SPOX.com-ის ინტერვიუ "გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრთან
გერმანულმა SPOX.com-მა "გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"მას მერე, რაც ზაზა ფაჩულიამ "დალას მავერიკსში" წარმატებული სეზონი გაატარა , მან ახალი თავშესაფარი "გოლდენ სტეიტ უორიორსში" იპოვნა. ჩვენ მას წარმატების საიდუმლოებებზე, კევინ დურანტის ტრავმაზე, მის მეგობრობაზე დირკ ნოვიცკისთან და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ...

- ზაზა, როგორი შემართებით თამაშობთ კევინ დურანტის ტრავმის შემდეგ? თქვენ ხომ ნომერ პირველი პოზიციის შენარჩუნება გჭირდებათ პლეი ოფის წინ...

- ახლა გადამწყვეტი დროა, სეზონის დასრულებამდე კიდევ სადღაც 20 თამაში რჩება. გუნდების უმეტესობა სწორედ ამ მონაკვეთში თამაშობს საუკეთესო კალათბურთს, რათა პლეი ოფში უკეთესი ადგილით მოხვდეს. რა თქმა უნდა, კეი დი-ს არყოფნას ძალიან განვიცდით, მაგრამ კალათბურთის თამაშს ვერ შევწყვეტთ. რა თქმა უნდა, კიდევ რამდენიმე თამაში დაგვჭირდება, რომ გადავეწყოთ, თან მეტ ბარნსი დაგვემატა გუნდში. აუცილებლად მოვუმატებთ და პლეი ოფისთვის კევინიც დაგვემატება. იმედია, ის სრულად გამოჯანმრთელდება და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.

- MVP სტეფ კარის ალბათ, ახლა უფრო მეტი მოეთხოვება. მან უნდა დაიბრუნოს მკვლელის ინსტიქტი, როგორ აისახება ეს თქვენს თამაშზე?

- პირველ რიგში იგი დიდი პიროვნებაა, მისგან იწყება ყველაფერი გუნდში. სტეფ კარის გამო, მე უფრო იოლად შევეგუე ახალ გუნდს. მიუხედავად იმისა, როგორი მაღალი კლასის კალათბურთელია, სტეფი მუდამ თავმდაბალია, ის მიწაზე მყარად დგას. არადა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. ეს დიდწილად, მისი ოჯახის გამოა, სტეფი ძალიან კარგი მეოჯახეა. მე ძალიან მომწონს მასთან თამაში და არა მარტო იმიტომ, რომ მუდამ ცდილობს ბურთით თავისუფალი ადამიანი მოძებნოს.

- უკვე მე-14 სეზონია NBA-ში თამაშობთ, წლები მიდის, არადა, ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნება, როგორ ახერხებთ ამას?

- ჩემი საიდუმლო იოგაა. იოგა მეხმარება გავითავისუფლო თავი ზედმეტობისგან და ამავე დროს, გავძლიერდე ფიზიკურად. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იოგა არ არის უებარი წამალი. იმისთვის, რომ ყოველ საღამოს ფარისთვის ბრძოლისთვის მზად იყო, უფრო მეტია საჭირო. ვარჯიშები, სწორი კვება, მასაჟი, ეს ყველაფერი კარგი და საჭიროა. მნიშვნელოვანია აგრეთვე, მხნეობა, თუ ყოველთვის ჩართული არ ხარ თამაშში, შეიძლება რამე ცუდი მოხდეს. შეიძლება ტრავმა უბრალოდ, ცუდი სიტუაციის გამოც მიიღო, ამ დროს კი ვეღარაფერს გააწყობ.

- თქვენ უკვე რამდენიმე თვეა ბეი არეაში ცხოვრობთ, რა მოგწონთ ამ მხარეში ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, აქაური შესანიშნავი ამინდის გარდა?

- არ ვიქნები მტყუანი თუ ვიტყვი, რომ აქ ყველაფერი მომწონს. აქ ცხოვრება ძალიან ადვილი და სასიამოვნოა. ბეი არეაში ბევრი რამაა სანახავი და "აღმოსაჩენი". ხალხი ძალიან მეგობრულია, მე და ჩემი ოჯახი აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. არსად, მეჩქარება ყველაფერს ვნახავ.

- "დალასში" კარგი სეზონი გქონდათ დირკ ნოვიცკისთან ერთად, ხომ არ გაგიჭირდათ გუნდიდან წასვლა?

- დიახ, მართლაც ძნელი იყო განშორება. მაგრამ რას იზამ, ეს უკვე ბიზნესია, NBA-ში ასეთ რამეებს უკვე კარგა ხანია, მივეჩვიე. და მაინც, "დალასი" ჩემთვის სპეციალური გამოცდილება იყო, დირკთანაც დიდებული დრო გავატარე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მე და დირკი დავმეგობრდით და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრობას ჩემი გუნდიდან წასვლა ხელს ვერ შეუშლის. ის სითბო, რაც მან და მისმა ოჯახმა გვაჩუქა, შეუძლებელია დაივიწყო. ერთად დიდებული დრო გავატარეთ, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება.

- მაშ თქვენ ბეისბოლის ყოველწლიურ საქველმოქმედო მატჩზეც გიხილავთ, რომელსაც დირკი მართავს?

- შარშან ზაფხულშც მინდოდა, ვერ აეწყო. მომავალ წელს აუცილებლად დავთანხმდები, როგორ თამაშობს დირკი ბეისბოლს აუცილებლად უნდა ნახო, ამის გამოტოვება არ შეიძლება (იცინის).

- თქვენმა თანამემამულეებმა კინაღამ NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში გათამაშეს. რას იტყვით მათზე?

- ეს ნამდვილი სიგიჟეა, პოზიტიური სიგიჟე. ვიყოთ გულწრფელები, მე არ ვიმსახურებ ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაშს, მაგრამ მათი ასეთი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი აღიარებაა. ჩვენი ქვეყანა ერთი დიდი ამერიკული ქალაქის ხელაც არ არის, წარმოიდგინეთ, როგორ უჭერენ ისინი მხარს თავის ათლეტებს.

- რომ შეგეძლოთ ამერიკიდან საქართველოში რის იმპორტს განახორციელებდით?

- სტარბაქსის. დიდებულია და დიდად განსხვავდება იმ სერვისისგან, რაც საქართველოშია. ყავის დიდი მოყვარული ვარ და კარგად ვიცი. ყავას დღის ნებისმიერ მომენტში ვსვამ ხოლმე და სიახლეებიც მიყვარს, მაგალითად, ყავა კარამელით, თუმცა ყოველდღე არა.

zako
gta, როცა ინტერნეტი არსებობს, ასეთინული ' კომენტარი რატომ უნდა გააკეთო? დაგუგლე რა!!!
სოსო
როდესაც ხმის მიცემა დაიწყო,ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით,რომ ზაზას ოლ სტარზში მოხვედრის ნულოვანი შანსი ჰქონდა,ჩვენ ამით ზაზას ვუმტკიცებდით სიყვარულს,პატივისცემას და ვუფასებდით მის ღვაწლს ქართული კალათბურთის წინაშე.ეს ზაზამაც ძალიან კარგად იცოდადა სწორედ ამიტომ შეაფასა ეს,როგორც პოზიტიური სიგიჟე. საცა არა სჯობს,გაცლა სჯობსო,Nნათქვამია,მაგრამ ჩვენ მაინც არ გავეცალეთ და მგონი ჩვენი ცდა დაფასდა. როცა მოსწავლე ვიყავი ნიუიორკი 12 მილიონი იყო და ახლა 8-მდე შემცირდა?
gio
ნიუორკი 8 მილიონიაია ცნობისთვის..ქვედა კომენტარის საპასუხოდ. და ზაზას თქვენ ასწაველო ამერიკის ქალაები კაცი დაბერდა ამერიკაში
NNN
კომენტარებში დავიბენი, ნიუ-იორკში რამდენი კაცი ცხოვრობს თუ იცით... გიჟი ქართველი იმას ნიშნავს, რომ გიჟურად ისწრაფვი სიდიადისკენ...
ზურა
ორი ღერი ინგლისური გესწავლა და მიხვდებოდი))
gta
ალბათ შტატიიიგულისხმა თორე რომელი ქალაქია საქართველოზე დიდი ამერიკაში?? არცერთი!
mmm
და გიჟი ქართველები რაღა შუაშია???
შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა
NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]