აღსანიშნავია, რომ კევინ დიურანტის გარეშე მოთამაშე ოკლენდელებმა ბოლო 6 თამაშიდან 4 დათმეს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი თბილისის დროით 11 მარტს, გამთენიისას, სტუმრად მინესოტაში, "ტიმბერვულვსთან" ჩაატარა და ანგარიშით 102:103 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ კევინ დიურანტის გარეშე მოთამაშე ოკლენდელებმა ბოლო 6 თამაშიდან 4 დათმეს.

თითქმის მთელი თამაში "გოლდენ სტეიტი" მდევრის როლში იყო და ბოლო წუთზე მოახერხა დაწინაურება, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სტუმრებს არ გაუმართლათ და გამარჯვება მინესოტელებს დარჩათ.

ქართველი ცენტრი ამ მატჩში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა იყო. ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ზაზა არ იყო დროში შეზღუდული და ჩაატარა სრულყოფილი მატჩი, როცა ის აქტიურად იყო ჩართული როგორც დაცვით, ისე შეტევით მოქმედებებში და საბოლოოდ საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა. მესამე პერიოდში, როცა ზაზამ საკუთარი შესაძლებლობების მთელი სპექტრი წარმოადგინა - ჩაჭრა, დააფარა, მოხსნა, პასები აკეთა, ბურთი ჩააგდო და ბლოკები დააყენა - სატელევიზიო კომენტატორებმა ქართველის მიმართ ქების სიტყვები არ დაიშურეს და კარგა ხანს მასზე მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბრობდნენ. "დალასში" მისი შედეგიანი თამაშიც გაიხსენეს.

ბოლო წუთზე ზაზა აქტიურად იყო ჩართული მოედანზე მიმდინარე მოქმედებებში და შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით დაჯარიმდა ენდრიუ უიგინსზე, რომელმაც ორივე სროლა ააცილა და მინესოტელთა 1-ქულიან ლიდერობას ვერაფერი შემატა. ამის შემდეგ სტეფ კარიმ ოკლენდელები დააწინაურა და შეტევაზე ისევ უიგინსი წამოვიდა, რომელზეც საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე ზაზამ მე-6 პერსონალური ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა. უიგინსმა ამჯერად ორივე საჯარიმო ჩააგდო და "მინესოტა" 103:102 დააწინაურა. სტეფ კარიმ ვეღარ მოახერხა დამაწინაურებელი სროლის ჩაგდება და "გოლდენ სტეიტი" დამარცხდა.

ფაჩულიას მონაგარმა 26 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შეადგინა. ზაზამ თამაშიდან შეუცდომლად ისროლა, 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო მისი 2 საჯარიმოდან მიზანს ერთმა უწია. მატჩის ბომბარდირი 30 ქულით კლეი ტომპსონი გახდა, 26 ქულა და 7 პასი კარიმ მოაგროვა. მინესოტელებს 24 ქულით უიგინსმა ულიდერა, კარლ ენტონი თოუნსმა 23 ქულა მიითვალა.

52 მოგებითა და 13 მარცხით "გოლდენ სტეიტი" ლიგის ლიდერია, მის მდევარ "სან ანტონიოს" კი 50 მოგება და 14 მარცხი აქვს. სწორედ "სან ანტონიოსა" და "გოლდენ სტეიტის" შეხვედრა გაიმართება 12 მარტს ტეხასში, სადაც ზაზა ფაჩულიას გუნდი მინესოტადან დღეს ჩაფრინდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

jumber
ვობშემ ზაზამ უნებლიედ დიურანტის ტრამვით დაღუპა გოლდენი
თენგო
კოდალებმა კალათბურთს არ უნდა უყურონ...
odala
ვერ უშველა თუ წააგებინა? :)))
ანდრიას
ნერვები მთლად ვერა ანდრიავ?
ანდრია
ჯერ ერთი გოლდენი ფარჩაკი სულაც არ არის. ხანდახან გუნდს რობოტობა არ გამოდის. იგუდალა ასაკშია. გრინს გაუჭირდა. ამის გამო, საერთოდ დროულად მიიღეს დურანტი. ზაზაც შველის გარკვეული მასშტაბით. კავალიერსს თავი დაანებეთ, უნამუსოები ნუ იქნებით. ლებრონი მაინც დიდებულია და თან უაღრესად კარგად აღზრდილი პიროვნება. შარშან კარიმ მამაძაღლობა დაუწყო. ითმინა კაცმა ითმინა, არც დაულეწია კარი და არაფერი, მხოლოდ გააფრთხილა. მან კი პატარა ქუჩის ბიჭივით გამოიწვია და თან ისე გამოიწვია მთლიანად ააფეთქა ლებრონი და ბოლოს ყველამ დაინახეთ რა უყო მან ვარსკვლავბიჭუნას. შემდეგ მთელი გუნდიც აღტაცებული აჰყვა და მოხდა სასწაული. ახლა მართალია აგებს ხოლმე კავალიერსი, მაგრამ ნახეთ რა ფინალი იქნება. ეს ხომ საუკუნის მატჩები იქნება. იქნება.
aburjga-s
სამ ქულიანებს საერთოდ აღარ მისდით, თან ორქულიანებიც უჭირთ, ან გადაიღალნენ ან კავალერებმა მწარედ დაწყევლეს ან კიდევ ჯადო გაუკეთეს.
aburjga
შარშან დიურანტი რომ არ ჰყავდათ ფინალში როგორ გავიდნენ? ნეტევ რა ხდება?! გრინს რაღა მოუვიდა ან იაგუდალას? ვერ გავიგე რამდენი კაცი ჰყავთ სასტავში?! ან ის ახალი რომ მოიყვანეს აკეთებს რამეს, რად უნდოდათ?!
tanto
ზაზას ბოლო ორი საჯარიმო მსაჯების შეცდომების კისერზეა, ფაქტიურად მათ წააგებინეს ისედაც დურანტის გარეშე დარჩენილ და გაფარჩაკებულ გოლდენს ეს თამაში. ერთი პოზიტივი კი მოხდა ამ დილით გოლდენში, ჯაველ მაკგი აუცილებლად კვლავ შაქილის ყბაში აღმოჩნდება და შაქილიც დიდის ალბათობით დაარღვევს მაკგისთან დადებულ ზავს და გახდის მას შაქტინების მარტის თვის უმთავრეს ნომინანტს. )))
mm
მეორე ტაიმი კარგად ითამაშა, თაუნსს 4 ქულა ქონდა მხოლოდ
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს