყვირიან მხოლოდ მსაჯმა გაიყვანაო სხვა არავინ, თვითონ პსჟ–დან არავინ დაობს და ყველა აღიარებს რომ წააგეს. რა არის აქ გასაკვირი, ეს ის გუნდია რომელმაც რეალს გადაურბინა 3 ჯერ ამაზე მწარედ (5–0, 6–2, 4–0) და არამარტო რეალს, ბოლო თამაშებია სულ ასეთ შედეგს აფიქსირებს და პსჟ გაგიკვირდათ? მე პარიზის 4–0 უფრო გამიკვირდა ვიდრე 6–1. 21 საუკუნის უძლიერესი გუნდია ბარსა და ამის აღიარება უნდა შეგეძლოს თუ მართლა გიყვარს ფეხბურთი. სუარესის სიმულაციას რაც შეეხება ეგეც ფეხბურთის ნაწილია გაიგეთ, 86–ში მარადომ მსოფლიო თასი ააწევინა არგენტინას ხელით გატანილი ბურთით ფინალში და წავართვათ არგენტინას თასი არ ეკუთვნოდა? 1%–ით არ აკნინებს ეგ ფაქტი არც არგენტინის ჩემპიონობას და არც ბარსას გასვლას.
ეხლა ტვინს წაიღებენ რა
შეიძლება 1 გოლი იყოს თამაშში გადამწყვეტი და მაგაზე დაიწყო ტირილი და აბრალო მსაჯს და როდესაც 6 გოლს გაუშვებ უნდა გაჩუმდე რა... იმენა არსენ ვენგერები ხართ, ყოველთვის სხვაა დამნაშავე ...
გიორგი
ისე შტეგენის დიდი დამსახურება არის რომ გავიდა ბარსა
2027/28-წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა განსხვავებულად დაიწყება
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
უნაი ემერი პრემიერლიგას დაუბრუნდა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
"თუ ის წავა, "ბარსელონაში" დავბრუნდები" - მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
[VIDEO] შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "მაკაბი" დაამარცხა
"როდესაც კლუბში დაბრუნდება, ამაზე ვისაუბრებთ" - ემერი მარტინესზე
ემერი "ბაიერნის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
ემერი “ვილიარეალს” ჩაიბარებს
"ამას ნამდვილად არ ველოდი" - რას წერენ "ბარსელონას" ფანები თორნიკე შენგელიაზე?
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
"მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა" - ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
ედენ აზარი შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
ლუის ენრიკემ "კვარას" ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
ემერიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა და მისი "ასტონ ვილა" "სიტის" 2 ფეხბურთელს უმიზნებს
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა