ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მე მისი მეშინოდა - ტონი ნადალი რაფაელ ნადალის გუნდიდან მიდის

მე მისი მეშინოდა - ტონი ნადალი რაფაელ ნადალის გუნდიდან მიდის

...და ეს მთელი ეპოქის დასასრულია
ცოტა ხნის წინ, "დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის ჩემპიონის რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა განაცხადა, რომ 2018 წლიდან აღარ იქნება ძმიშვილის დამრიგებელი. ასე რომ, დროა ნადალების საჩოგბურთო ურთიერთობა გავიხსენოთ...

დასაწყისი

ტონი ნადალი 1961 წლის 26 თებერვალს დაიბადა მალიორკაზე ტრადიციულ ესპანურ ოჯახში. მას ჰყავს უფროსი ძმა სებასტიანი (რაფაელის მამა), ორი უმცროსი ძმა (ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელი მიგელ ანხელ ნადალია) და ერთი უმცროსი და. ნადალების ოჯახი ყოველთვის ძალიან სპორტული იყო. ტონი დაკავებული იყო ფეხბურთით, ცურვით და მაგიდის ჩოგბურთით (სპორტის ამ სახეობაში ბალეარის კუნძულების ჩემპიონი გახდა იუნიორებს შორის).

დიდმა ჩოგბურთმა საკმაოდ გვიან გაიტაცა, როცა 1972 წელს, ბარსელონას ტურნირს დაესწრო და საკუთარი თვალით იხილა - როგორ თამაშობდა ილიე ნასტასე, რომელიც მისი კერპი გახდა. 1974 წელს, ტონიმ ადგილობრივ კლუბში ჩოგბურთში ვარჯიში დაიწყო. გვიანი სტარტის მიუხედავად, თავის დროზე, ის ესპანეთის 30 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის შედიოდა.

ნადალი ვერ გახდა სრულფასოვანი პროფესიონალი ჩოგბურთელი, რადგან პარალელურად, ბარსელონას უნივერსიტეტში სწავლობდა - იურისპრუდენციას (მამის სურვილით) და ისტორიას (საკუთარი ინტერესით) ეუფლებოდა. მაგრამ ტონი იურისტიც არ გახდა - სწავლისკენ განსაკუთრებული სწრაფვა არ ჰქონია და მიაჩნდა, რომ ეს მისთვის არ იყო.

საბოლოოდ, სამწვრთნელო კურსები გაიარა და მშობლიურ კლუბში მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. იქ საბავშვო ჯგუფებთან მუშაობდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში მივიდა მისი ნორჩი ნათესავი რაფაელ ნადალი.

აღზრდა

პირველად რაფაელმა (ბიძია ტონი მხოლოდ ამ სახელით მიმართავს და "რაფას" არ ახსენებს) ჩოგბურთის თამაში სამი წლის ასაკში სცადა, მაგრამ სერიოზული ვარჯიში მოგვიანებით დაიწყო, რადგან თავდაპირველად, ფეხბურთი უფრო მოსწონდა. 13 წლამდე ბიძასთან ერთად მხოლოდ ჯგუფში ვარჯიშობდა და როგორც თავად აღიარებს, ტონისთან ინდივიდუალურად მუშაობდა მძიმე და საშიში იყო.

მოთამაშის აღზრდისადმი მიდგომის მხრივ, ტონი ნადალი რაღაცით ჰგავს სერენა და ვინუს უილიამსების მამას - რიჩარდ უილიამსს, რომელიც მუშაობისას, ასევე უხამებს ერთმანეთში საჩოგბურთო და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს. მაგრამ, თუ უფროსი უილიამსი თავიდაგვე უნერგავდა თავის ქალიშვილებს, რომ ისინი საუკეთესოები არიან (და ამით აძლევდა მათ მოტივაციას მუშაობისთვის), ბიძია ტონი თავისი სისასტიკით აჩვენებდა, რომ "საუკეთესოს" სტატუსი, ისევე როგორც ყველაფერი, ბრძოლაში უნდა გამოსტაცო სხვებს.

ის თავის ნათესავს ცუდ კორტებზე ავარჯიშებდა, ცუდ ბურთებს აძლევდა, რათა ესწავლებინა, რომ თამაშის ხარისხი არ არის დამოკიდებული ეკიპირებაზე ან სხვა გარე ფაქტორებზე. წარმატება შიგნიდან მიიღწევა - ნებისმიერი ჩოგნითა და ბურთით, ნებისმიერ კორტზე უნდა შეგეძლოს მოგება. გარდა ამისა, ის ასწავლიდა, რომ წაგება - თამაშის ნაწილია, მაგრამ მარცხისთვის პასუხისმგებლობა ყოველთვის შენ გეკისრება და არა სიმებს შენს ჩოგანზე, მსაჯებსა თუ საფარს.

ტონის დამოკიდებულება ნათესავის მიმართ ყველაზე კარგად არის აღწერილი რაფაელის ავტობიოგრაფიაში, რომელიც 2012 წელს გამოვიდა. როგორც ერთ-ერთი საჩოგბურთო ჟურნალისტი წერდა, ამ წიგნისთვის შესაფერისი სათაური იქნებოდა: "ჩემი მოგზაურობა შეშლილ ბიძასთან ერთად".

"ტონი თავიდანვე მკაცრად მექცეოდა - ყველაზე მკაცრად ჯგუფის წევრებს შორის. ის ჩემგან ბევრს ითხოვდა, მუდმივი ზეწოლა ჰქონდა ჩემზე. ჩხუბობდა, ყვიროდა და მე მისი მეშინოდა - განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ბავშვები არ მოდიოდნენ და ჩვენ მარტო ვრჩებოდით. როცა ვარჯიშზე მივდიოდით და შევიტყობდი, რომ მასთან მარტო უნდა ვყოფილიყავი, შიში მიპყრობდა.

ჩემი მეგობარი მიგელ ანხელ მუნარი ხანდახან იხსენებს, როგორ მესროლა ტონიმ მთელი ძალით ბურთი, როცა ოდნავ მოვადუნე ყურადღება - ეს იმისთვის არ გაუკეთებია, რომ ბურთი ჩემთვის გაერტყა, არამედ ჩემს შესაშინებლად და ჩემი ყურადღების მოსაკრებად გააკეთა.

ვარჯიშის შემდეგ, ბურთების აკრეფაც მე მიწევდა, მე ვხვეტდი კორტებს, როცა ვარჯიშს ვამთავრებდით. მწარედ ცდებოდნენ ისინი, ვისაც მიაჩნდა, რომ მისი საყვარელი მოსწავლე ვიყავი. პირიქით, მიგელ ანხელი ამბობს, რომ ტონი ჩემს მიმართ უსამართლო იყო - მას ესმოდა, რომ შეეძლო ჩემთან მიმართებაში ეკეთებინა ის, რასაც სხვა ბავშვებთან ვერ გაბედავდა. მე ხომ მისი ნათესავი ვიყავი.

დედა იხსენებს, რომ ბავშვობაში, ხანდახან, ვარჯიშიდან თვალცრემლიანი ვბრუნდებოდი. მას მიზეზი აინტერესებდა, მაგრამ დუმილს ვამჯობინებდი. ერთხელ ვაღიარე, რომ ტონი მუდმივად "დედიკოს ბიჭს" მეძახდა. დედას ძალიან სწყინდა, მაგრამ ვეხვეწებოდი - არაფერი ეთქვა ტონისთვის, რადგან ეს ჩემთვის კიდევ უფრო უარესი იქნებოდა".

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არის მძიმე ბავშვობის შესახებ ტრაგიკული მოთხრობის დასაწყისი. და ხშირად ხდება ისე, რომ ამგვარი ხისტი მიდგომა არა ჩემპიონს, არამედ სრულიად გატეხილ და დემორალიზებულ ადამიანს ქმნის (ამიტომაც, მკაცრი მწვრთნელი მამები - ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული და საძულველი ტიპაჟები არიან ჩოგბურთში). მაგრამ, ბიძია ტონისა და რაფაელის შემთხვევაში, ასეთი მიდგომა იდეალური აღმოჩნდა. ტონიმ ნათესავში საჩემპიონო სული განავითარა, რაც, რაფას თქმით, არ გააჩნია მის პესიმისტ ბიძას.

და რაფა პირდაპირი ტექსტით ამბობს, რომ ტონის გარეშე ვერ გახდებოდა ის, ვინც დღეს არის.

კონტროლი

თავის თამაშს ტონი ასე აღწერს: "მე ძალიან ცოტა შეცდომას ვუშვებდი და ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული. მაგრამ არ მქონდა ძლიერი დარტყმა. არ მყოფნიდა აგრესია. სწორ ბექჰენდს ვასრულებდი, მაგრამ მაინც და მაინც კარგი ფორჰენდი არ მქონია". თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი ნათესავის აღზრდისას, ტონიმ რაფაელს გადასცა ყველაფერი კარგი, რაც თავად ჰქონდა და კიდევ უფრო ბევრს მუშაობდა იმაზე, რაც მისი ნაკლი იყო.

მიაჩნიათ, რომ ტონი სპეციალურად აიძულებდა რაფას ეთამაშა მარცხენა ხელით ფორჰენდიდან, რათა მომავალ მეტოქეებს მოქმედება გასჭირვებოდათ. თავად ტონი ამას მითს უწოდებს. მისი თქმით, 10 წლამდე ნადალი ორივე მხრიდან ორი ხელით თამაშობდა და არ სჯეროდა, რომ მისი ნათესავი პირველი ტოპ-მოთამაშე გახდებოდა ორხელა ფორჰენდით. ამიტომაც, მან ერთი ხელის მოშორება გადაწყვიტა და რაფა გახდა ცაცია, რადგან მარცხენა ხელი უფრო ძლიერი ჰქონდა.

ეს ამბავი კარგად გვიჩვენებს ბიძისა და ძმისშვილის ურთიერთობას. მიჩნეულია, რომ ტონის გრძელვადიანი გეგმა ჰქონდა და მის სისრულეში მოსაყვანად, მთლიანად დაიმორჩილა მოზარდი და დიქტატორი გახდა. შესაძლოა, ყველაფერი ასე დრამატულად არ ყოფილა, მაგრამ ტოტალური კონტროლისკენ მიდრეკილება ბიძას აშკარად ჰქონდა.

მაგალითად, ცხრა წლამდე ის წარმატებით შთააგონებდა პატარა რაფას, რომ მაგიური შესაძლებლობები გააჩნდა - შეეძლო წვიმის გამოძახება და აეძულებინა ივან ლენდლი მოხსნილიყო თამაშიდან (სინამდვილეში, ისინი, უბრალოდ, გამეორებას უყურებდნენ და რაფამ ამის შესახებ არ იცოდა). გარდა ამისა, დაარწმუნა ნათესავი, რომ საფეხბურთო "მილანის" ვარსკვლავი იყო და ხუთჯერ ჰქონდა მოგებული "ტურ დე ფრანსი". სავსებით ცხადია, რომ ამ გზით იმაღლებდა თავის ავტორიტეტს. ავტორიტეტთან ერთად კი იზრდება კონტროლი.

გარდა ამისა, როცა ჩოგბურთმა რაფასთვის დიდი ფულის მოტანა დაიწყო, ბიძამ უარი თქვა მისგან ჰონორარის აღებაზე, რადგან ეს შეცვლიდა დინამიკას მათ ურთიერთობაში. ბიძია ტონის გაუჩნდებოდა ფინანსური მოტივაცია და რაც მთავარია, ხელქვეითი უკვე ის გამოდიოდა და არა რაფა.

და არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ბოლო გადაწყვეტილებაზე ლაპარაკისას, ბიძია ტონიმ ან ხუმრობით ან სერიოზულად თქვა, რომ ყოველ წელს, სულ უფრო ნაკლებად აკონტროლებდა ნათესავს და სულ მალე, მას აღარავინ არაფერს ჰკითხავდა, ასე რომ, წასვლის დრო მოვიდა.

ტონი და რაფა ერთად უკვე 25 წელია მუშაობენ. ეს თარიღი მათი ურთიერთობის სიღრმეს მიუთითებს, აგრეთვე იმ აზრამდე მივყავართ, რომ მათი ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. შესაბამისად, თავისუფალად შეიძლება იმის თქმა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, როცა ტონი ნადალი აღარ იქნება რაფაერის მთავარი მწვრთნელი, ჩოგბურთში მთელი ეპოქა დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა

მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს

ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]

ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა

ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის