ფიფა-ს პრეზიდენტი სპორტის სამყაროში ყველაზე ძალაუფლებიანი ხალხის რეიტინგს სათავეში ჩაუდგა
ფიფა-ს პრეზიდენტი სპორტის სამყაროში ყველაზე ძალაუფლებიანი ხალხის რეიტინგს სათავეში ჩაუდგა

რეიტინგის მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად ბრიტანული გაზეთი Times ადგენს, საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი სპორტში ყველაზე ძალაუფლებიან მოღვაწედ აღიარეს.

გამოცემის შეფასებით, 2010 წელი, რომელშიც ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი აფრიკის კონტინენტზე პირველად ჩატარდა და მსოფლიოს 2018 და 2022 წლის ჩემპიონატების ორგანიზატორები - რუსეთი და ყატარი გაირკვა - ეჭვგარეშე ფიფას და პირადად საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელის წლად იქცა. ბლატერმა გასული 12 თვის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებას მთელს მსოფლიოში დიდი ყურადღება მიაქცია.

ამავე დროს, ფიფას პრეზიდენტის მსგავს შეფასებას არ ეთანხმება ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია, რომელმაც რუს კოლეგებთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დათმო. როგორც გამოცემას ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ინგლისის მიმართ დამოკიდებულება მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორის გამოვლენის დროს მიუღებელი იყო.

"ფიფას ხელმძღვანელობაში ცვლილებების დრო დადგა", - აღნიშნავენ ისინი. "მივიჩნევთ, რომ საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელად სამი ვადით ყოფნა სავსებით საკმარისია და ვაპირებთ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელს, მუჰამედ ბენ ხამს შევხვდეთ და ფიფას ხელმძღვანელის არჩევნებზე დახმარება შევთავაზოთ", - განაცხადა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენელმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე