კალათბურთი. მსოფლიოს ჩემპიონატი 2010

მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად მონაწილე გუნდების შემადგენლობები თითქმის დასრულებულ სახეს იღებს. ასე მაგალითად, მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ 15 მოთამაშემდე შეამცირა გაფართოებული შემადგენლობა (საბოლოო განაცხადში წესისამებრ 12 კალათბურთელი მოხვდება).

"მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ლიდერი პაუ გასოლი გვაკლია, ჩვენ არავის გვეშინია და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. ეჭვი არ მეპარება ესპანელი კალათბურთელების ოსტატობაში და მათი დახმარებით უმაღლესი ადგილების დაკავების კარგი შანსი გვაქვს", - განაცხადა ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხოსე ლუის საესმა.

ამჟამად ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონატისთვის მზადებას შემდეგი კალათბურთელები აგრძელებენ: რიკი რუბიო (ბარსელონა), ხოსე მანუელ კალდერონი (ტორონტო, NBA), სერხიო ლული (რეალი), ხუან კარლოს ნავარო (ბარსელონა), რუდი ფერნანდესი (პორტლენდი, NBA), რაფა მარტინესი (ვალენსია), ფერნანდო სან ემეტერიო (კახა ლაბორალი), ალექს მუმბრუ (ბილბაო), კარლოს სუარესი (ესტუდიანტესი), ვიქტორ კლავერი (ვალენსია), ხორხე გარბახოსა (რეალი), პაბლო აგილარი (გრანადა), ფელიპე რეიესი (რეალი), მარკ გასოლი (მემფისი, NBA), ფრან ვასკესი (ბარსელონა).

ესპანეთის ნაკრებზე გაცილებით მძიმე დანაკლისი აქვთ ფრანგებს. ამ გუნდს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამი ლეგიონერი - ტონი პარკერი, მიკაელ პიეტრუსი და რონი ტურიაფი არ ჰყავს. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს NBA-ის ახალწვეული კევინ სერაფიმი, აგრეთვე ანტუან დიო.

მათ გარეშე საფრანგეთის 16-კაციანმა შემადგენლობამ ასეთი სახე მიიღო: ნანდო დე კოლო (ვალენსია, ესპანეთი), იანიკ ბოკოლო (გრენობლი), როდრიგ ბებუა (დალასი, NBA), ფაბიენ კოზერი (შოლე), ედვინ ჯექსონი (შოლე), ბორის დიაო (შარლოტი, NBA), მიკაელ ჟელაბალე (შოლე), ნიკოლა ბატუმი (პორტლენდი, NBA), შარლ კაუდი (ლე მანი), ფლორან პიეტრუსი (ვალენსია, ესპანეთი), ჟოაკიმ ნოა (ჩიკაგო, NBA), ალენ კოფი (ხუვენტუდი, ესპანეთი), ალექსის აჯინკა (შარლოტი, NBA), იან მაინმი (სან ანტონიო, NBG), ალი ტრაორე (ვილერბანი), ლუდოვიკ ვატი (ორლეანი).

მომავალ ჩემპიონატზე სკაუტები დიდი ყურადღებას მიაქცევენ მსოფლიო კალათბურთის ამომავალ ვარსკვლავს, 17 წლის არგეტინელ პატრისიო გარინოს. არგენტინელთა დამრიგებელმა სერხიო ერნანდესმა ვუნდერკინდს ეროვნული გუნდის შეკრებაზე დაუძახა.

გარინო თავისი ასაკის ნაკრების ლიდერი გახლავთ და ამჟამად გერმანიაში კატედთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს. სწორედ იქ შეიტყო პატრისიომ ეროვნულ გუნდში მიწვევის ამბავი და ახლა მოუთმენლად ელოდება იმ მომენტს, როცა მოედანზე არგენტინელ ვარსკვლავებთან - კარლოს დელფინოსთან, ლუის სკოლასთან და პაბლო პრიჯიონისთან ერთად გავა.

"ასეთ კალათბურთელებთან ერთად მუშაობაზე ვერც ვიოცნებებდი. მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებ ამ მომენტისგან. შესანიშნავი შესაძლებლობა მეძლევა ბევრი რამ ვისწავლო მოედანზე და მის მიღმა", - ამბობს ნორჩი კალათბურთელი.

ამასობაში, ამერიკელთა 20-კაციან შემადგენლობას ერთი კალათბურთელი გამოაკლდა. "დრიმ თიმს" თურქეთში ვერ დაეხმარება "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრი დევიდ ლი. კალათბურთელმა ვარჯიშზე თითი დაიზიანა და 4-6 კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

"მაიკლის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან მას ძალიან უნდოდა ჩემპიონატში თამაში. მან ისიც კი მითხრა, რომ პირადი ხარჯებით გაფრინდებოდა ექიმთან და უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ მისი თამაში გამორიცხულია", - აღიარა ეროვნული ნაკრების თავკაცმა მაიკ კრჟიჟევსკიმ.

გასულ სეზონში ლი "ნიუ იორკ ნიქსში" თამაშობდა და 81 მატჩში საშუალოდ 20.2 ქულა და 11.7 მოხსნა დააგროვა.

მწვრთნელთან უთანხმოების გამო რ გაემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბენო უდრიხი. გუნდის მთავარი მწვრთნელი მეჰმეთ ბეჩიროვიჩი "საკრამენტოს" მცველს ბარსელონელი იაკა ლაკოვიჩის შემცვლელად მოიაზრებდა. მართალია, მწვრთნელი ბენოს დიდ სათამაშო დროს დაპირდა, მაგრამ კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში მოითხოვა ადგილი და უარის მიღების შემდეგ, საწვრთნელი შეკრება დატოვა.

kikvi
აუფ
"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...