უკრაინის ქალაქ ხარკოვში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში...

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (25 ათასი დოლარი) კარგად ასპარეზობს მე-8 ნომრად განთესილი თათია მიქაძე. 22 წლის ჩოგბურთელი უკვე ტურნირის ნახევარფინალშია გასული. მეოთხედფინალში მან სამ სეტში დაამარცხა ფრანგი ალიზ ლიმი - 5:7, 6:2, 7:6 (2). თათიას მომდევნო მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი რუსი იულია კალაბინაა. თათიამ უკვე გაინაღდა 24 სარეიტინგო ქულა, რომელიც მას წინ წაწევს რეიტინგში. დღეისათვის მიქაძე მსოფლიო კლასიფიკაციაში 343-ე პოზიციაზეა.

წყვილთა ბადეში თათია მიქაძის და სოფიო შაფათავას დუეტი პირველ ნომრად იყო განთესილი. პირველ წრეში მათ რუსები (ანა მარენკო, ეკატერინა იაკოვლევა) დაამარცხეს - 6:0, 7:5, მაგრამ მეორე წრეში ვერაფერი გააწყვეს მასპინძელთა დუეტთან (ვალენტინა ივანენკო, ალიონა სოტნიკოვა) - 5:7, 4:6. ეკა გორგოძე ყირგიზ ბერმეტ დუვანაევასთან ერთად თამაშობს. ამ წყვილმა პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილი პოლონურ-ფრანგული გუნდი (იუსტინა იეგიოლკა, ალიზ ლიმი) დაამარცხა - 4:6, 6:3, 10:7. მეორე წრეში მათ რუსი ტატიანა კოტელნიკოვა და ბელარუსი ვიქტორია იემილიანავა იოლად გამოთიშეს ასპარეზობიდან - 6:1, 6:1. გორგოძე და დუვანაევა ნახევარფინალში ივანენკოსა და სოტნიკოვას ეთამაშებიან.

ანალოგიური საპრიზო ფონდის ტურნირი მიმდინარეობს ფრანგულ ალპებში, კურორტ ლე კონტამინ-მონტოიეში, სადაც სოფიო ქვაცაბაია გამოდის. ქვაცაბაიამ პირველ წრეში იოლად აჯობა პოლონელ პატრისია სანდუსკას - 6:1, 6:0. მისი მომდევნო მეტოქე ფრანგი ოდრი ბერგოა, რომელმაც გათამაშებიდან მე-2 ნომრად განთესილი ბრიტანელი კეტი ობრაიენი (139) გამოთიშა.

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში "უაილდ ქარდი" ვერ შეიფერა ლაზარე კუხლაშვილმა, რომელმაც პირველივე წრეში წააგო მასპინძელ ჯონ მორისეისთან - 2:6, 3:6.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...